მილენიალების ღირებულებებისა და ქცევების შესახებ უმარავი კვლევა ტარდება და ყველა კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ ეს თაობა რადიკალურად განსხვავდება წინა თაობებისაგან. თაობის ხშირი კვლევების მიზეზი ისაა, რომ მილენიალები საზოგადოების ის მნიშნვნელოვანი ნაწილია, რომელიც დღეს ნებისმიერ ბიზნეს უქმნიას გამოწვევას, როგორც კლიენტი და როგორც თანამშრომელი.
ადგილობრივი სტატისტიკის სიმცირის მიუხედავად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მილენიალები ადგილობრივი ბიზნესებისთვის დღეს უკვე მნიშვნელოვან სამუშაო ძალას წარმოადგენენ. ამას გარდა, მილენიალები ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან საინტერესო სტარტაპებს, ინოვაციურ პროდუქტებსა თუ სერვისებს, აქვთ შთამბეჭდავი იდეები თუ გეგმები და ცდილობენ „საკუთარი სტარტაპი“ იყოს გამორჩეული.
მილენიალები ის თაობაა, რომელსაც ტრადიციული „დაადელეგირე ეფექტურად“, ნაკლებად თუ მოსწონს. როგორც დელოიტის გლობალური ოფისის 2019 წლის ტალანტების კვლევა ადასტურებს, მილენიალებს საკუთარი მენეჯერებისა თუ დამქირავებელი კომპანიების მიმართ სხვა მოლოდინები აქვთ. კერძოდ, მათ სურთ ისეთ ლიდერებთან მუშაობა, სადაც სამუშაო კულტურაც და თვითონ სამუშაოც, მათი ცოდნის, უნარების და პიროვნულ განვითარებაზე იმუშავებს. ამ დამოკიდებულებამ კი ხალხის მართვის ტრადიციული სისტემების გადახედვაც კი გამოიწვია და დღეს, მენეჯმენტში გაჩნდა სწავლების, რეკრუტინგის, ჩართულობისა და შეფასების განსხვავებული მიდგომებიც.
მილენიალების შესახებ ინფორმაციას მუდმივად ვკითხულობ, რადგან სწორედ ამ თაობის წარმომადგენლებთან მიწევს ურთიერთობა სამსახურსა და უნივერსიტეტში. მსოფლიოს მასშტაბით წარმოებულ კვლევებს ჩემი გამოცდილებაც დაემატა და შემიძლია მოკრძალებულად დავდასტურო, რომ ეს თაობა ნამდვილად განსხვავებულია მუშაობის , სწავლის თუ კომუნიკაციის სტილით.
ინსორსელ მილენიალებთან ურთიერთობამ მსოფლიო კვლევებს ჩემი საინტერესო და გამოცდილებაც შესძინა და აი რა ხდება „ჩემს თავს“:
1. აბსოლუტურად ღიად და გულწრდელად მიზიარებენ ინსორსელი მილენიალები შენიშვნებს პროცესზე და მთავაზობენ, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ საქმის კეთების „წესები“;
2. შენიშნვები არავის არ მოსწონს, მაგრამ ინსორსელი მილენიალებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ხშირად უკკითხავთ - რამე შენიშვნა ხომ არ მაქვს, რომ გაითვალისწინონ. ეს ნამდვილად გამიკვირდა..
3. ტექნოლოგიები ესმით ძალიან კარგად, იციან ყველა აპლიკაცია თუ პლატფორმა, რაც საქმის გაკეთების პროცესში ეხმარებათ. იციან, როგორ მოძებნონ მათთვის საჭირო ინფორმაცია სწრაფად და იციან, როგორ ესაუბრონ ტექნოლოგიებისა და იტ სფეროს წარმომადგენლებს არგუმენტირებლად და დამაჯერებლად.
