კომპანიის კულტურა წარმატებული ბიზნესის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. გუნდურობის შეგრძნების გარეშე, ადამიანები ნაკლებად პროდუქტიულები და დემოტივირებულები ხდებიან.
კარანტინისა და დისტანციურად მუშაობის პირობებში, გუნდურობის შეგრძნების შენარჩუნება რთული ამოცანა გახდა. ის პატარ-პატარა რიტუალები, რომლებიც ოფისში ყოფნისას თანამშრომლებს აერთიანებდა, გაქრა, აღარც ერთმანეთის მაგიდასთან მისვლა, აღარც საუბარი ყავის აპარატთან, აღარც საერთო ლანჩი, ეს ყველაფერი ოფისებიდან გაქრა. თვეებია, რაც თანამშრომლები ერთმანეთისგან შორს არიან, ამიტომ მენეჯერებს გუნდურობის შ[MT1] ენარჩუნებისათვის ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ.
პანდემიის მძვინვარების მიუხედავად, ადამიანები ნელ-ნელა სამუშაო სივრცეებში ბრუნდებიან. თუმცა,ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, თითოეული ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, გუნდურობის ძველი აღქმაც გაქრა, გუნდის ახალმა წევრებმა კი ისე დაიწყეს მუშაობა, რომ საკუთარ კოლეგებს ფიზიკურად არც შეხვედრიან
დისტანციაზე ყოფნამ გუნდური შეკრებებისა და „თიმბილდინგების“ საჭიროება კიდევ უფრო გაამტკიცა, თუმცა, ფიზიკური კონტაქტი და „ გუნდური ჩახუტების“ დრო ნამდვილად არ არის, დისტანციის დაცვა ყველა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია .
ვინაიდან კოვიდრეალობაში „თიმბილდინგის“ გაციფრულების აუცილებლობაა, ონლაინ გამოცდილებაც ნელნელა შეიქმნა. გაგიზირებთ რამდენიმე, საინტერესო და რეკომენდირებულ იდეას, როგორ შეგვიძლია ვმართოთ გუნდის შეკვრის ღონისძიებები სახლიდან მუშაობის პირობებში
კრეატიული გაცნობა
Zoom-ში ყველა ადამიანის სახელი ეკრანზე ეწერება. თუმცა, ფიზიკური კონტაქტისას და გაცნობისას, ახალგაცნობილი ადამიანების სახელების დამახსოვრება სირთულეს წარმოადგენს. როდესაც ახალ თანამშრომლებს ონლაინ მოუწევთ მათი კოლეგების გაცნობა, შესაძლებელია ამ პროცესის გახალისებაც და „გაკრეატიულებაც“ მაგალითად ასე:“
გუნდის წევრებს დაურიგეთ კალმები და ფურცლები, აირჩიეთ თემა, მაგ: ცხოველები, კინოს პერსონაჟები ან პოპულარული ადამიანები. გუნდის ყველა წევრს სთხოვეთ ფურცელზე დაწერონ იმ ცხოველისა თუ პერსონაჟის სახელი, რომელთანაც ყველაზე მეტად აიგივებენ საკუთარ თავს. შემდეგ კი სთხოვეთ, შემოატრიალონ ფურცლები და ახსნან თუ რატომ ხედავენ საკუთარ თავს შერჩეულ პერსონაჟში. ამ თამაშის დროს, თუ გუნდის წევრები ერთმანეთს უკვე იცნობენ, შესაძლებელია, რომ „თამაში“ კიდევ გახალისდეს და კოლეგებმა ერთმანეთის პერსონაჟებიც ამოიცნონ.
ორი სიმართლე, ერთი ტყუილი
ეს კარგად ცნობილი „თიმბილდინგ“ თამაშია, სადაც ერთი მოთამაშე გუნდის სხვა წევრებს საკუთარი თავის შესახებ ორ სიმართლესა და ერთ ტყუილს ეუბნება, გუნდის დანარჩენი წევრების მოვალეობაა გამოიცნონ, თუ რა არის ტყუილი და რა სიმართლე
კარანტინის პირობებს ეს თამაში იდეალურად ერგება - თანამშრომელი გუნდის წევრებს ეუბნება ორ სიმართლესა და ერთ ტყუილს იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა კარანტინში. მაგ: „შეხვედრებს საღამურით ვესწრებოდი“, „ჩემი ოჯახის წევრს არასდროს შეუშლია ხელი ვიდეოზარის დროს“, „საუზმეს მივირთმევდი დილის შეხვედრის პარალელურად“. ამ თამაშით, წევრები გახალისდებიან და უკეთესად გაიგებენ, თუ როგორ მუშაობენ კოლგები სახლიდან, პანდემიის დროს.
დისტანციური თამაშები
ოფისში დაბრუნებას, პანდემიის მიერ შექმნილი ფიზიკურ დისტანციის წესებიც მოჰყვა. ამ წესების გაცნობა კი შესაძლებელია რომ უფრო მხიარულად გავაცნოთ კოლგებეს, მაგალითად: სთხოვეთ კოლეგებს, რომ დადგნენ დიდ ოთახში, ერთმანეთთან 2 მეტრიანი დისტანციით, შემდეგ კი ამ დისტანციის დაცვით, სხვადასხვა ტიპის მოძრაობა სთხოვეთ. შესაძლებელია თამაშს მუსიკა შეუხამოთ ფონად და გუნდის წევრებს სთხოვოთ მუსიკის შეწყვეტისას გაშეშდნენ. თამაშში გამარჯვებულია ის, ვინც არ გაინძრევა. ამ პროცესს შეგიძლიათ სკამებიც მიახმაროთ და დისტანციური „სკამობანაც“ ითამაშოთ.
თამაშები ღია ცის ქვეშ
ოქტომბერმა კარგი ამინდებით გაგვანებივრა, ამიტომ ღია ცის ქვეშ სხვადასხვა თამაშების ორგანიზება ნამდვილად კარგი აზრია - შესაძლოა, ეს იყოს ბადმინტონი, ფრისბი ან სულაც უბრალოდ დისტანციური პიკნიკი. თუ მსგავს აქტივობას ბევრი ადამიანი ესწრება, კარგი იქნება რომ ორგანიზატორმა მენეჯერებმა სპორტულ აღჭურვილობა სპირტით ხშირად დაამუშავონ- სიფრთხილეს თავი არ სტკივა..
მსგავსი აქტოვობებისას მთავარია გუნდის წევრებთან ერთად ყოფნა, ერთმანეთის უკეთ გაცნობა, კარგი განწყობა და კომუნიკაცია. შესაძლებელია „ციფრულმა შეხვედრამ“ ვერ ჩაანაცვლოს ფიზიკური კონტაქტით მიღებული ემოცია, მაგრამ ახალ რეალობას ახალი წესები სჭირდება. ასე რომ, შეგიძლიათ ვცადოთ ციფრული გუნდურობა და ცოტა გავახალისოთ სახლიდან მუშაობის აუტანელი სიმსუბუქეც