„სოციალური დისტანცირება“ ყველა საქმიანობას თუ სფეროს შეეხო. დღეს ყველა ადამიანის სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობაა შინ დარჩენა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან დისტანცირება და საქმიანი თუ არასაქმიანი შეხვედრების ონლაინ სივრცეში გადატანა
სოციალური დისტანცირების პერიოდი სამსახურის ძიებისთვისაც არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდია. ოფისები ცარიელია, მხოლოდ აუცილებელი შეხვედრები და ისიც მხოლოდ ტექნოლოგიების დახმარებით.
დასაქმების ბაზარიც ნელნელა პასიურდება- რამდენიმე კვირის წინ აქტიური ვაკანსიების არსებობა, თითქოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა- საჭირო იქნება თუ არა ორგანიზაციებში დამატებითი ადამიანური რესურსი უახლოეს პერიოდში, ბუნდოვანია. ამას გარდა, კომპანიები ცდილობენ დიაცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ გუნდის წევრების ჯანმრთელობას და შერჩვის პროცესების გადავადების გადაწყვეტილებები გახშირდა.
ასე რომ, უახლოესი 2 ან 3 თვის განმავლობაში, კომპანიები შერჩევის პროცესს კრიტიკულად შეცვლიან და სამსახურის მოძიების პროცესიც ბევრ გამოწვევას შეეჩეხება. ბევრი კომპანიის აღმასრულებელი და HR მენეჯერი გადახედავს გეგმას, რადგან თუკი მოსალოდნელია რეცესია, რომელსაც თან სდევს თანამშრომლების შემცირება, რა საჭიროა დამტებითი თანამშრომლების შერჩევა
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, იქ სადაც უკვე დაგეგმილია შერჩევის ინტერვიუ, პროცესის ლოჯისტიკა შეიცვალა - „სახლიდან ინტერვიუს“ რაოდენობა იზრდება და ასეთი პროცესით გასაუბრების წარმართვა, მარტივი პროცესი არ არის. ამბობენ, რომ ფიზიკური კონტაქტი მომავალ მენეჯერთან ან კოლეგასთან, ბევრ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ რას ვიზამთ- ეს ინფორმაცია უნდა ვეცადოთ ონლაინ ინტერვიუს ფორმატით (და თანაც, სახლიდან) მივიღოთ.
თუმცა, სახლიდან და ვიდეო ინტერვიუს ერთი კარგი შესაძლებლობა აქვს- შესაძლებელია ცოტა ხნით კომუნიკაციის შეჩერება, hold on რეჟიმზე გადასვლა, რაც უფრო ნაკლებად არაეთიკურად ჩანს ვირტუალურ სივრცეში.
ვიდეო გასაუბრებისთვის მომზადების წესებიც უცბად გაჩნდა. რაც მნიშვნელოვანია ესაა სანდო კავშირი ქსელთან, ტექნიკური ხარვეზის თავიდან ასაცილებლად. ამას გარდა, კომპანიის მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიის მოსინჯვა, მაგალითად- გვაქვს თუ არა Zoom ჩვენს პერსონალურ კომპიუტერში და ვიცით თუ არა მისი გამოყენება საკონფერენციო ზარისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახლიდან გასაუბრებისას ჩაცმულობა გასათვალისწინებელია და ე.წ casual სტილი მიაღებია. ერთერთი საინტერესო რჩევა კი ვიდეოინტერვიუს დროს თვალებით კონტაქტია- ვირტუალურ სივრცეშიც კვლავ სასურველია, მაგრამ მოსაუბრესგან თვალის მოშორება და კომპიუტერის გარშემო მიმოხედვა, მიღებულია ასეთ ფორმატში.
გაჩნდა რჩევები იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ელოდა ინტერვიუზე მიწვევას და სასურველ ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი გადაიდო. სამსახურის მაძიებლებს შეუძლიათ, ეს დრო გამოიყენონ შემდეგი საქმიანობისთვის: ა) საკუთარ პროფესიულ ნეტვორკში ინფორმაციის მოძიება, გეგმავენ თუ არა მათი კომპანიები მომავალში თანამშრომლის დამატებას და რა პოზიციებზე; ბ) მიაწოდოს ინფორამცია საკუთარ სანაცნოო წრეს, რომ სამსახურის მაძიეელია; გ) მოიძიოს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მისთვის საინტერესო და სასურველ კომპანიეზე დ) მოიძიოს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია რას ნიშნავს სამსახურის ძიბეა და როგორ უნდა წარმართოს გასაუბრება ე) სისტემატიურად გაეცნოს სფეროში მიმდინარე სიახლეებს და მომავალ დამსაქმებელთან კიდევ უფრო განახლებული ინფორმაციით წარსდგეს.
ამას გარდა, დასაქმბეის პასიური პერიოდის გამოყენება შესაძლებელია Linkedin პროფილის მოსაწერსრიგებლად და CV ს გასაახლებლად, როგორც ცნობილია, CV ს განახლებისთვის ხშირად პროფესიონალებს ცოტა დრო რჩებათ.
რეკომენდაციაა, სამსახურის მაძიებელმა სასურველი კომპანიების რეკრუტერებსLinkedin ზე გაუგზავნოს მოწვევა პროფესიულ ქსელში დაკვშირებაზე და გაცნობითი მესიჯით შეატყობინოს საკუთარი, სამსახურის ძიების გეგმების შესახებ. რა თქმა უნდა რეკრუტერებთან linkedin ით კომუნიკაცია სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში (შესაძლებელია, საპასუხო მესიჯმა დაიგვიანოს კიდეც..), მაგრამ მინიმუმ დაკავშირება უკვე კარგი შედეგია.
მოკლედ, რჩევაა რომ მოვემზადოთ ცუდისთვის, მაგრამ ველოდოთ მხოლოდ პოზიტიურს და სასიხარულო ამბებს!
წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ სახლიდან!