პოზიტიური ორგანიზაციული კულტურა თითქმის ყველა ლიდერის #1 სასაუბრო თემაა და ამოცნაც. ინტერნეტ სივრცეში ძალიან ხშირად ვაწყდებით ცნობილი ლიდერების ან კონსულტანტების რჩევებს, რომ გრძელვადიანი წარმატებისთვის ჯანსაღი და პოზიტიური ორგანიზაციული კულტურა აუცილებელია.
პოზიტიური და/ან ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის აღქმა, არც თუ ისე უნივერსალურია, მაგრამ ფაქტია, მასზე საუბრისას მოიაზრება ისეთი სამუშაო გარემო, სადაც მენეჯერები და თანამშრომლები ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. მადლობის გადახდა, ინდივიდის აღიარება განსაკთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში მაღალი მორალის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით დღევანდელ რთულ გარემოში.
რა ძალა აქვს მადლობის გადახდას? ძალიან დიდი.. მადლობის გადახდა ადამიანებში აძლიერებს განცდას რომ ისინი მნიშვნელოვანი წევრები არიან საზოგადოებისა თუ გუნდისთვის; პოზიტიური უკუკავშირი კი ამცირებს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ სტრესს და როგორც კვლევამ აღმოაჩინა, დღევანდელ სამყაროში არსებობის სტრესსაც კი. ნეირომეცნიერებმა ბევრი ინფორმაციის დამუშავებით დაასაბუთეს, რომ ადამიანის შექება, მისი შედეგების ან ქცევის სიტყვიერი აღიარება ისეთივე ეფექტს ახდენს ტვინზე, როგორც ფინანსური ჯილდო.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ფორდის ყოფილმა აღმასრულებელმა, ალან მულალიმ თქვა: „აუცილებელია თანამშრომლების დაფასება, პატივისცემა და მათთვისმადლობის გადახდა ყოველდღე“. აღმოჩნდა, რომ ბევრ ორგანიზაციაში ისე არ ხდება, როგორც ფორდში, მულალის დროს..
HBR ის მიხედვით, ბევრ ორგანიზაციაში არ იციან, მადლობის თქმის ძალის და ეფექტის შესახებ და სწორედ ესაა მიზეზი, რომ პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის შექმნა დღესაც ლიდერების ამოცანაა ან თუნდაც სურვილი..
პოზიტიური სიტყვების და მადლობის ძალის ეფექტურობის დასადასტურებლად, HBR-მა ორი პარალელური კვლევა ჩაატარა. ერთ კვლევაში მონაწილეები გამოკითხეს, რას ფიქრობენ, რა იქნებოდა იმ ადამიანის ემოცია, ვისაც კომპლიმენტს ეტყოდნენ. შემდეგ ამ მონაწილეებს სთხოვეს უცხო ადამიანებისთვის კომპლიმენტის თქმა და მკლვევარებმა კომპლიმენტის მიმღებების განწყობა გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ კომპლიმენტის ავტორების მოსაზრება მცდარი იყო, ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ სიტყვებს მნიშვნელობა არ ექნეობდა და შეიძლება კომპლიმენტის ადრესატს არაკომფორტულადაც კი ეგრძნო თავი. ასეთი ექსპერიმენტი მეგობრებისა და უცხო ადამიანების ჯგუფშიც გაიმეორეს და დადასტურდა, რომ თუნდაც უცხო ადამიანისგან მიღებული პოზიტიური, კეთილი სიტყვები ადამიანის გუნება-განწყობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
აუცილებლად გაჩნდება მართებული კითხვა, რა საჭიროა კვლევა, როდესაც შექება ნებისმიერ ადამიანს მოსწონს და პოზიტიურ ემოციას უქმნის? როგორც აღმოჩნდა , კვლევის საჭიროებაზე მართებული კითხვა კი გაჩნდა, მაგრამ კომპლიმენტის ან შექების თქმის მოყვარულები ადამიანები ნაკლებად არიან- HBR მ იმავე კვლევის მონაწილეების 90% მა დაადასტურა, რომ ისნი ხშირად გამოიყენებდნენ კომპლიმენტის ან შექემბის თქმის პრაქტიკას, მაგრამ სულ რაღაც 3 თვეში, მონაწილეების მხოლოდ 50% აღმოჩნდა ამ პრაქტიკის აქტიური „მიმდევარი“
ჰარვარდის ამ საინტერესო ექსპერიმენტებმა, შექების, მადლობის თქმისა თუ კომპლიმენტის გაცემის ფსიქოლოგიური ბარიერები აღმოაჩინეს, კერძოდ, ადამიანის მოსაზრება ან თუნდაც შიში, როგორ მოახდინონ შექების ან კომპლიმენტის სწორად ფორმულირება, რომელიც არ შექმნის უხერხულობას ან უსიამოვნო განცდას მიმღებში. როდესაც ზემოთაღწერილ კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, რა განცდა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს თუ ის კომპლიმენტს მიიღებს, მონაწილეებს გაუჭირდათ დაესახელებინათ პოზიტიური განწყობა, მათ პასუხებში ჭარბობდა „უხერხულობა“,“ დისკომფორტი. ჰარვარდის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ ბარიერის დაძლევა მარტივად შესაძლებელია, თუ ადამიანი კომპლიმენტის მიმღების ადგილზე წარმოიდგენს თავს. როდესაც წარმოსახვითი როლები იცვლება, შექების ან კომპლიმენტის ფორმირებაც მარტივია- უნდა იყოს გულწრფელი და მეგობრულიც. თუ ნებისმიერი შექება ან აღიარების მესიჯები ასეთია, მაშინ ის ნამდვილად ქმნის ამაღლებულ განწყობას მიმღებშიც და შემდეგ კი გამცემშიც.
