2021 წელს, სტივ ჯობსის გარდაცვალდებიდან 10 წელი შესრულდება.ჯობსი დღემდე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერის სახელს ინარჩუნებს და მისი ლიდერობის შესახებ დღემდე პოპულარულია ფაქტები თუ მისი ყოფილი კოლეგების მოსაზრებები.
ჯობსის ერთ-ერთი თანამშრომლის, პიტერ ბიუსიმ თქმით, ჯობსი ნაპოლეონს ჰგავდა- ერთის მხრივ, ის გენიოსი და ნამდვილი ინოვატორი იყო; მეორეს მხრივ, ი ნაკლებად ზრუნავდა ადამიანებზე და ხშირად თანამშრომლებსდიქტატორივით ეპყრობოდა. თუმცა, ჯობსს ჰქონდა უნარი თანამშრომლებზე მოეხდინა უდიდესი გავლენა, შთაგონება და მოტივირება შეექმნათ გამორჩეული პროდუქტი.
ბიუსუმ Apple-ში მუშაობა 1995 წელს დაიყო. მაშინ ჯობსი ჯერ კიდევ კომპანია NeXT-ს მართავდა. Apple-ში მუშაობის საწყის პერიოდში, ბიუსუს გაუჩნდა აზრი, რომ Apple-ის პროდუქცია ელექტრონული კომერციით, პირდაპირ მომხმარებელზე გაეყიდა. მან ეს იდეა Apple-ის მაშინდელ მმართველებს წარუდგინა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან იმ დროისთვის ინტერნეტი ახალი პროდუქტი იყო, ადამიანებს კი რთულად წარმოედგინათ, საკუთარი ბარათის მონაცემები ინტერნეტისთვის მიენდოთ.
ამასობაში, Apple-მა კომპანია NeXT შეიძინა, სტივ ჯობსი კი კომპანიის CEO გახდა. ჯობსი მოიხიბლა ბიუსუს იდეით და მასთან ერთად ელექტრონული კომერციის პროექტის განხორციელებას შეუდგა.
ბუსისუმ inc.com-ს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ რა ისწავლა სტივ ჯობსთან მუშაობისას:
1) კონცენტრაცია
ბუისუ ამბობს, რომ სტივ ჯობსს კონცენტრაციის უნიკალური უნარი ჰქონდა. ბუისუმ, მასთან მუშაობისას, სწორ პრიორიტეტებზე კონცენტრაცია ისწავლა. ელექტრონული კომერციის პროექტზე მუშაობისას, ბუისუმ მომხმარებლის გამოცდილება მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია და სწორედ ამაზე გააკეთა კონცენტრაცია. ვინაიდან მომხმარებელს იმ პერიოდამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია, მათ ქცევაზე დაკვირვება მნიშვნელოვან ინფორმაციას და მონაცემების ბაზებს შექმნიდა.
2) სწორი ადამიანი
ორგანიზაციულ სტრუქტურაში ბუსისუსა და სტივ ჯობსს შორის რამდენიმე მენეჯერი იყო. ჯობსი ბიუროკრატიას ყოველთვის გვერდს უვლიდა და მიმართვავდა საქმის უშუალო შემსრულებელს. სწორედ ამიტომ, ჯობსი სხვა მენეჯერების გვერდის ავლით, ელექტრონული კომერციის პროექტზე პირდაპირ ბუისუს ემუშავებოდა.
ჯობსის ამ თვისებას 2007 წელს მომხდარი ფაქტიც გვახსენებს, როდესაც სტივმა გადაწყვიტა, რომ iPhone-ს შუშის ეკრანი ჰქონოდა და მენეჯერებთან შეთანხმების გარეშე, პირდაპირ Gorilla Glass-ის CEO-თან მივიდა მოლაპარაკებებზე.
3) დახვეწა, დახვეწა და კვლავ დახვეწა
ბუისუსთან საუბრისას ადამიანმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ის სტივ ჯობსივით საუბრობს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თემა ქმედებების განმეორებასა და დახვეწას ეხება. ის თვლის, რომ ადამიანი მუშაობისას სწორედ ამ ორ რამეზე უნდა კონცენტრირდეს.
ბუისუს აზრით, სიმარტივე რთული მისაღწევია - იდეის ყველაზე მარტივ და ყველაზე მკაფიო ფორმამდე, „საბოლოო სიმართლემდე“, დაყვანისათვის ქმედებების განმეორებაა აუცილებელი.
4) „აღფრთოვანების წარმოება“
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრინციპს სწორედ ეს ხედვაუდგას სათავეში - აწარმოო არა მარტო პროდუქტი, არამედ აღფრთოვანება. ეს მიდგომა ნებისმიერ ბიზნესს შეიძლება მოერგოს.
რა აქვთ საერთო Caterpillar, Farmers, Ford Motor Company, Krisot Kreme ან Pixar Animation Studios? მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე კომპანია განსხვავებულ პროდუქტს აწარმოებს. ისინი ერთსა და იმავე ბიზნესში იმყოფებიან და ამ ბიზნეს „აღფრთოვანების წარმოება“ ეწოდება.
ბუისუს თქმით, ჯობსთან ერთად მუშაობისას, აღფრთოვანების შექმნა პროდუქტის ხუთივე გრძნობის ორგანოთი შეგრძნებით იყო შესაძლებელი: აკვირდებოდნენ, როგორი ხმა როგორი შეხება და როგორი სუნი ჰქონდა პროდუქტს.
ელექტრონული კომერციის პროექტი წარმატებული აღმონდა და როგორც ბიუსუ ამბობს, ეს შედეგი სწორედ ჯობსთან ერთად მუშაობამ შექმნა. 1998 წელს ის Apple-დან წამოვიდა. 2011 წელს, როდესაც ჯობსი გარდაიცვალა, ბუისუ პალო ატოში, კალიფორნიაში წავიდა. ბუისუ იხსენებს, რომ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, ხალხს მის სახლთან ასობით ნახატი, ვაშლი და ჯობსისთვის მიძღვნილი ლექსიც მიჰქონდა.