ბევრი ადამიანისთვის სამსახურთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა დროის განაწილებაა. ტრადიციული სამუშაო გრაფიკი ხელს უშლის ყველაფერს რაც პარალელურად ცხოვრებაში ხდება. ჩვენ არსებულ მოცემულობად ვიღებთ სტანდარტულ ხუთ სამუშაო დღიან კვირას, თუმცა ეს განრიგი თითქმის ერთი საუკუნის წინ იყო შემუშავებული.
უკანასკნელი წლების განმავლობაში გააქტიურდა დისკუსიები სამუშაო კვირის 4 სამუშაო დღემდე შემცირების თაობაზე.
ბევრ ინდუსტრიას არ შეუძლია ყოველკვირეულად ერთი სამუშაო დღე გამოათავისუფლოს. ამის ნაცვლად, შესაძლებელია შემცირდეს ყოველკვირეული სამუშაო საათების რაოდენობა და მაგალითად, 40 საათის ნაცვლად, განისაზღვროს 32 საათი. ასეთ დროს, დამსაქმებელს შეუძლია თავად აირჩიოს საკუთარ ბიზნესზე მორგებული მოდელი - 5 სამუშაო დღე 6 სამუშაო საათით ან 4 სამუშაო დღე 8 სამუშაო საათით ან ნებისმიერი განსხვავებული ვარიაცია.
სავარაუდოდ, ბევრი კომპანია ოთხ დღიან სამუშაო კვირას აირჩევს და ეს გახდება ახალი სტანდარტი. თუმცა ამ ცვლილებაზე მნიშვნელოვანია შეიცვალოს სამსახურის და სამუშაოს მიმართ არსებული დამოკიდებულება.
32 საათიანი სამუშაო კვირა არ ნიშნავს, რომ ამაზე მეტს არავინ იმუშავებს, თუმცა სტანდარტული სამუშაო საათების 32 საათამდე მუშაობა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ანაზღაურებას ზეგანაკვეთურად ნამუშავარი დროისთვის.
სამუშაო საათების შემცირებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმ ინდუსტრიებზე საუბარიც, რომლებისთვისაც ამგვარი ცვლილება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება რთული იყოს. მაგალითად, სამედიცინო სფეროში დასაქმებულები ხშირად 12 და 24 საათიან ცვლებში მუშაობენ. ამგვარი განრიგით მუშაობა იწვევს გადაღლას და გადაწვას, რაც მათი სამუშაო ცვლების რაოდენობის გადახედვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
რაც უფრო მეტი დამსაქმებელი ისაუბრებს ამ თემაზე, მით უფრო კარგი მოდელის შემუშავება შეიძლება. საკითხის საკანონმდებლო რეგულირებამდე, არსებობენ კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ცვლიან სამუშაო დროს და გადავიდნენ 4 დღიან სამუშაო კვირაზე, მაგალითად, Buffer, Panasonic, Kickstarter, Microsoft და სხვა.
წყარო - https://www.fastcompany.com/90856183/30-ai-tools-you-can-try-for-free