ახალი წლის ტრადიციად იქცა შემდეგი წლის რეზოლუციების შედგენა. ახალი წლის ეს ტრადიცია პროფესიულ ცხოვრებაშიც შეგვიძლია დავამკვიდროთ, ეს პერიოდი საუკეთესო დროა ლიდერებისთვის რომ გადახადონ განვლილ წელს და დაგეგმონ ცვლილებები კომპანიაში, შეიმუშავონ დასაქმებულებზე მორგებული პოლიტიკები, ხელი შეუწყონ პოზიტიური კულტურის ჩამოყალიბებას. FastCompany გვიზიარებს 5 გეგმას, რომლებიც ყველა ლიდერის ახალი წლის რეზოლუციაში უნდა შედიოდეს:
1. ცვლილებების და ინოვაციურობის მიღება;
იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ ChatGPT, ბიზნესების უმრავლესობა მომავალ წელს ახალი ტექნოლოგიების გავლენის ქვეშ მოექცევა. ახალ წელს მეტი დრო დაუთმეთ ცოდნის ამ მიმართულებით შეძენას და გაღრმავებას - დაესწარით ტექ კონფერენციებს, შეხვედრებს, სამუშო სემინარებს, სადაც ამ ინდუსტრიის პროფესიონალები გაგიზიარებენ ინფორმაციებს სიახლეებზე.
2. განგრძობითი სწავლების კულტურის შექმნა;
მეტი ინვესტიცია ჩადეთ ტრენინგებში, კომპანიაში დანერგეთ კულტურა, სადაც ღირებულია მუდმივი განვითარება. კონკრეტული დასაქმებულების პროფესიული განვითრების ხელშეწყობით უმჯობესდება კომპანიაში არსებული საერთო უნარებიც. იყავით კრეატიულები. მოიწვიეთ სხვადასხვა პროფესიონალები სემინარების ჩასატარებლად, დასაქმებულებს შესთავაზეთ სხვადასხვა კურსების და პროგრამების დაფინანსება. თავად მიიღეთ მონაწილეობა მსგავს პროგრამებში შესაძლებლობისთანავე.
3. დასაქმებულების კეთილდღეობაზე ზრუნვა;
დასაქმებულები კომპანიის ყველაზე მთავარი ღირებულება და შენაძენია, შესაბამისად, განსაკუთებით მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობა და ბედნიერება. შესთავაზეთ მოქნილი სამუშაო საათები, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა.
4. დასაქმებულების (და თავად გუნდის ლიდერის) ჩართულობის წახალისება;
ბედნიერი გუნდი ნიშნავს პროდუქტიულ გუნდს. მეტი ყურადღება დაუთმეთ არაფორმალურ გუნდურ აქტივობებს. ჩართულობა სამსახურით კმაყოფილებაზე მეტია და გულისხმობს შეგრძნებას, რომ ადამიანი არის ერთი საერთო გუნდის ნაწილი, რომელიც საერთო მიზნების მისაღწევად მუშაობს. თუ გუნდის ლიდერი ხართ, მუდმივად ჩართული უნდა იყოთ თქვენი გუნდის წევრებთან ურთიერთობაში, მაგალითად შეგიძლიათ ტრადიციად შემოიღოთ საერთო ლანჩი, სადაც გუნდის წევრებს შეუძლიათ დაგისვათ დამატებითი კითხვები ან გაგიზიარონ საკუთარი აზრები.
5. მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება მომხმარებლებთან;
კომპანიების უმეტესობას ყავს მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდები, რომლებიც წინა ხაზზე ემსახურებიან მომხმარებლებს. პრიორიტეტი მიანიჭეთ მომხარებლებთან უფრო ღრმა და ღირებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ეს შეიძლება მოიცავდეს პერსონალიზირებული მომსახურების შეთავაზებას, კონსტრუქციული უკუკავშირის მიღებას და სხვა.
ახალი წლის პირველი კვირის მანძილზე რამდენიმე დღე დაუთმეთ იმ ცვლილებებზე ფიქრს, რასაც განახორციელებდით კომპანიასა და თქვენს გუნდში უკეთესი შედეგების მისაღწევად. თქვენი გუნდი აუცილებლად შეამჩნევს და დაგიფასებთ ამ ცვლილებებს, იქნება ეს მომსახურების სფეროს გაუმჯობესება, ოფისის კულტურის ცვლილება თუ მათთვის სწავლების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.
წყარო - The 5 New Year’s resolutions every CEO should make (fastcompany.com)