Covid 19-ის პირობებში, პირბადე თავდაცვისათვის აუცილებელი ატრიბუტი გახდა და დღევანდელი ეპიდსიტუაციისდან გამომდინარე, მისი ტარება მომავალ თვეებშიც აქტიურად მოგვიწევს.
ადამიანებს ერთმანეთის გაგება პირბადის გარეშეც უჭირდათ. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნახევრად დაფარული სახე ადამიანების ემოციებისა და სათქმელის გაგებას კიდევ უფრო რთულს ხდის.
როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადების უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და თან, მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია უწევთ? კომუნიკაციის ქოუჩი შერილ ჩემბერსი ამ სამ რჩევას გვთავაზობს:
1) თვალები
ჩემბერსი ამბობს, რომ თუ ადამიანს პირბადით კომუნიკაცია უწევს, მოსაუბრეს თვალებში უნდა შეხედოს. ეს ერთი შეხედვით მარტივი ქმედება შესასრულებლად რთულია, რადგან თავლებში ცქრეისას ტვინი დამატებით ენერგიას ხარჯავს და ეს პროცესი, სამი წამის შემდეგ, არაკომფორტული ხდება.
თავდაპირველად, ადამიანის თავლებში ცქერა შესაძლოა არაკომფორტულიც იყოს. თუმცა, როგორც BBC-ის ჟურნალისტი სენდი ონგი ამბობს, საუკუნეების განმავლობაში, სწორედ ასე იქცეოდნენ ისეთი ქვეყნების მკვიდრები, რომლებსაც სახის ნაწილის დაფარვას რელიგიური რიტუალები და კულტურა ავალდებულებდა. საუბრისას, თვალებით კომუნიკაცია სწავლადი უნარია და ამის მაგალითი შუა აზიაში მცხოვრები ადამიანები არიან.
2) სხეულის ენა
პირბადით კომუნიკაციისაას, თვალებთან ერთად სხეულის ენაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანი ბედნიერია, ის თავს მაღლა წევს, მოწყენისას კი დაბლა ხრის. ჩემბერსი ამბობს, რომ სხეულის ენისმსგავსი ასპექტების შესწავლა, კომუნიკაციისას ადამაინებს გაურკვევლობის შეგრძნებას გაუქრობს. სხეულის ენის ცოდნა ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი სათქმელი უკეთესად გადმოსცეს. მაგალითად თუ ადამიანს სურს, რომ სხვას მიმართოს უნდა გასწორდეს, თავი მოსაუბრესკენ მიატრიალოს.
3) ხმისა და ტონის გასწორება
პირბადე ხმის ტემბრსაც ახშობს. ამიტომ, პირბადით კომუნიკაციისას ადამიანმა ხმას უნდა აუწიოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყვირილი ადამიანის სათქმელს უკეთესად არ გადმოსცემს, არამედ მსმენელს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსაუბრე გაბრაზებულია. ჩემბერსი გვთავაზობს, რომ საუბრისას, ყვირილის ნაცვლად უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ტონსა და გამოთქმას.
ჩემბერსის რჩევები ეფექტური კომუნიკაციისთვის შესრულებისათვის ძალიხმევას მოითხოვს, თუმცა, რადგან კორონავირუსმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, ამ უნარების გამომუშავება ნამდვილად მოგვიწევს.