8 საათიანი სამუშაო დღე დასაბამს მე-19 საუკუნის სოციალიზმიდან იღებს, როცა სამუშაო საათების ზედა ზღვარი ჯერ არ იყო განსაზღვრული და ინდუსტრიული რევოლუციის მუშახელის ნაწილიც არასრულწლოვანი იყო. შეერთებული შტატების პროფკავშირების ბრძოლის შედეგად, კანონი „სამართლიანი შრომის სტანდარტის შესახებ“ 1938 წელს მიიღეს და კანონში სამუშაო კვირის ზედა ზღვარი 40 საათით განისაზღვრა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ინტერნეტმა შეცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის წესი, მათ შორის, სამუშაოს ხასიათიც. ალგორითმული ამოცანები გადაიქცა ევრისტიკულად, რაც მოითხოვს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარსა და შემოქმედებითობას.
„რაც უფრო კომპლექსური და შემოქმედებითია სამსახური, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს სამუშაო საათებს. თუმცა, დღეს 8 საათიანი სამუშაო დღე სტანდარტია. სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა, მათ შორის ლიდერები, წარსულის ისეთ გამოცდილებას ებღაუჭებიან რამაც აწმყოში უკვე დაკარგა მნიშვნელობა“- ასე ფიქრობს ადამ გრანტი, ორნაგიზაციული ფსიქოლოგი და New York Times-ის ბესტსელერის, Originals: How Non-Conformists Move the World-ის, ავტორი.
ევრისტიკული, (იგივე, ძიება, მიგნება) სამუშაო მოითხოვს საქმეზე სრულ კონცენტრირებას, რასაც „დინებას“ (დინება, flow - ანუ ინტერესით საქმის კეთება, 1975 წელს უგნრელმა ფსიქოლოგმა მიხალი ჩიკსენმიხალიმ დაამკვიდრა) ეძახიან. ამ დროს, ადამიანი სრულიად ჩაფლულია საქმეში, მთელი ინტერესით აკეთებს საქმეს და „დინების“ შედეგები გამორჩეულია. მაგალითად, საკონსულტაციო კომპანია მაკენზის 10 წლიანი კვლების თანახმად, მენეჯერები „დინების“ მდგომარეობაში“ 500%-ით უფრო პროდუქტიულები არიან.
თანამედროვე ორგანიზაცია კლავს პროდუქტიულობას. არც თუ ისე სასიამოვნო მოლოდინები მენეჯერების მხრიდან, როგორიცაა მუდმივად „ხაზზე ყოფნა“ და ხელმისაწვდომობა, მეილზე დროული პასუხი და შეხვედრებზე დასწრება კლავს პროდუქტიულობას. Adobe-ს კვლევის თანახმად, თანამშრომლები დღეში 6 საათს ატარებენ ელ-ფოსტის შემოწმებაში. სხვა კვლევის თანახმად კი, დასაქმებულები დღეში 74-ჯერ ამოწმებენ ელ-ფოსტას და 2617-ჯერ ეხებიან ტელეფონს. მუდმივად ხაზზე ყოფნის მზაობა მთლიანობაში, შემაწუხებელია.
დღესდღეობით, ტიპური სამუშაო დღე ასე გამოიყურება:
· ერთსაათიანი უსარგებლო შეხვედრები ისეთ თემებზე, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს.
· დაუგეგმავი შემაწუხებლები: ღია სამუშაო სივრცეში სხვებთან კომუნიკაცია, ტელეფონის ზარი, მათ შორის, სხვისი ტელეფონის; მესენჯერის „წკარუნი“ და ა.შ.
· კონსენსუსის ძიება და უმნიშნველო პრობლემების მოგვარება
· დაუსრულებელი სწრაფვა არცერთი წერილი დარჩეს წაუკითხავი და სწრაფვა „პროფესიონალის“ სტატუსისკენ, როდესაც ადამიანები საკუთარ ამოცანების ნაცვლად, სხვა ადამიანების ამოცანებს უფრო მეტ დროს უთმობენ
· მუდმივი სიარული პირისპირ შეხვედრებისთვის, თუმცა იგივე შედეგის მიღება შესაძლებლია ზარითაც.
· საკითხიდან- საკითხზე მუდმივი გადართვა და ამით გამოწვეული გადაღლილობა.
· ერთ კონკრეტულ დეტალზე დიდი დროის დაკარგვა, როდესაც თემა უკვე ამოწურულია ან შედეგი დადგა
· ელემენტარული და ადმინისტრაციული დავალებები.
სამუშაო საათების შემცირების უპირატესობაზე ხშირად საუბრობენ ადამ გრანტი, კალ ნიპორტი და ჯეისონ ფრიდი:
ü გრანტის აზრით, ხალხი უამრავ დროს კარგავს სამსახურში და ზოგ პოზიციაზე 6 საათიანი კონცენტრირებული მუშაობა უფრო პროდუქტიულია, ვიდრე 8 საათიანი სამუშაო დღე.
ü „სამ ან ოთხ საათიანი უწყვეტი სამუშაო დღეები სწორედ ისაა, რაც ჩვენს ცხოვრებაში და პროდუქტიულობაში მოახდენს გარდატეხას“- ასე ფიქრობს კალ ნიუპორტი, ბესტსელერის Deep Work: Rules for Focused Success in a Distracted World-ის ავტორი.
