თითქმის ხუთი წლის წინ, პანდემიამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება და მუშაობის სტილი შეცვალა. 2024 წლის ბოლოს, შრომითი ბაზარი კვლავ განიცდის თანმიმდევრულ ცვლილებებს, ეს ცვლილებები გაგრძელდება 2025 წელსაც.
ტალანტების ძებნა კომპანიის შიგნით - 2023 წელს ბევრმა კომპანიამ მიმართა ე.წ. labor hoarding-ს, რაც გულისხმობდა დიდი რაოდენობით ადამიანების დაქირავებას. ამ პროცესში დაიხარჯა ბევრი დრო და ფული, თუმცა 2024 წლის დასაწყისში მიხვდნენ, რომ ამდენი დასაქმებულის საჭიროება კომპანიაში არ არსებობდა, რის შედეგადაც მოუწიათ მასობრივი შემცირებები. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, კომპანიებმა დაიწყეს არსებული რესურსების მეტად გამოყენება. ვაკანსიის გამოცხადება და შემდეგ ახალი ტალანტის რეკრუტინგის პროცესი დამატებითი ხარჯია კომპანიისთვის. მაშინ, როდესაც შეიძლება არსებულ თანამშრომლებში შეიძლება იპოვოთ სასურველი უნარების მქონე ადამიანი.
დამსაქმებლებმა უნდა შექმნან კომპანიის შიდა მობილობის სისტემები და პრობრამები, რომელიც საშუალებას მისცემს დასაქმებლებს სხვადასხვა გუნდებში მარტივად გადასვლის შესაძლებლობას.
მენეჯერების გადაწვის პრობლემის მართვა - გასული ორი წლის განმავლობაში ერთი რამ არ შეცვლილა - მენეჯერები მუშაობენ გადაწვის ზღვარზე.
2023 წელს Gartner-ის კვლევამ დაადგინა, რომ საშუალო რგოლის მენეჯერს აქვს იმაზე 51%-ით მეტი პასუხისმგებლობა, რისი ეფექტურად მართვაც შეუძლია. 2024 წლის კვლევაში, HR ლიდერების სამი მეოთხედი აღნიშნავდა, რომ „გადატვირთული არიან პასუხისმგებლობების გაფართოების გამო“.
პანდემიის შემდეგ, მენეჯერები ყველა სიახლის წინა ხაზზე არიან, იქნება ეს ჰიბრიდული სამუშაო მოდელი, დისტანციურად მუშაობა, დასაქმებულების მასობრივი შემცირება თუ სხვა მნიშველოვანი ცვლილებები. მიუხედავად ამისა, მათ მიმართ მოლოდინები უცვლელია - მიაღწიონ უკეთეს შედეგებს, ნაკლები დანახარჯებით.
2024 წელს მენეჯერების საქმის შესამსუბუქებლად ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა. ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძლება მენეჯერებს ჩამოშორდეთ სხვადასხვა რუტინული დავალებები, რაც გამოუთავისუფლებს მათ დროს. მნიშვნელოვანია სწორად დადგინდეს კონკრეტულად რომელი პროგრამა, სსტემა, ხელოვნური ინტელექტი არის საჭირო კონკრეტული სამის შესამსუბუქებლად.
GenZ თაობის კარიერული წინსვლა - Gen Z თაობის დასაქმებულები აშშ-ში სამუშაო ძალის მეხუთედს შეადგენენ და 2024 წლის მონაცემებით აჭარბებენ ბეიბი ბუმერების რაოდენობას. 2025 წელს მათთვის ახალი ეტაპი იწყება - Glassdoor-ის პროგნოზით ყოველი 10 მენეჯერიდან 1 მაინც იქნება GenZ.
Glassdoor-ის რწმენით, GenZ და სხვა თაობას შორის განსხვავებების არსებობა გაზვიადებულია. GenZ-ის მართვის სტილი განსხვავებული იქნება, თუმცა ეს არ არის განპირობებული თაობებს შორის განსხვავებით, არამედ, იმით თუ რა ითვლება დღეს კარგ ლიდერობად.
მაგალითად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლიდერების და მენეჯერების ემოციურ ინტელექტს, დასაქმებულების კეთილდღეობას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნას. GenZ მენეჯერებს სწორედ ამ სტანდარტების გაზიარება მოუწევთ.
ოთხ დღიანი სამუშაო კვირა შორეულ მომავლად დარჩება - ოთხ დღიანი სამუშაო კვირის ტრენდი შენელებულია. 2023 წლის სექტემბერში საპილოტე პროგრამა დაიწყო გერმანიაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 41 კომპანია. იგივე პროგრამა იწყება საფრანგეთში, თუმცა მასში მონაწილეობას მხოლოდ 10 კომპანია იღებს.
დამსაქმებლებზე გავლენას ახდენს ადგილობრივი პოლიტიკა, რამდენად აქვთ მათ შესაძლებლობა მოცემულ დროს მიიღონ ეს რისკიანი გადაწყვეტილება.
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის გაზრდა - Microsoft და Linkedin-ის კვლევების თანახმად, 2024 წლის მეორე ნახევარში ორჯერ გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სიხშირე. გამოკითხულთა სამი მეოთხედი აღნიშნავს, რომ ამ გზით მათ დაზოგეს დრო, გაზარდეს კრეატიულობა ან მიიღეს რაიმე სხვა ბენეფიტი.
ახალგაზრდა დასაქმებულები და ლიდერები განსაკუთრებით მონდომებულები არიან სამუშაო ყოველდღიურობაში დაამკვიდრონ ხელოვნური ინტელექტი. ისინი თვლიან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ეფექტურობის გაზრდასთან ერთად, დაეხმარებათ გახდნენ უკეთესი ლიდერები, მოიფიქრონ პრობლემების გადაჭრის გზები და გაიუმჯობესონ სხვადასხვა უნარები.
2025 წელს უფრო მეტი კომპანია დაიწყებს დასაქმებულების შერჩევას მათი ხელოვნური ინტელექტთან მუშაობის ცოდნის და შესაძლებლობების შესაბამისად.
წყარო - https://www.inc.com/sarahlynch/6-ways-the-workplace-will-change-in-2025/91067816