ალინ ლერნერს Interviewing.io-ს დაარსების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა აღმოაჩინა, რომ პროგრამული ინჟინერის პოზიციებზე ორგანიზაციები უპირატესობას ანიჭებდნენ კომპანიის ცნობილ ბრენდებს. Interviewing.io სამსახურის მოძიებაში ეხმარება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან ცნობილი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები
ალინ ლერნერი MIT -ის კურსდამთავრებულია, ნეირო და კოგნიტური მეცნიერებების კურსდამთავრებული. თუმცა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა შეფ მზარეული გამხდარიყო და სწორედ ამ პროცესში აღმოაჩინა დაქირავების განსხვავებული მეთოდი: „ სამზარეულოში კადრის აყვანის მერიტოკრატიული მიდგომა აქვთ. იმისთვის, რომ შეფის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, შენ მოდიხარ შენი დანების ნაკრებით; გაძლევენ დავალებას, უყურებენ და აფასებენ შენს ტექნიკას და რამდენიმე საქმის ერთად კეთების უნარს. თუკი სამუშაოს კარგად შეასრულებ, სამსახური შენია.“
ლერნერმა გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო პროგრამული ინჟინერიის სფეროში და რამენიმე კომპანიასთან შერჩევის პროცესებიც გაიარა. სწორედ ამ პროცესში ლერნერმა აღმოაჩინა რომ თანამშრომლის დაქირავებისას კომპანიები ყურადღებას აქცევდნენ არა კანდიდატის უნარს და ცოდნას, არამედ ცნობილი კომპანიების ან უნივერსიტეტის ჩამონათვალს რეზიუმეში. ამ აღმოჩენამ მას უსამართლობის განცდა შეუქმნა. ამ განცდის პარალელურად ლერნერს საკუთარი კომპანიის შექმნის იდეაც გაუჩნდა და დეველოპერად მუშაობის 4 წლის შემდეგ, მან საკუთარი რეკრუტინგული კომპანია დააარსა.
„ჩვენი მიზანია დაქირავების პროცესი გახდეს უფრო სამართლიანი და აქცენტი გაკეთდეს კანდიდატის შესაძლებლობებზე და არა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ის ფურცელზე.“-ამბობს ლერნერი. Interviewing.io -ს დახმარებით კანდიდატებს წამყვან კომპანიებთან (მაგ: Google, Facebook, Microsoft) ანონიმური ინტერვიუები აქვთ, სადაც კომპანიები ვიდრე კანდიდატის რეზიუმეს გაეცნობიან, მის უნარებს და ცოდნას აანალიზებენ.
Interviewing.io საინტერესოდ მუშაობს- პირველი ეტაპიინჟინრებისა და პროგრამისტებისთვის ცოტა „უჩვუელო“ (აკადემიური ) ინტერვიუა. თუ კანდიდატი ამ ინტერვიუს წარმატებით გაივლის, მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს. ეს ყველაფერი კი ვირტუალურად ხდება.
Interviewing.io-ს წარმტებული კანდიდატების 40% არ აქვს პროგრამული ინჟინერიის განათლება. ამასთან, ბევრი მათგანი დღეს იმ კომპანიაში მუშაობს სადაც დაიწუნეს და რომ არა interviewing.io კომპანიები მნიშვნელოვან ტალანტებს დაკარგავდნენ.
ლერნერი ამაყობს საკუთარი საქმით, თუმცა უკმაყოფილოა ტექნოლოგიების სფეროში გენდერული დისბალანსით და ქალებისადმი უნდობლობით, რომელსაც ის შეხვდა MIT-ში სწავლისასაც კი. Interviewing.io კი პატარა გუნდია, სადაც 10 თანამშრომლის 100 კონტრაქტორს ემსახურება. ლერნერი საკუთარი პროდუქტის მომხმარებელია, შერჩევის პროცესში არ აინტერესებს კანდიდატის რეზიუმე, რადგან: „ რეზიუმეს არ ვუყურებ. არ ვიცი სად სწავლობდნენ ჩემი თანამშრომლები, თუკი დიალოგში არ ახსენეს. ჩვენ ყურადღებას მათ უნარებსა და პრაქტიკულ შესაძლებლობებზე ვამახვილებთ.“