„იცხოვრე ყოველი დღე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები.“- ეს რჩევა, სტივ ჯობსმა თინეიჯერობის ასაკში წაიკითხა და როგორც ამბობდა, მისი ხედვაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა
2005 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე, სტივ ჯობსმა განმარტა, თუ რატომ იმოქმედა მასზე და მის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე ამ გამონათქვამმა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა საკუთარი ცხოვრების უკეთესად წარმართვაში გვეხმარება.
ჯობსი:
ფიქრი იმაზე, რომ მალე შესაძლოა მოვკვდე, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას დამეხმარა. შიში, სიამაყე, სირცხვილი თუ მარცხი - სიკვდილთან შედარებით არაფრად გეჩვენება. ეს ფიქრი გეხმარება იცხოვრო იმით, რაც შენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. საკუთარ სიკვდილზე ფიქრი არის საუკეთესო გზა იმისათვის რომ მივხვდეთ, დასაკარგი არაფერია. სიკვდილის წინაშე ყველა უძლურია. საბოლოოდ კი ვეღარ პოულობ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა უსმინო გულს.
„უსმინე გულს“ - რჩევა, რომელსაც ადამიანები ძალიან ხშრად იძლეოდნენ, სტივ ჯობსის რჩევამ ქმედითი გახადა. მოდით ვნახოთ, თუ რას ნიშნავს „უსმინე გულს“
დაუსვით საკუთარ თავს მკაცრი შეკითხვა
- „დღეს რომ შენი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, გააკეთებდი იმას, რის გაკეთებასაც ახლა აპირებ?“
სტივ ჯობსი სარკის წინ ყოველდღე საკუთარ თავს ამ კითხვას უსვამდა. იმ შემთხვევაში თუ ზედიზედ რამდენიმე დღე შეკითხვაზე პასუხი იყო „არა“, ეს იყო ნიშანი, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა.
რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს დღე, როდესაც ამ კითხვაზე პასუხი იქნება „არა“ , რადგან ცხოვრება სავსეა უსიამოვნო მომენტებით, რომელთა გადალახვაც გვიწევს. ისიც ცხადია, რომ თუ დღეს შენი ცხოვრების ბოლო დღეა, არ მოგინდება გააკეთო ისეთი რამ, რაც შენი მოვალეობაა და არა სურვილი - თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ყოველდღიური მოვალეობები არ შევასრულოთ.
ჯობსი ამ კითხვაზე პასუხს არა მიკრო დონეზე, არამედ ფართო მასშტაბებით უყურებდა. თუ ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე თქვენი პასუხი დიდი ხნის განმავლობაში „არაა“ , ეს ის დროა, როდესაც ან სამსახური უნდა შეიცვალოთ ან ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი შეცვალოთ.
გაუმკლავდით შიშს და გამოიყენეთ შიშის დაძლევით მიღებული ენერგია
ჯობსი აღიარებდა იმასაც, რომ საკუთარ სიკვდილზე ფიქრი რთული და არასასიამოვნო პროცესია. ის ამბობდა, რომ არავის უნდა სიკვდილი, არც იმ ადამაინებს, რომლებსაც სამოთხეში მოხვედრა სურთ. თუმცა სიკვდილი გარდაუვალია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან
ჯობსის აზრით, სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო „ქმნილებაა“ , ის ხომ ცხოვრების ცვლილებების საუკეთესო აგენტია“.
ჯობსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სიკვდილი ყველაზე უსიამოვნო და რთულად წარმოსადგენია, მისი გააზრება საშუალებას იძლევა ვიცხოვროთ საუკეთესო ცხოვრებით, აქ და ახლა.
მოდით ვცადოთ და დავუსვათ თავს ეს რთული შეკითხვა! მივყვეთ სტივ ჯობსის რჩევას და გამოვიყენოთ რთული, მაგრამ „ ცვლილების აგენტზე“ ფიქრით მიღებული სარგებელი- ვიცხოვრეთ უფრო თავისუფლად! თავისუფლად შიშისგან, ეჭვებისგან, ცუდი ფიქრებისგან.. და და როდესაც თქვენს ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, კმაყოფილება და ბედნიერების შეგრძნება აუცილებლად დაგვეუფლება