სამსახურის გასაუბრება ორმხრივი შეფასების პროცესია - ერთის მხრივ კანდიდატი ცდილობს თავი მოაწონოს კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე, მეორე მხრივ თავად აფასებს კომპანიას, რამდენად მისაღებია მისთვის კომპანიის ღირებულებები. მნიშვნელოვანია კომპანია შეესაბამებოდეს კანდიდატის კარიერულ მისწრაფებებს და აძლევდეს მას პროფესიული განვითარების საშუალებას. ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.
Forbes გვიზიარებს ოთხ მთავარ კითხვას, რომლებიც კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა დასვას:
1. კითხვა პოზიციის შესახებ;
ყოველთვის დასვით კითხვა სამსახურის შესახებ, კონკრეტულად რა ტიპის პოზიციაზეა გამოცხადებული ვაკანსია, რას მოიცავს ამ პოზიციაზე დასაქმებული პირის უფლებები და ვალდებულებები. გასაუბრებისას აღნიშნეთ ამ პოზიციაზე მუშაობის ყველაზე საინტერესო ასპექტები და რატომ იქნებით თქვენ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი.
კითხვა შეიძლება ამგვარად ჟღერდეს „გასაუბრებაზე სრულად გაგიზიარეთ ჩემი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი, როგორია თქვენი მოლოდინები, რამდენად შევესაბამები აღნიშნულ პოზიციას? დარწმუნებული ვარ რომ მე შესაფერისი კანდიდატი ვარ და მზად ვარ გავხდე თქვენი გუნდის ნაწილი.“
ამ კითხვის დასმით თქვენ გამოხატავთ ინტერესს, თქვენს მზაობას მიიღოთ უკუკავშირი და აძლევს ინტერვიუერს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას.
2. კითხვა კომპანიის კულტურის შესახებ;
აუცილებლად დასვით კითხვა თუ როგორია კომპანიის კულტურა, ღირებულებები და როგორ გამოიყურება ის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და აღნიშნეთ რა არის თქვენთვის საინტერესო კომპანიის სტრატეგიაში, ღირებულებებსა და კულტურაში.
დასვით შემდეგი კითხვა „მოვიკვლიე ინფორმაცის კომპანიის შესახებ. განსაკუთრებით მომეწონა კომპანიის (მიუთითეთ ღირებულება, სტრატეგია, თქვენთვის საინტერესო ფაქტი, რაც მათ შესახებ მოიძიეთ). შეგიძლიათ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები თუ როგორ აისახება ეს ღირებულება ყოველდღიურ ოპერაციებში და გუნდურ მუშაობაში?“
ამ კითხვის დასმით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ მომზადებული მიხვედით გასაუბრებაზე, გამოხატავთ გულწრფელ ინტერესს კომპანიის ღირებულებების და კულტურის მიმართ, გაინტერესებთ როგორ იყენებს კომპანია პრაქტიკაში საკუთარ ღირებულებებს.
3. კითხვა სტრატეგიული მიმართულების შესახებ;
ბევრი კომპანია და რეკრუტერი თავს არიდებს დაიქირავოს კანდიდატი, რომელიც მხოლოდ მოკლევადიან თანამშრომლობას განიხილავს. გასაუბრებაზე მიუთითეთ, რომ კომპანიაში დიდი ხნით დარჩენას გეგმავთ. რის გამოც აუცილებლად უნდა დასვათ შეკითხვა კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმების შესახებ.
კითხვა შეიძლება ამგვარად ჟღერდეს - „გულწრფელად ვარ დაინტერესებული ხანგრძლივი თანამშრომლობით, თქვენს კომპანიაში მსურს კარიერული ზრდა რამდენადაც ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ჩემს შეხედულებებთან. შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გამიზიაროთ როგორია კომპანიის სამომავლო სტრატეგიული მიმართულება და ჩემი პოზიციის თანამშრომელმა რა როლი უნდა ითამაშოს ამ მხრივ?“
ამ კითხვის დასმით თქვენ აჩვენებთ, რომ დაინტერესებული ხართ ხანგრძლივი თანამშრომლებით, გამოხატავთ ინტერესს კომპანიის მომავლის შესახებ, გამოხატავთ დაინტერესებას თქვენი სამომავლო საქმის შესახებ.
4. კითხვა პირადი გამოცდილების შესახებ;
კომპანიაში არსებული სამუშაო კულტურის შესახებ საუკეთესო ინფორმაცია შეგიძლიათ თავად ინტერვიუერისგან მიიღოთ.
დასვით შემდეგი კითხვა „ჩემს კარიერის განმავლობაში დიდი დრო მაქვს გატარებული კომპანიებში სადაც მისია და ადამიანები იყო მთავარი. შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი პირადი გამოცდილება რითია საინტერესო ამ კომპანიის მისია და რას აფასებთ ყველაზე მეტად კომპანიის კულტურასა და გუნდში?“
ამ კითხვით თქვენ გამოხატავთ, გაქვთ რომ გაქვთ დიდი გამოცდილება, დაინტერესებული ხართ ახალი კომპანიით.
წარმატებული გასაუბრება არ არის მხოლოდ თქვენი კვალიფიკაციების წარდგენა, ამ პროცესში ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ კომპანიის ღირებულებები შეესაბამება თქვენ შეხედულებებს. კითხვების დასმით თქვენ არამხოლოდ გამოხატავთ ინტერესს, არამედ იღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას კულტურის, სტრატეგიული მიმართულებების და პირადი გამოცდილებების შესახებ.
გახსოვდეთ, რომ ინტერვიუს პროცესზე კომპანიასთან ერთად თქვენც იღებთ გადაწყვეტილებას გსურთ თუ არა ამ დამსაქმებელთან ურთიერთობა.
წყარო - Four Key Questions To Ask In A Job Interview (forbes.com)