2018 წელს Blinkist-ში მუშაობის დაწყების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. სტარტაპი გაესაუბრა 1600 კანდიდატს, საიდანაც მხოლოდ 73 შეარჩია. Blinkist-ში აპლიკანტთა 4.7% იწყებს მუშაობას, Harvard-ში სწავლას კი აპლიკანტთა 5,2%.
ყველასთვის ცნობილია, რომ Harvard-ში სწავლის დაწყება ძალიან რთულია. მსოფლიოს უჭკვიანესი, ბევრი წარმატებული და ინოვატორული იდეის მატარებლი ადამიანები სწორედ Harvard-ში იღებენ განათლებას. ამ უნივერსიტეტიში სწავლა მის კურსდამთავრებულებს მომავალში უამრავ ახალ შესაძლებლობას უხსნის. იგივე შეგვიძლია Blinkist-ზეც ვთქვათ, სწრაფად მზარდ სტარტაპზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა ადამიანებმა დააარსეს.
Blinkist-ის აპლიკაცია აერთიანებს მსოფლიოს არამხატვრული წიგნების მთავარ სათქმელს 15 წუთიანი საკითხავებისა და აუდიო ჩანაწერების სახით. სტარტაპმა, 35 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, ძალიან ცოტა დროში, 11 მილიონი მომხმარებელი გაიჩნა და ამასთან, გერმანიაში საუკეთესო დამსაქმებლადაც იქცა.
გთავაზობთ იმ მიზეზებს, რის გამოც Blinkist მსოფლიოს ჭკვიანი ადამიანიების არჩევანი ხდება:
1. Blinkist მსოფიოს ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაციაა
Blinkist Apple-ის, Google-ისა და გაეროს რამდენიმე ჯილდოს მფლობელია. სტარტაპმა ეს აღიარება მსოფლიო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის დაიმსახურა. ეს აპლიკაცია ცდილობს გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც ბევრ ჩვენგანს აწუხებს - დროის უქონლობის გამო, შევძლოთ წიგნების კითხვა. ახლა, Blinkist-ის საშუალებით შეგვიძლია 15 წუთში წავიკითხოთ სასურველი წიგნი სადილის მომზადების ან მოგზაურობის დროს.
ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ამაყები არიან, რადგან იციან, რომ წვლილი შეაქვთ ამ დიდი პრობლემის გადაჭრაში.
2. საუკეთესო დამსაქმებელი გერმანიაში
Blinkist-ში მუშაობის სურვილს მსოფლიოს საუკეთესო დეველოპერები, მარკეტერები, “ქოფირაითერები” და მონაცემთა ანალიტიკოსები გამოთქვამენ. დღეს სტარტაპში დასაქმებულია დაახლოებით 150 ადამიანი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. ისინი ტოვებენ მშობლიურ ქვეყნებს, იმისათვის, რომ საოცნებო სამსახურში, Blinkist-ში იმუშაონ.
ცნობილია, რომ ზოგმა თანამშრომელმა Blinkist-ში მუშაობის გამო დატოვა Sillicon Valley- სა და დანარჩენი მსოფლიოს ინოვაციური სტარტაპები (GooGle-ის, Soundcloud-ისა და Twitter-ის ჩათვლით). ამ ადამიანების დამსახურებით დღეს Blinkist-ის ოფისი ექსტრაორდინალური ადამიანების, მუდმივად ცვალებადი იდეებისა და ახალი მიდგომების აღმოჩენის სივრცედ იქცა.
3. სტარტაპი, რომელსაც ევროპაში ყველაზე მეტად უჭერენ მხარს
აპლიკაციამ სწრაფად მიიქცია ყურადღება ინვესტორების ყურადღება- ძალიან სწრაფად მოიპოვა 35 მლნ დოლარის დაფინანსებაც და ვენჩურული ინვესტორების გიგანტებსაც კი გაუჩნდათ სურვილი, გახდნენ “კითხვის რევოლუციის” მთანამონაწილეები.
4. შეუერთდი გლობალურ რევოლუციას, რომ გახადო მსოფლიო უფრო ჭკვიანი
ის ფაქტი, რომ აპლიკაციას სულ რაღაც 3 წელიწადში 10 მილიონი მომხმარებელი გაუჩნდა, Blinkist-ს ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპის ტიტულს ანიჭებს. ისეთი გამოცემების აღიარება, როგორიცაა New York Times, Forbes, Huffington Post და The Guardian, აპლიკაციის გარშემო კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს.
ის რომ Blinkist ჯერ მხოლოდ სტარტაპია, მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. დღეს აპლიკაცია დაახლოებით 3000 საკითხავს/მოსასმენს იტევს, რომელსაც ყოველთვიურად 40 ემატება.
თუ ხარ ცნობისმოყვარე, ან გესაჭიროება შთაგონება მსგავსი შედეგების სტარტაპის აღმოაჩენ, თუ რამდენი რამის სწავლა შეგიძლია მისი დახმარებით.