ჩვენი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ კომპლექსურია და არაერთგვაროვანი. მოსაბეზრებელი რუტინა, ბიუროკრატიული პროცესები, ძალაუფლებაზე შეყვარებული „ბოსი“, „უცნაური თანამშრომლები“- ეს ის ნუსხაა, რომელიც ადამიანების სამუშაოსადმი დამოკიდებულების კომპლექსურობას ქმნის, ადამიანებს კი დაცულობის და უსაფრთხოების განცდა სჭირდებათ სამუშაო პროცესში. უამრავი კვლევა ადასტურებს რომ, უმუშევრობა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს, იწვევს დეპრესიას, აშლილობას და საკუთარი თავის მიმართ ნდობის შემცირებას. ამბობენ, რომ უმუშევრობას იმაზე მეტი ფსიქოლოგიური სტრესის შექმნა შეუძლია, ვიდრე განქორწინებას, სამსახურის დაკარგვა ადამიანისთვის იდენტობის დაკარგვის ტოლფასადაც კი მოიაზრება.
რაკი სამუშოს მიმართ კომპლექსური და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვაქვს და უმუშევრობაც ჩვენს ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს, მაშინ რა ან როგორი სამუშაო სჭირდებათ ადამიანებს? კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებულმა ბიზნესის კვლევის ცენტრმა, საინტერესო კვლევის შედეგები გააზიარა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს შემცირებული სამუშაო საათების გავლენა ადამიანის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. პანდემიის გამო, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, კომპანიებმა შეამცირეს სამუშო ძალა და ასევე, შეამცირეს შენარჩუნებული თანამშრომლების სამუშო საათები. შემცირებული საათების ანაზღაურება კი სამთავრობო სუბსიდირებამ დაფარა. „აღმოავაჩინეთ, რომ სამუშაოსა და სამუშო საათბის შემცირებამ ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად არ იმოქმედა“, ამბობს კვლევის ერთერთი ავტორი. უნდა ვივარაუდოთ, რომ დასაქმებულების ან ზოგადად, ადამიანების სოციალური კეთილდღეობა გაუმჯობესდება, თუ მთავრობები კვლავ გააგრძელებენ სოციალური დახმარების პროგრამებს, უმუშევრობის ან შემცირებული სამუშაო საათების სუბსიდირების პროცესს მომავალ რეცესიულ პერიოდში, მაშინაც კი თუ რეცესია გლობალური პანდემიით არ იქნება გამოწვეული.
კემბრიჯის უნივერსტიტეტთან არსებული ბიზნეს ცენტრის საინტერესო მიგნება
კი ისაა, რომ, თურმე, ადამიანებს მცირე სამუშო აბედნიერებეთ. ისტორიული 48 საათიან სამუშაო კვირაში მხოლოდ ერთი სამუშაო დღე მენტალური ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა. თუმცა, მენტალური ჯანმრთელობისთვის ასევე აუცილებლია სამუშაოს მიზანი, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი სტატუსი (მაგ: მარკეტერი) და კოლეგები, რომლებთანაც ადამიანები საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს ქმნიან.
აღმოჩნდა, ადამინები კმაყოფილები არიან როცა მათ ცოტა საქმე აქვთ და არ არიან კმაყოფილები როცა მათ ძალიან ბევრს მუშაობენ მიუხედავად სამუშოს მიზნისა, კომპანიის ბრენდისა და ადამიანის სამსახურეობრივი სტატუსისა. ამას ადასტურებს სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ბიზნეს გამოცემებში (Financial, Bloomberg) გამოქვეყებული საინტერესო სტატია ლიდერი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs -ის უმცროსი ანალიტიკოსების „გადაწვის“ შესახებ. სტატია შეიცავდა ინფორმაციას Goldman ის ერთერთი ანალიტიკოსის მიერ ჩატრებულ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვით, საინვესტიციო ბანკის უმცროსი ანალიტიკოსები კვირაში 98 საათს მუშობენ, უჩივიან ნეგატიურ დამოკიდებულებას, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაურაესებას (თანამშრომლების 75%). არც არავის გაუკვირდა ანალიტიკოსების გაცხადებული გადაწყვეტილება, რომ ისინი გეგმავენ უახლოეს 6 თვეში კომპანიის დატოვებას. „კოვიდ პანდემიის ერთი წელი დაძაბული იყო, სამუშაოების მოცულობა და საათები გაზრდილია, ყველა მაქსიმალურ ძალისხმევას ვხარჯავთ, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მოვუსმინოთ თანამშრომლებს და მოვაგვაროთ მათი პრობლემები“, აღნიშნა გოლდმანის სპიკერმა.
