ამბობენ, ჰიბრიდული სამუშაო მომავალია. ბევრმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი, რომ მისი თანამშრომლები ჰიბრიდული მოდელის მიხედვით იმუშავებენ და ოფისში ყოველდღე მისვლა სულაც არ იქნება სავალდებულო. იმასაც ამბობენ, ამ მოდელზე უფრო და უფრო ბევრი ორგანიზაცია გადავა, რადგან დასაქმებულების უმეტესობისთვის კომფორტულია და მათ პროდუქტიულობაზეც პოზიტიურად აისახება. ჰიბრიდულ მოდელს კი ორგანიზება სჭირდება. შესაძლოა, კომპანიებმა თანამშრომლებს დაუტოვონ არჩევანი, რომელ დღეს მივიდნენ ოფისში და რომელ დღეს, რა საათებში იმუშავებენ სახლიდან. თუმცა, პოპულარული გამომცემლობა The Economist საინტერესო სქემას გვთავაზობს, როდის ვიმუშაოთ სახლიდან და კვირის რა დღეებშია ოფისში მისვლა რეკომენდებული მენეჯერებთან კომუნიკაციისა და მიკუთვნებულობის ემოციის გასაზრდელად.
აი რას გვთავაზობს The Economist, როგორ გავანაწილოთ სახლიდან და ოფისიდან მუშაობის დღეები კვირის განმავლობაში:
ორშბათი: რადგან ორშაბათია, სასურველია, ამ დღეს ოფისში მივიდეთ, დავესწროთ შეხვედრებს, მოვისმინოთ გეგმები და დავგეგმოთ პრიორიტეტული ამოცანები. ორშაბათს სახლიდან და მარტო მუშაობა არ არის სასურველი, რადგან ნებისმიერ ორგანიზაციაში ორშაბათი შეხვედრებისა და ინფორმაციის გაზიარების დღეა.
მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი „მძიმე“ დღეა და კარგი უქმეების შემდეგ მუშაობის განწყობა დაბალია, გვირჩევენ, ორშბათს აუცილებლად გამოვცხადდეთ ოფისში და გუნდთან ერთად დავიწყოთ სამუშაო კვირა.
სამშაბათი: ზოგი ადამიანი ფიქრობს რომ სამშაბთს უმჯობესია ოფისში მისვლა, რადგან ორშაბათი „მძიმეა“, სამშაბათს მუშაობის სურვილი მაღალია. სამშაბათი კვირას ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს- დასაწყისი და დასასრული, დასასრულამდე კი სამი სრული დღეა. სწორედ ამიტომ, სამშბათს სახლიდან ან ოფისიდან მუშაობის სურვილი ნამდვილად ნებაყოფლობითია, შეგვიძლია დავრჩეთ სახლში ან ვიმუშაოთ ოფისიდან. თუმცა, სამშაბთამა ორშაბათის ოფისში მისვლა არ უნდა ჩაანაცვლოს.
ოთხშაბათი: ამოჩნდა, ოთხშაბათი კარგი „წყალგამყოფია“: ორი დღე ოფისში, შემდეგ სახლში და კიდევ ორი დღე ოფისში. (იგულისხმება ხუთშაბათი და პარასკევი). ამბობენ, კომპანიების უმეტესობა სახლიდან მუშაობის დღედ სწორედ ოთხშაბათს შეარჩევს, მიუხედავად იმისა რომ, ორშაბათი და პარასკევი თანამშრომლებისთვის სახლიდან მუშაობისთვის ყველაზე სასურველი დღეებია.
ხუთშაბათი: სამშაბათის მსგავსად, ხუთშაბათი კვირას ისევ ორ, არათანაბარ ნაწილად ჰყოფს (სამუშაო კვირის დასასრულამდე ერთი დღე რჩება) და ამ დღეს სახლიდან მუშობა უფრო არასასურველია, ვიდრე სამშაბათს. თუ ხუთშაბათს სახლში დარჩენას ვამჯობინებთ, პარასკევს „სრული დატვირთვით“ მოგვიწევს მუშაობა და მთელი რიგი პროცესების ხელახლა „გავლა“, რომ კვირის სამუშო პროცესი შედეგიანად დასრულდეს. ასე რომ, ხუთშაბათს სახლიდან მუშაობის რისკი პარასკევი დღის მაქსიმალური დატვირთულობაა. პარასკევი კი მოგეხსენებათ „ბედნიერი დღეა“, უქმეები იწყება..
პარასკევი: ორშაბათის მსგავსად, პარასკევიც „განწყობის“ დღეა, თანამშორმლები კარგ ხასიათზე არიან, ხშირად იღიმიან, შეხვედრებიც შედარებით მსუბუქად მიდის, შესვენებისა თუ „ლანჩზე გასვლის“ ხანგრძლივობაც იზრდება.. თუმცა, პარასკევს სახლიდან მუშაობის მცდელობა არასასურველია, მენეჯერები აუცილებლად ხშირად დაგვირეკავენ, მოგვწერენ, მოგვიკითხავენ რომ დარწმუნდნენ, ვმუშაობთ და არ ვისვენებთ, რაკი პარასკევის სიმსუბუქე ყველგან იგრძნობა.
ასე რომ, თუ გვინდა რომ პარასკევს რამდენიმე საათი განტვირთვისთვის ან პირადი საქმეებისთვის მოვპაროთ და ამისთვის სახლიდან მუშაობა გადავწყვიტოთ, არ გამოგვივა. უმჯობესია, რომ პარასკევს მივიდეთ ოფისში და სხვა დღეს არ გადავიტვირთოთ მუშაობით თავი.
The Economist ის შემოთავაზებული გრაფიკი უბრალოდ თავშესაქცევი იდეაა, მაგრამ სასარგებლოც, კარგად ასახავს როგორია ჩვენი სამუშაო კვირის განწყობა და დინამიკა. და თუ მომავალში სახლიდან და ოფისიდან მუშაობის არჩევანი ჩვენი გასაკთებელი იქნება, ორშაბათს და პარასკევს ოფისში მისვლა აუცილებელია, სამშაბათი და ხუთშაბათი კი განწყობისა და სურვილის საკითხია.
რაც შეეხება სახლიდან მუშაობის საათებს, მოქნილობა აქაც საჭიროა და შესაძლებელიც. The Economist გვირჩევს რომ სახლიდან მუშაობისას პროცესს შევუდგეთ დილიდან, მაგალითად, 9 ან 10 საათიდან, როდესაც ჩვენს ორგანიზაციებში სამუშაო დღე იწყება. თუ დილიდან დაწყებულ სამუშაო დროს 5 ან 6 სთ ზე დავასრულებთ, დასვენების დროც გვექნება. თუმცა, არსებობს ერთი საინტერესო „რისკიც“, შესაძლოა მენეჯერმა სწორედ 6 სთ ზე გადაწყვიტოს ჩვენთან ვირტუალური შეხვედრა და დილიდან დაწყებული სამუშაო დღე გაგრძელდეს გვიან საღამომდე. თუ მენეჯერისაგან „საღმოს კომუნიკაციის “ მოთხოვნა გახშირდება, მაშინ შეგვიძლია სამუშაოს დაწყების საათის გადაწევა და გვიან საღამომდე მუშაობა რომ მენეჯერთან კომუნიკაციის საათებს მოვარგოთ ჩვენი სამუშაო დროც.
წესები იცვლება, გარემოც იცვლება და დროა, ახალი წესების ჭკვიანურად გამოყენება ვისწავლოთ. როგორც სტატიის ავტორი გვირჩევს, დღევანდელ ეპოქაში საჭიროა მაკიაველის „ეშმაკური“ გამჭრიახობა და ნაპოლეონის ბრწყინვალე ტაქტიკა.
წყარო: The Economist