ადამიანებს მათი ცხოვრების ბევრი დეტალი ავიწყდებათ, იქნება ეს საუბრები, ადამიანები, მოვლენები, წიგნები, იდეები. მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგონებებიც კი წლების განმავლობაში უფერულდება. ამ ინფორმაციის ნაწილის დავიწყება პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, რომელთა დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა, ბევრია იმგვარი პროფესიული თუ პირადი მოვლენა, რომლის დავიწყებაც არავის სურს.
FastCompany გვიზიარებს გონების სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ მახსოვრობის გაუმჯობესებაში:
1. მეხსიერების ხრიკი;
ნეირომეცნიერების მტკიცებით, ადამიანს შეუძლია ერთდროულად 3-4 ინფორმაციის შენახვა. შეგიძლიათ გონება „მოატყუოთ“ და დასამახსოვრებელი მოვლენები დაანაწევროთ. კარგი ხერხია დასამახსოვრებელი ინფორმაციის სიმღერად ან რითმებად ქცევა.
2. გამოყავით რისი დამახსოვრება გსურთ;
მულტიტასკინგის დროს ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს, დავალებების შესრულებისთვის სჭირდებათ ჩვეულებრივზე მეტი დრო და ნაკლებად ამახსოვრდებათ ამ დროს მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, მახსოვრობისთვის მნიშვნელოვანია განსაზღვროთ კონკრეტულად რომელი ინფორმაციის დამახსოვრება გსურთ. შეეცადეთ ყველაზე გადატვირთულ დღესაც კი იპოვოთ დრო შესვენებისთვის, პატარა პაუზისთვის, რომლის დროსაც მოახერხებთ გადატვირთვას და თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტზე ყურადღების გამახვილებას.
3. ხელით დაწერა;
კვლევები ადასტურებენ, რომ ლეპტოპში ინფორმაციის ჩაწერა ხელით დაწერაზე ნაკლებად ეფექტურია. ამ შედეგის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ხელით დაწერისთვის უფრო მეტი დროა საჭირო, რაც ანელებს მოვლენების განვითარების სწრაფ ტემპს.
ინფორმაციის ჩაწერის ბევრნაირი ხერხი არსებობს, შეგიძლიათ ყოველდღიური შეხვედრების მოკლე ჩანაწერები აწარმოოთ, დაწეროთ კონკრეტულ დღეს შესასრულებელი გეგმები, დაწეროთ დაკვირვებები დღის ბოლოს, რომელსაც კვირის დასაწყისში გადახედავთ და სხვა.
წყარო - https://www.fastcompany.com/91125864/how-can-i-improve-my-memory