პროფესიის შეცვლა, თითქმის ყველა ადამიანისთვის დიდ საფიქრალს უკავშირდება. ადამიანები ფიქრობენ იმაზე, რომ ცხოვრების ხარისხს რისკის ქვეშ აყენებენთუნდაც იმიტომ , რომ ახალმა პროფესიამ, შესაძლოა ვერ მოიტანოს ისეთი ფინანსური სარგებელი, როგორიც არსებულს მოაქვს; ახალ საქმეში წაუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაკარგონ როგორც ახალი, ისე ძველი პროფესიაც და საქმის გარეშე დარჩნენ. ადამიანებს მომავალი აშინებთ, თუმცა, ისიც იციან, რომ ის საქმეს, რომელსაც კვირაში დაახლოებით 60 საათს უთმობენ, სიამოვნებას აღარ ანიჭებთ. არიელ შური, რომელიც ABC Staffing Solutions-ის (რეკრუტინგული კომპანია ნიუ იორკში) აღმასრულებელი დირექტორია, საუბრობს იმ ხალხზე, რომლებსაც კონკრეტული მიმართულებით განათლების ხარისხი აქვთ, თუმცა სულაც აღარ უნდათ იმ საქმის კეთება, რომლის შესწავლასაც ამდენი დრო, ენერგია და ფული დაახარჯეს.
ავსტრალიელმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს ადამიანებისათვის საფიქრალი შეემსუბუქებინათ. მათ დეკემბერიში Proceedings of the national academy of sciences-ში გამოქვეყნეს კვლევის შედეგები, სადაც 3500-ზე მეტი პროფესია იყო წარმოდგენილი. მკვლევარებმა დააჯგუფეს ისეთი პროფესიები, სადაც საქმის შესულებისათვის მსგავსი პიროვნული თვისებებია საჭირო, რაც მათი კვლევის მონაწილეებისტვის გაამრატივებდა ახალი პროფესიის შერჩევის პროცესს. მაგალითად, კვლევის მიხედვით, არტ დილერები წარმატებულები იქნებიან საჯარო ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში, ფინანსური მენეჯერების შინაგანი სამყარო კი ციფრულ მარკეტინგთან და E-commerce-თან არის ყველაზე ახლოს.
პიროვნული მახასიათებლების მიხედვით კარიერაში ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღება რადიკალურად განსხვავდება სამსახურის ძიების სტანდარტული პროცესისგან. როგორც ცნობილია, სხვადასხვა პიროვნული თვისებები ადამიანს ეხმარება მიიღოს სწორი გადაწყვეტილება მომავალ საქმიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ უნარები და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ის მაინც არ არის საკმარისი გრძელვადიანი წარმატებისა და მოტივაციისთვის. პიროვნული მახასიათებლების და ე.წ. soft skill-ების მიხედვით სამსახურის შერჩევას კი შეუძლია ადამიანის წარმატებული კარიერის შექმნა.
უნარების მიხედვით სამსახურის მოძიების იდეის დასადასტურებლად, მკვლევარებმა კვლევა 236 წარმატებული პროგრამისტის “ტვიტების“ შესწავლით დაიწყეს. სპეციალურ პროგრამაში მათ ამ პროგრამისტების მიერ გამოქვეყნებული ასობით ტვიტი შეიტანეს. პროგრამა აანალიზებდა კვლევის მონაწილეების ღირებულებებს, საჭიროებებს და ყოფდა მათ 5 ძირითადი ნიშანთვისების მიხედვით: მოქნილობა, სინდისიერება, ექსტროვერსია, ნევროტულობა და გახსნილობა. პირველადმა შედეგებმა მკვლევარების გაოცება გამოიწვია: ყველა პროგრამისტის პიროვნულ თვისებებზე მონაცემი ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც იმას ადასტურებდა, რომ მათ მსგავსი პიროვნული მახასიათებლები ჰქონდათ. ამის შემდეგ, კვლევის ორგანიზატორებმა იგივე კვლევა ჩოგბურთელებზე, არქიტექტორებსა და ანალიტიკოსებზე ჩაატარეს, შედეგი კი იგივე მიიღეს-მსგავსი თვისებების მქონე ადამიანები. ადამიანური ქცევის მკვლევარებმა სულ 128 000 Twitter ის პროფილი შეისწავლეს, სადაც ბიოგრაფიის ველში მითითებული იყო სამუშაო ადგილი, მონაცემების ავთენტურობას კი მკვლევარები აშშ-ს შრომის სტატიკის ბიუროში ამოწმებდნენ. მკვლევარების მიერ გამოქმვეყნებულ შედეგებში ნახსენებ თითოეულ პროფესიაზე Twitter-ის მინიმუმ 50 პროფაილია შესწავლილი.
მომავალში ეს კვლევა უფრო ზუსტი გახდება, რადგან მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაიხედონ Twitter-ს მიღმა და დაუშვან ფაქტი, რომ ის ადამიანები, რომლებიც twitter-ის პროფილების მიხედვით გაანალიზეს, სულაც არ არიან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომელიც მათ შინაგან სამყაროს საუკეთესოდ ერგება. ისინი ამ ნაკლის გამოსწორებას იმ ადამიანთა კვლევით გეგმავენ, რომლებიც ამა თუ იმ პროფესიაში ყველაზე წარმატებულები არიან.
ეს კვლევა შესაძლოა, ძალიან გამოადგეთ X თაობის წარმომადგენლებს, რადგან კარიერის ცვლილება ასეთი ადამიანებისთვის უფრო რთულია, კვლევა კი მათ არჩევნის გაკეთებას გაუმარტივებს და ახალი პროფესიის ეფექტურ ძიებაში დაეხმარება.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პროფესიის ასარჩევად აუცილებელია ადამიანი საკუთარ პიროვნულ მახასიათებლებს დააკვირდეს, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ ადამიანის მოტივაციას და წარმატებას. შინაგან სამყაროზე პროფესიის მორგების შემდეგ, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი თავი ბოლომდე გამოავლიანოს და გახადოს ცხოვრება იმაზე უკეთესი, ვიდრე ის აქამდე იყო.