ცოტა ხნის წინ, ბილ გეითსი Code Break-ის ონლაინ დისკუსიას დაესწრო. Code Break მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ონლაინ ინტერაქციული სასწავლო პლატფორმაა. გამოსვლისას ბილ გეითსმა სტუდენტებს რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაუზიარა, თუ როგორ შეინარჩუნონ კორონავირუსის პანდემიის პირობებში კონცენტრაცია და მოტივაცია.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ Code Break-ის დამფუძნებელი ჰადი პარტოვი და მისი შვილი, სოფია. მათ ბილ გეითსთან ერთად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მონაცემთა ვიზუალიზაციასა და მედიცინის განვითარებაში კომპიუტერული მეცნიერებების როლზე ისაუბრეს.
გეითსი კორონავირუსთან ბრძოლას კაცობრიობის ომს უწოდებს. მან ონლაინ დისკუსიის დროს ისაუბრა Covid 19-ის პანდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობასა და იმ მიზანზე, რომელიც დღეს მთელი კაცობრიობისთვის საერთოა.
ბილ გეითს კარგად ესმის თუ რამდენად შეცვალა კორონავირუსმა ოჯახების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ყოველდღიური ცხოვრება. კითხვა-პასუხის დროს, გეითსმა აღნიშნა, რომ სახლიდან სწავლისათვის მეტი დისციპლინაა საჭირო. თვითდისციპლინის გარეშე, მსგავს პირობებში, სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია.
ბილ გეითსმა სტუდენტებს გაუზიარა ის მეთოდი, რომელიც მათ სახლიდან სწავლასა და თვითდისციპლინის გამომუშავებაში დაეხმარება: აუცილებელია, ყველა სტუდენმა დაიწესოს ყოველდღიური რუტინა და მიჰყვეს მას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც ოჯახის სხვა წევრებთან საზიარო კომპიუტერი აქვთ.
გეითსმა სტუდენტებს იმ ყველა მეთოდის გამოყენება ურჩია, რომელიც მათ სწავლაში დაეხმარება. მაგალითად მოიყვანა Khan Academy-ის მსგავსი ონლაინ სასწავლო პლატფორმაბი, სადაც სტუდენტს შეუძლია მოიძიოს დამტებითი ინფორმაცია თემის უკეთესად გასაგებად. ამას გარდა, გეიტსმა სტუდენტებს ურჩია გაუზიარონ ცოდნა ერთმანეთს, თუ რომელიმე სტუდენტმა უკეთესად იცის ან გაიგო კონკრეტული თემა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მან მეგობრებს გაუზიაროს თავისი ცოდნა და დაეხმაროს მეგობრებს სწავლაში.
ბილ გეითსი სტუდენტებს ჰაერზე გასვლაც ურჩია, თუ ამის საშუალება მათი საცხოვრებელ ქალაქში/რეგიონში დაშვებულია. მიუხედავად კორონავირუსის უარყოფითი შედეგებისა, ბილ გეითსი იმედიანად უყურებს „გლობალურ ერთობას“, რომელიც მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლამ მოუტანა. მისი აზრით, სწორედ ეს ერთობა იქნება მსოფლიო მეცნიერების ტრიუმფის საფუძველი და „მსოფლიო ომში“ გამარჯვების მომტანი.