ü ჯეისონ ფრიდი, Basecamp-ის დამაარსებელი, ეთანხმება ნიუპორტსა და გრანტს და მისი აზრით, თუ ადამიანს ძლიერი 4 საათიანი სამუშაო „დინება“ არ აქვს, მომდევნო საათებს მნიშვნელობა აღარ აქვს, ხოლო ოფისში გვიანობამდე დარჩენა სამუშაოს კარგად შესრულებას არ ნიშნავს.
მოკლე, მაგრამ უფრო პროდუქტიული სამუშაო დღე
მელბურნში, Collective Campus-ში (საკონსულტაციო და ინოვაციების დამაჩქარებელი ჰაბი) ჩაატარეს 2 კვირიანი ექსპერიმენტი. თანამშრომლებს მხოლოდ 6 საათიანი სამუშაო დღე ჰქონდათ. დროის სიმცირის გამო, მათ მოუწიათ პრიორიტეტების წარმატებით გასაზღვრა, ხელისშემშლელი ფაქტორების განეიტრალება და სამუშაო დღის პირველ ნახევარში სრული დატვირთვით მუშაობა. 2 კვირის შემდეგ, შენარჩუნდა და გაიზარდა შესრულებული სამუშაოს რაოდენობა და ხარისხი. ამასთან, გაუმჯობესდა დასაქმებულების მენტალური მდგომარეობა, რადგან უფრო მეტო დრო დარჩათ დასვენებისთვის და ახლობლებისთვის.
მიუხედავად ამისა, ზოგი კომპანიისთვის 6 საათიანი სამუშო დღე მხოლოდ თეორიაა, რადგან მათი სამუშაოს ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, 6 საათი საკმარისი არ არის შედეგების მისაღწევად. მაგრამ, არ უნდა ავღნიშნოთ, რომ მუშაობის ხანგრძლივობასა და პროდუქტილობაზეც პარეტოს პრინციპი მოქმედებს: საქმის 20% ქმნის შედეგის 80% და ამ შემთხვევაში, მკაცრად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები.
HBR რჩევები პროდუქტიულობის ტექნიკა შედეგზე ორიენტაციისთვის:
პრიორიტეტები: გამოიყენეთ პარეტოს პრინციპი, გუნდის სიძლიერის და კომპანიის საერთო მიზანზე დაყრდნობით განსაზღვრეთ და შეასრულეთ მნიშვნელოვანი საქმეები.
შეკვეცა: შეკვეცეთ ან გააუქმეთ საქმე, რასაც შედეგი არ აქვს. დასაწყისისთვის, შეამცირეთ შეხვედრების დრო, გაუთიშეთ ხმა შეტყობინებებს და თავი შეიკავეთ ელ-ფოსტის ხშირად შემოწმებისგან.
ავტომატიზება: თუკი საქმის ავტომატიზებაა შესაძლებელი, დაზოგეთ დრო.
აუთსორსი: თუკი ავტომატიზება ვერ მოხერხდება, მაშინ დაიქირავეთ სერვისის მომწოდებელი მესამე პირი საქმის შესასრულებლად.
შემოწმება: შეიძლება, არასწორ საკითხებზე დრო და რესურსი უქმად დაიკარგოს. ამიტომ, მენეჯერებმა უნდა შეძლონ და შეამცირონ დროის არასწორი ინვესტირება ამოცანაზე ან საკითხზე სწორი გამოკითხვის, დაზუსტებისა და ცდის საშაუალებით
დაწყება, სტარტი: გააკეთეთ ყველაფრი, რაც გონებას გაგიხსნით: დაჯავშნეთ დრო კალენდარში საქმისთვის, დაიწყეთ რთული დავალებით, გამოიყენეთ დროის განაწილების Pomodoro მეთოდი: ერთ საკითხზე დახარჯეთ ხმოლოდ 25 წუთი. საკითხებს შორის კი- შეისვენეთ.
ორგანიზაციებმა რეალური მოლოდინი უნდა დასახონ
დროის სწორად გამოსაყენებლად, მნიშვნელოვანია, თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ორგანიზაციაში მისაღებია თუკი უსწრაფესად არ უპასუხებენ წერილებს. მნიშვნელოვანია არსებობდეს შეთანხმებული წესი, რომ გუნდის წევრები ნაკლებად შეაწუხებენ ერთმანეთს. თუ თანამშრომლეს უკეთია ყურსასმენი, ეს უკვე ნიშანია, რომ მას არ სცალია. ამ პატარა დეტალებით შემცირდება დასაქმებულების სტრესის დონე, რასაც საქმის კეთების პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორები ქმნიან.
ზოგი რამისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა
ორგანიზაციები საკმაოდ ბევრს ხარჯავენ ციფრულ ტექნოლოგიებში, თუმცა უფრო იაფად და უფრო ეფექტურად შეუძლიათ შეცვალონ მუშაობის მეთოდოლოგია, შეცვალონ სამუშაო საათების ხანგრძლივობა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თანამშრომლებმა უნდა იშრომონ ეფექტურად და ასევე, შეძლონ სამსახურის გარეთ ცხოვრება. მოკლე სამუშაო დღის უპირატესობები კი შემდეგია: გაზრდილი პროდუქტიულობა და მაღალი ხარისხის შედეგი, მოტივირებული და ნაკლებად გადაღლილი თანამშრომლები, ტალანტების შენარჩუნების მაღალი მაჩვენებელი და რაც მთავარია, სამსახურის შემდეგ, ადამიანები ისევ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელება.
წყარო: HBR