საინვესტიციო ბანკის უმცროსი ანალიტიკოსების წუხილზე რეაქციები არ იყო პოზიტიური. ზოგი ადამიანის აზრით, უმცროს ანალიტიკოსებს ბევრი შრომა უწევთ და ეს ბუნებრივია, მათ ბევრი უნდა იშრომონ ცოდნისა და ანაზღაურების მისაღებად. საინვესტიციო ბანკინგის ვეტერანები იმასაც კი ამბობდნენ, რომ „ბევრ მუშაობაში უცნაური არაფერია, მათაც ასე დაიწყეს და ამით არ დაზარლებულან“. მაგრამ გასააზრებლად და დასაჯერებლად ალბათ რთულია, რატომ უწევს გოლდმანის ან სხვა ორგანიზაციის რანგით უმცროსს თანამშრომელს კოლოსალური შრომა, ისინიც ხომ კომპანიის წევრები არიან ?!
თუ დავფიქრდებით, არცერთი ბიზნესისთვისაა სასურველი თანამშორმლების 98 საათიანი სამუშაო კვირა. ასეთ რეჟიმში გუნდის წევრების ეფექტურობა ეცემა, გადაღლას მოსდევს შეცდომები, ფრუსტრაცია, გაღიზიანება და ცხადია დენადობა, რასაც გეგმავენ კიდეც გოლდმანის ანალიტიკოსები. ის რომ რანგით უმცროსი თანამშრომლები ბევრს მუშობენ, არ რის კარგი არგუმენტი ახალგაზრდა სამუშაო ძალაში სტრესის შესაქმნელად და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაო მათთვის პირველია, კარიერის პირველი ეტაპი. ასეთი დამოკიდებულება მეზღვაურების მოტოს წააგავს „ცემა გაგრძელდება ვიდრე ნდობა არ გაჩნდება“
რა თქმა უნდა, ეკონომიკა ვერ განვითრდება თუ კვირაში ერთ დღეს ვიმუშავებთ, მაგრამ ზედმეტი სამუშაო საათები ხომ ისევ ეკონომიკას დააზიანებს? ჭარბი სამუშაო საათების შეზღუდვა, ჯერ კიდევ ვიქტორიანულ პერიოდში წამოიწყეს დიდ ბრიტანეთში, მე- 20 სკ დან დაწყებული კი სამუშაო საათების რაოდენობა იზრდება, პროდუქტიულობა უფრო სწრაფად მცირდება.
აუცილებლად იქნება ისეთი პერიოდი, როდესაც ადამიანს მოუწევს გვიანობამდე მუშაობა ან ძალიან ადრე ადგომა რომ პროექტი დაასრულოს. მუდმივად ხანგრძლივი სამუშაო დრო კი მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და ორგანიზაციის გრძელვადიანი შედეგებისთვის. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც წაახალისებენ ხანგრძლივ სამუშაო დღეს და თანამშრომლის ქცევას, დაუთმოს სამუშაოს უფრო მეტი დრო, ვიდრე ოჯახს, მეგობრებს და საკუთარ თავს. ასეთ ორგანიზაციებს კარგი თანამშრომლების ნაცვლად, კარგი მენეჯერები უფრო სჭირდებათ, რადგან თანამშრომლების „გადაწვას“ აუცილებლად მოსდევს შემოსავლების „დაწვაც“.ბევრ მუშაობას ჭკვიანურად მუშაობა ჯობია, კომპანიებს მოუწევთ დაფიქრება რა უკეთესია- კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომელი თუ გადღლით ფერდაკარგული თანამშრომელი, რომელიც სამუშაოს შინაარსაც ვეღარ იგებს.