4. ღიად საუბრობენ რა მოსწონთ , რა არ მოსწონთ და რა აფიქრებთ. ამ საუბრის შემდეგ კი რჩევას ან შემოგთავაზებენ, ან აუცილებლად მოგთხოვენ
5. აინტერესებთ და უნდათ სწვლა - სამუშაოების გადანაწილების პროცესში, ღიად აფიქსირებენ საკუთარ სურვილს, რომ განსხვავებული და დამატებითი სამუშაოს გაკეთების სურვილი აქვთ, რადგან უფრო მეტ „გამოცდილებას შეიძენენ“
6. არ ეზარებათ ამიხსნან, მასწავლონ ის, რაც არ ვიცი და დახმარების გასაწევად მუდმივად მზად არიან, მიუხედავად დატვირთული სამუშაო დღისა
7. როდესაც ვსაუბრობთ პრობლემაზე, მყისიერად მინიმუმ 3 იდეა ჩნდება- არ ეშინიათ „იქნებ ჩემი აზრი არ მოეწონოთ“ შეფასების რადგან იციან, რომ ყველა აზრი მნიშვნელოვანია
8. ძალიან მარტივად ადაპტირდებიან და სწრაფი ცვლილებები მუშაობის პროცესში ხელს არ უშლით
9. ზუსტად იციან რა უნდათ რომ ისწავლონ და რა უნარების განვითარება სჭირდებათ. შესაბამისად, გეგმავენ რა აქვთ შესაცვლელი ან რისი სწავლაა აუცილებელი
10. ხერხი სჯობია ღონესა, მგონი ამ თაობას ყველაზე მეტად შეესაბამება, რადგან კომპლექსურ პრობლემასაც აუცილებლად მოუძებნიან მარტივ გადაწყვეტას
11. გულწრფელი საუბარი მათი ჩვევაა, არ მალავენ ემოციას, ინფორმაციას და საუბრობენ საკუთარ დამოკიდებულებაზე კარგი ან ცუდი მოვლენების მიმართ
12. აუცილებლად შემახსენებენ თუ რამე იდეა გავაჟღერეთ და ითხოვენ რომ იდეა შედეგად ვაქციოთ, მოდუნება გამორიცხულია..
ეს რომ მხოლოდ ჩამონათვალი არ არის, ბევრი საინტერესო მაგალითით შემიძლია დავადასტურო- გადაინაწილეს ვინ უპასუხებს ფეისბუქ მესიჯებს, ვინ რაზე დაწერს ბლოგს, ვინ როდის უპასუხებს სატელოფონო ზარებს, გამაცნეს პროექტების მართვის ახალი აპლიკაცია და მოითხოვეს რომ ამ აპლიკაციით ვიმუშავოთ, დაგეგმეს როგორ გავაუმჯობესოთ კვლევის ხარისხი, და რაც მთავარია, იგეგმავენ და ატარებენ „ტვინის შტორმს“, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს „ინსორსმა“! მოკლედ, მოდუნების საშუალება ინსორსში აღარ არსებობს, მუდმივად დინამიკაა და მოთხოვნა - „აბა, ეხლა რას ვაკეთებთ?“
ინსორსელ მილენიალებთან ურთიერთობის პირველ დღეები კულტურული შოკი აღმოჩნდა ჩემთვის და საკუთარ თავს ხშიერად ვეკითხებოდი - „ეს რა დღეში ვარ?!“.. მაგრამ მალე მივხვდი, რომ „კარგ დღეში“ ავღმოვჩნდი- მათი ენერგია გადამდებია, მათი მოლოდინები კი ჩემთვის ენერეგიის ახალი წყარო და „გარდატეხის წერტილიც“ აღმოჩნდა- დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანს მიაჩნია რომ მისი საქმე მოსაწყენი გახდა, მილენიალები უნდა გაიჩინოს გუნდში და აღმოაჩენს, რომ მოსაწყენად არც დრო აქვს და არც საქმე- ასეთი რამ ახალ თაობასთან ურთიერთობისას გამორიცხულია, ცვლილებები აუცილებელი ხდება.
მართლაც კარგი ხალხია მილენიალები..
ავტორი: მედეა ტაბატაძე