ადამიანებს უნდათ და შრომობენ, რომ მათი შვილები, შვილიშვილები უფრო წარმატებულები იყვნენ ვიდრე წინამორბედი. დღევანდელ რეალობაში, ხშირად ჩნდება კითხვა, რა , რა განაპირობებს ბავშვების მომავალ წარმატებას, ყველამ პროგრამირება უნდა ისწავლოს თუ ბევრი უცხო ენა?ფიზიკა თუ ბილოგია? მოკლედ, კითხვები ხშირად ჩნდება..
განათლებისა ექსპერტის ბრაიან ოშიროს აზრით, პროგრამირება და უცხო ენების სწავლა კარგია, თუმცა არ არის საკმარისი. მისი აზრით, კრიტიკული აზროვნება აუცილებელია გონების სისხარტის, ინფორმაციის ათვისებისა და კომპლექსური პრობლემის მოგვარების მიზნით.
ოშირო თავის TEDxXiguan გამოსვლაში ამბობს, რომ ზრდასრულ ადამიანებს რთულ და კომპლექსურ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, ამიტომ ბავშვობაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარემო, სადაც შეძლებენ ან ისწავლიან ისეთ კითხვებს გასცენ პასუხები, რომლებსაც ერთი სწორი პასუხი არ აქვს. ოშიროს აზრით, კომპლექსური პრობლემებისა და კითხვებისგან შედგება ადამიანის ცხოვრება და ბავშვებიც უნდა მოვამზადოთ მომავლისთვის.
როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე კრიტიკული აზროვნება? გამოსავალი სწორი კითხვების დასმაშია და ვნახოთ, რას ნიშნავს სწორი კითხვები:
1. კითხვა „რა?“-ს მაგივრად - როგორ? და რატომ?
დავუშვათ, რომ ბავშვი სკოლაში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშრებულ ინფრომაციას სწავლობს. მასწავლებელი სვამს კითხვას: „რა არის კლიმატური ცვლილებების გამომწვევი მიზეზი?“. ოშირო ამბობს, რომ მსგავს კითხვებს ორი ხარვეზი აქვს: პასუხის მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება და მეორე, იგი ბავშვებს ცრუ დაცულობის განცდას აძლევს - ჰგონიათ, რომ საკითხი იციან, თუმცა სინამდვილეში მათი ცოდნა ზედაპირულია. ზოგადი კითხვის ნაცვლად, მშობლებმა ბავშვებს უნდა დაუსვან კითხვა: „როგორ მოქმედებს X მოვლენა კლიმატურ ცვლილებებზე?“ ან „რატომ შეიძლება იყოს ეს საკითხი განხილვის მიზეზი?“. პასუხის გასაცემად ბავშვა უნდა იფიქროსფაქტებს მიღმა და ჩაუღრმადვეს საკითხს. ამ კითხვებთან ერთად, მშობელს შეუძლია დასვას შემდეგი კითხვებიც: „როგორ ეფექტს ახდენს კლიმატური ცვლილებები ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე?“ ან „რატომ შეიძლება ეს საკითხი ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის გახდეს ღელვის მიზეზი?“. ოშიროს აზრით, კითხვების ლოკალიზება ბავშვებს აძლევს საშუალებას ზოგადი ცოდნა პირადულთან დააკავშირონ.
1) საიდან იცი?
ოშიროს თქმით, ლოგიგური კამათისას ბავშვებს არგუმენტებისა და თვალსაჩინოებების მოყვანა უნდა შეეძლოთ. მსგავსი კითხვებზე პასუხის გაცემა ბავშვებს საკუთარ ნათქვამზე დაფიქრებისა და ინფორმაციის წყაროს გაანალიზების საშუალებას აძლევს.
2) განსხვავებული აზრი
მინიმუმ ორი მოსაზრების შესაქმნელად, მშობლებმა უნდა დასვან ისეთი კითხვაც, რომელიც პრობლემის სხვა სიბრტყეში აღქმის საშუალებასაც ქმნის, მაგალითად: მსგავსი კითხვაც: „რატომ უნდა იღელვონ ცხელ ზაფხულზე საფრანგეთში მცხოვრებმა ადამიანებმა?“ . ასეთი კითხვები ბავშვს საშუალებას აძლევს საკითხი სხვა ადამიანების პერსპექტივიდან დაინახონ და სხვა ადამიანის გადმოსახედიდან ფიქრობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
3) პრობლემის გადაჭრის გზები
მშობლებმა არ უნდა დასვან კითხვა პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, უმჯობესია მსგავსი კითხვების დასმა: „როგორ შეიძლება XXX პრობმების მოგვარეა ან შედეგის გამოსწორება?“,
ოშიროს კითხვების გამოყენება ნებისმიერი საკითხზე მსჯელობის დროს ეფექტურია. ასეთი მიდგომა ბავშვების დამოუკედებელ აზროვნებას ქმნის - მშობლების როლი კი მხოლოდ კითხვების სწორად დასმა და პასუხების მოსმენაა. ამ დროს ბავშვები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მიაწოდონ მსმენელს სათქმელი ისე, რომ მათთვის გასაგები გახდეს.
ოშიროს აზრით, კრიტიკული აზროვნება მხოლოდ ახალგაზრდებს არ გამოადგებათ წარმატებისათვის. თუ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ახლის სწავლას ცდილობს, საკუთარ თავს ეს კითხვები ყოველთვის უნდა დაუსვას, იმის დასადგენად თუ რამდენად კარგად იცის საკითხი. ყველა ადამიანს შეუძლია კრიტიკული აზრივნების განვითარება დღეში მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმით.