პოსტ პანდემიურ სამუშაო გარემოზე მსჯელობა, თითქოს კონსესუსამდე მივიდა და გადაწყდა, რომ მომავალი სამუშაო გარემო ძირითადად ჰიბრიდული იქნება. სტენფორდის კვლევის მიხედვით, ორგანიზაციების 70% პანდემიის დასრულების შემდეგ ჰიბრიდულ სამუშაო გარემოზე გადასვლას გეგმავს.
ჰიბრიდული სამუშაო გარემოს ნორმად ქცევის შემთხვევაში ჩნდება რამდენიმე კითხვა, მაგალითად, როგორ უნდა აკონტროლონ მენეჯერებმა საიდან და როდის იმუშავებენ თანამშრომლები? პანდემიამდე არსებობდა უამრავი კვლევა და თვალსაჩინო მაგალითი, რომ თანამშრომლები თავად უნდა აკონტროლებდნენ საკუთარ სამუშაოებს. მაგალითად, მელბურის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების მიხედვით, თუ ადამიანს საკუთარ სამუშაოებზე ავტონომია აქვს, დამსაქმებლის მიმართ უფრო ლოიალური ხდება და მისი მუშაობის შედეგებიც უმჯობესდება. ილინოისის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, თვითკონტროლირებადი სამუშაო ამცირებს სტრესს, რომელსაც ხშირად სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დარღვევა იწვევს.
კონტროლი
პანდემიამ ყველა, ჩვენთვის აქამდე უცნობ სიტუაციაში ჩაგვაყენა. ამერიკის ბაზრის სამუშაო ძალის კვლევის მიხედვით, რომელზეც სტენფორდის უნივერსიტეტის გუნდი მუშაობს, დადგინდა, რომ ამერიკელთა 32% -ს აღარ უნდა ოფისში დაბრუნება. ეს ადამიანები ძირითადად არიან ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ, სამსახურამდე დიდი მანძილი აქვთ გასავლელი ან ცხოვრობენ მშვიდ გარემოში, სადაც კომფორტული სამუშაო სივრცე აქვთ მოწყობილი.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკელი დასაქმებულების 21%-ს აუცილებლად ოფისში დაბრუნება სურს. ამ ჯგუფს განსხვავებული გარემომებები აქვს: ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ახალგაზრდა, მარტოხელა ადამიანები, რომლებიც ან მარტო ან საზიარო ბინებში ცხოვრობენ.
კვლევის შედეგები ნადვილად ლოგიკური არგუმენტი იქნება იმისათვის, რომ ადამიანებს სამუშაო გარემოს არჩევნის თავისუფლება მივცეთ. თუმცა, ეს არგუმენტი პანდემიამდე არსებულ შეხედულებას ამყარებს, რომ სამუშაოს კარგად შესრულების შემთხვევაში, მნიშნელობა არ აქვს, თუ საიდან იმუშავებს ადამიანი.
კოორდინაცია
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ნიკოლას ბლუმი, ზემოთ აღნიშნული შეხედულების აქტიური მხარდამჭერი იყო. თუმცა, დღეს მან აზრი შეიცვალა და ფიქრობს, რომ გუნდის ეფექტურად მუშოაბისათვის სამუშაოები კოორდინირებული უნდა იყოს. მისი თქმით, გუნდის ნაწილის დისტანციურად, ხოლო ნაწილის ოფისიდან მუშაობამ, შეიძლება გუნდის შიგნით და გარეთ განსხვავებული დინამიკები შექმნას, რაც პრე პანდემიურ პერიოდშიც ძირს უთხრიდა მოქნილ სამუშაო გარემოს.
ბლუმის თქმით, როდესაც შეხვედრები ვიდეო ზარის საშუალებით ტარდება, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებმა იციან რომ, შეხვედრების ფორმალური ნაწილის შემდეგ, დისკუსია ოფისშიც გაგრძელდება. ეს კი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს უჩენს შიშს, რომ ისინი მნიშნელოვან განხილვას გამოაკლდებიან.
ამასთან, ჩნდება კითხვები, თუ რომელი თანამშრომელი იმუშავებს სახლიდან და რომელი ოფისიდან და როგორ -აისახება მსგავსი გადანაწილება ორგანიზაციის შედეგებზე. როგორც ზევით აღვნიშნეთ, სახლიდან მუშაობა იმ ადამიანებშია პოპულარული, რომელთაც შვილები ჰყავთ, განსაკუთრებით კი ქალებში. მათი რაოდენობა მამაკაცებისას საგრძნობლად აღემატება.
მხედველობის არიდან შორს
ჯორჯიის შტატის სამხრეთ უნივერსიტეტში და ბრიგჰემის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ მენეჯერებს ძალიან უჭირთ დისტანციურად მუშაობა. კვლევის ავტორების თქმით, ადამიანი ბუნებრივად მიკერძოებული ხდება იმ თანამშორმლების მიმართ, რომელთან ერთადაც ფიზიკურ სივრცეში მუშაობს. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც დიტანციურად მუშაობენ, შეიძლება დაწინაურების ნაკლები შანსი ჰქონდთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გუნდის წევრბის სხვადასხვა ლოკაციიდან მუშაობა მენეჯერებისთვის უფრო დიდ პრობლემას ქმნის, ვიდრე გუნდის ერთ სივრცეში მუშაობა. ეს კარგად ჩანდა ბლუმის 2014 წლის კვლევაში, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, ოფისში მომუშავე თანამშრომლებთან შედარებით, დაწინაურების 50%-ით ნაკლები შანსი აქვთ. თუ ორგანიზაციები მრავალფეროვანი და თანასწორი სამუშაო გარემოსკენ მიისწრაფიან, სავარაუდოა რომ, ჰიბრიდული გარემო ამ მიზნის მიღწევისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს.
არაპირდაპირი
ასე რომ, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ექნებათ თუ არა პოსტ პანდემიურ სამყაროში თანამშრომლებს სრული თავისუფლება სამუშაო ადგილის არჩევისას. ასეთი სამუშაო კულტურა ორგანიზაციაში მრავალფეროვნების კრიზისს შექმნის, ხოლო თანამშრომლები რომლებიც ოფისიდან იმუშავებენ უფრო მარტივად შეძლებენ ორგანიზაციის იერარქიულ კიბეზე ასვლას.
ბლუმი ამბობს, რომ მენეჯერებმა უნდა აკონტროლონ სიტუაცია და იმუშაონ არა მხოლოდ თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ შექმნან გარემო, სადაც გუნდის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად მოიყრიან თავს.
რა თქმა უნდა, ბლუმის მსჯელობა ლოგიკურია და ნამდვილად არსებობს გარდაუვალი რისკები, რომელიც თითოეული გარემოსთვის ნიუანსური და უნიკალური იქნება. რაც ნამდვილად ნათელია, არის ის, რომ ჰიბრიდულ სამუშაო გარემოზე გადასვლა სულაც არ იქნება ისეთი მარტივი და უმტკივნეულო პროცესი, როგორც დღეს წარმოგვიდგენია.
წყარო: Forbes