მარტო კომპლიმენტის ან შექების ძალა არ არის დაუფასებელი, HBR კვლევები ადასტურებს რომ ნაკლები ყურადღება ექცევა და დაუფასებელია მადლობის გადახდის ძალაც. ჰარვარდის მომდევნო კვლევაში, მონაწილეებს სთხოვეს დაწერათ მადლობის წერილი მათთვის სასურველი ადამიანისთვის და პარალელურად ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ, რა იქნებოდა ადრესატის ემოცია. რთული მისახვედრი არ არის, რომ ავტორების მოსაზრება ნეგატიურად ნეიტრალური აღმოჩნდა, ფიქრობდნენ რომ მადლობის წერილი არც თუ ისე მნიშვნელოვანი იქნებოდა ადრესატებისთვის. თუმცა საპირისპირო აღმოჩნდა- აბსოულუტურად ყველა ადრესატმა დაადასტურა, რომ მადლობის წერილმა მათ განწობაზე იმოქმედა და პოზიტიური განწყობა კი მთელ დღეს გაჰყვათ. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეშიც, ადამიანები კვლავ სათანადოდ არ აფასებენ მადლიერების გამოხატვის ძალას..
შესაძლოა, კვლავ გაჩნდეს კითხვა, ხომ არ გააუფასურებს ხშირი კომპლიმენტი ან მადლობა მათი პოზიტიური ზემოქმედების ძალას? ჰარვარდმა აქაც კვლევის მონაცემები მოიშველია, რომლის მიხედვითაც, ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები ყოველდღიურად იღებდნენ კომპლიმენტებს. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად სიხშირისა, მიღებული კომპლიმენტები მაინც პოზტიურ განწყობას ქმნიდნენ, მაგრამ მიმღებებს ჰქონდათ განცდა, კომპლიმენტები ნაკლებად გულწრფელი იყო. ფაქტია, თბილი სიტყვები დამღლელი არასოდეს არის, ადამიანს ისევე აქვს დაფასების, შექებისა და მადლობის მიღების სურვილი, როგორც საკვების მიღების ან სხვა, ბილოგიური საჭირობებებით შექმნილი სურვილები. დაინახონ, შეამჩინიონ, დააფასონ ადამიანი მნიშვნელოვანია როგორც სამსახურში, ისე ყოველდღიურ და პირად ცხოვრებაში
უამრავი ფაქტი ადასტურებს, რომ კომპლიმენტის ან მადლობის გადახდა განწყობას ამაღლებს, ეს ადამიანის კარგად ყოფნისთვის მნიშვნელოვანია. მადლიერების გამოხატვით მიმღები და გამცემი თანაბრად სარგებლობს, შექების ან მადლობის ადრესატის ამაღლებული განწყობა გამცემზეც პოზიტიურად მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, ძალიან ცოტაა მადლობით ან შექებით განებივრებული ადამიანი..
Kronos Groupის ლიდერი აარონ ეინი ამბობს- „ მადლობის გადახდა არ არის ერთჯერადი წვეულება, დასვენების დღე ან ბონუსის გაცემა, ეს არის გარემო და მადლიერი დამოკიდებულების კულტურა“. ასეთი კულტურის შექმნა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბევრი პრობლემით დახუნძლულ გარემოში ნებისმიერ ადამიანს სჭირდება პოზიტიური განწყობა. დროა, გავიაზროთ მადლობის თქმის, შექების მნიშვნელობა და წესადაც ვაქციოთ ერთმანეთისთვის მადლობის გადახდა, ადამიანების დაფასება სახლში თუ სამსახურში, დღეს ადამიანური ურთიერთობები ძალიან ძვირი აქტივი გახდა