მე -19 საუკუნეში, ტექნოლოგიებმა სამუშო პროცესი სახლებიდან ქარხანა-ფაბრიკებში შეიტანა, 21-ე საუკუნეში კი ოფისებიდან ისევ სახლებში გადავინაცვლეთ და ცხადია, ისევ ტექნოლოგიების იმედად და დახმარებით. სახლიდან და სახლში მოძრაობის დინამიკას, ჯერჯერობით, ორი მიზეზი აქვს: 1. მე-19 სკ ში პროგრესი, 2. 21- სკში პანდემიით შექმნილი ახალი რეალობა.
ამბობენ, რომ ბევრი კომპანიის ლიდერი იზიარებს საკონსულტაციო კომპანიების აღმოჩენებს რომ საუკეთესო შედეგების შექმნა სახლიდანაც შეიძლება და აღარ არის საჭირო ოფისში ფუსფუსი. გასული და მიმდინარე წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახლიდან მუშაობის პროდუქტიულობა არ ჩამოუვარდება ოფისში მუშაობის სტანდარტს. ამას გარდა, სახლიდან მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება ბევრისთვის კომფორტული აღმოჩნდა. Microsoft -მა პარტნიორი კომპანიებისთვის ჩაატარა კვლევადა აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების 73% მოსწონოს სახლიდან მუშაობა და ინდივიდზე მორგებული სამუშაო გრაფიკი.
ეს მოცემულობა შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც გარდამავალი, ან გამორკვევის ეტაპი, რომლის შემდეგ კორპორაციები და დასაქმებულებიც არჩევანს გააკეთებენ, როგორი უნდა იყოს სამუშო გარემო, ჰიბრიდული თუ ისევ კომპანიის ოფისში. ჰიბრიდული მოდელის მიხედვით, დასაქმებულებს ნაკლები სიხშირით მოუწევთ ოფისში სიარული, რაც გამოიწვევს ორგანიზაციებში სამუშო სივრცის რედიზაინს და ე. წ „ თავისუფალი დესკი“ ს ფორმატის განვითარებას (თავისუფალი დესკი- საერთო სამუშაო სივრცე, რომლითაც სარგებლობს ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი მისთვის სასურველ დროს). საკონსულტაციო კომპანია McKinsey 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, ევროპისა და შეერთებული შტატების კორპორაციები გეგმავენ საოფისე სივრცის 30% ით შემცირებას. საოფისე სივრცისა და ინფრასტრუქტურის შემცირება კორპორაციებს „მწვანე ენერგეტიკის“ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს და მათ ექნებათ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში.
„თავისუფალი დესკი“, თავის მხრივ, თანამშრომლებს შორის ურთიერობისა და კომუნიკაციის სიხშირეს შეამცირებს და შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ ნაკლები მოტივაცია, მივიდნენ ოფისში ყოველდღიურად, იმუშავონ მცირე სივრცესა და თავისუფალი დესკის პირობებში. ოფისში არყოფნას სხვა უარყოფითი „თვისებაც“ აქვს- ის სტრესის და იზოლაციის განცდას აძლიერებს თანამშორმლებში. ამას ადასტურებს კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის Gartner მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც გამოკითხული დასაქმებულების 29%, პანდემიის პერიოდში, დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. საკონსულტაციო კომპანიები ვარაუდობენ რომ, გრძელვადიან პერიოდში, „თავისუფალი დესკის“ სამუშაო გარემოს თანამშრომლობის შენარჩუნება გაუჭირდება. თუ მუსიკოსები კარგად უკრავენ ინსტრუმენტზე, კოორდინაციის გარეშე ორკესტრი ვერ შედგება- ასეთი ალეგორია შემოგვთავაზა Economist მა მომავალი სამუშო გარემოს გამოწვევების უკეთ გასააზრებლად.
რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ინდივიდუალური და განცალკევებული მუშობა, მით უფრო რთული იქნება გუნდის სინქრონული, შეთანხმებული მუშაობა. ამას გარდა, გუნდურობის შემცირებულმა განცდამ, შესაძლოა, შეამციროს ერთგულების, ნდობის განცდაც და გაზარდოს თანამშრომლების გადინება. Microsoft ის უკვე ნახსენებ კვლევაში, თანამშორმლების 41% -მა დააფიქსირა, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში, გეგმავენ ახალი სამსახურის მოძებნას.
დღეს ბევრი ორგანიზაცია ე.წ ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს ინარჩუნებს და ფიქრის პროცესშია, შეინარჩუნოს თუ არა ის გრძელვადიანად. თუ ჰიბრიდული მოდელი უკვე არსბეობს, ალბათ იმიტომ რომ მუდმივად დარჩეს და ახლა, მენეჯმენტის „ახალი რეალობის“ ტენდენციები გააძლიეროს. თუმცა, ისიც ვიცით რომ, პანდემიამდე ადამიანების გარკვეული ნაწილი ისედაც მუშაობდა სახლიდან და ისინი პასუხობდნენ მეილებს, სატელოფონო ზარებს ღამის საათებშიც და უქმეებზეც. „ლოქდაუნის“ პირობებში, მუშაობასა და დასვენებას შორის ზღვარი კიდევ უფრო გაუფერულდა. Royal Society of Public Healthის კვლევის მიხედვით, დასაქმებულების 56 % ფიქრობს რომ რთულია სამსახურიდან „გამორთვა“ სახლიდან მუშაობის პირობებში. Chartered Institute of Personnel Development (CIPD) კვლევის მიხედვით კი ბრიტანელი დასაქმებულების 30% მიიჩნევს რომ სამუშაო საათები გახანგრძლივდა და სახლიდან მუშაობის პროცესმა სამუშო დღე მნიშვნელოვნად გაზარდა. ბრიტანელების მოსაზრებას, ალბათ ბევრი ქვეყანა და ჩვენც დავეთანხმებით, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს რომ, სახლში მუშაობის სამუშაო საათები გაიზარდა.
უნდა ველოდოთ, რომ ჰიბრიდული მოდელი დააჩქარებს და სამუშაო ძალას ორად გაყოფს, კერძოდ: გონებრივი სამუშაოს შემსრულებელები, რომლებსაც ექნებათ სამუშაო სივრცისა თუ დროის მოქნილობა და ე.წ ფრონტის პერსონალი (სერვისის მიმწოდებელი პერსონალი), რომლებთანაც მოქნილობა ფაქტიურად შეუძლებელია. გამოდის რომ, ადამიანების სურვილი, თვითონ აკონტროლონ სამუშაო დრო, წინაღმდეგობაში მოდის ისევ ადამიანების, როგორც კლიენტების სურვილთან- მიიღონ სასურველი სერვისები დღის ნებისმიერ მონაკვეთში. სწორედ ამის გამო, თანამშრომლების ნაწილმა უნდა იმუშავოს თუნდაც ღამით, ნაწილი კი დღეს გაატარებს Zoom ში, Slack ზე და სხვ. პლატფორმებზე.
ჰიბრიდული მოდელის გარშემო არსებულ, ასევე ჰიბრიდულ მოსაზრებებს ერთ საინტერესო პროგნოზამდე მივყავართ- კოვიდ 19 ნელნელა გაანადგურებს მოსაზრებას ხუთდღიან სამუშაო კვირაზე, 10სთ- დან 6 სთ მდე მუშაობის გრაფიკზე, რადგან სამუშაო დროის გამიჯვნა ჰიბრიდულ მოდელში რთული იქნება. თანამშორმლების გადინება და დაკარგვა არავის სურს რთული გამოწვევებით სავსე პერიოდში. ალბათ მალე გაჩნდება უცნაური კითხვა, რომელსაც მალე შევეჩვევით: „რომელ საათებში, როდის მუშაობ?“ ნაცვლად კითხვისა „რათანამდებობაზე მუშაობ?“
წყარო: Economist