წლების მანძილზე, კომპანიების დიდი ნაწილი ცდილობდა სამსახური წარმოეჩინა დასაქმებულებისთვის ერთ დიდ ოჯახად. მიუხედავად ამისა, დასაქმებულები უფრო და უფრო მეტად გრძნობენ თავს მარტოდ სამსახურის გამო, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები მარტოობას ჯანმრთელობის ეპიდემიადაც მოიხსენიებენ. განურჩევლად ყველამ, იქნება ეს ახალი დაწინაურებული თანამშრომელი თუ შემცირებაში მოყოლილი დასაქმებული, კარგად იცის, რომ სამსახური ოჯახი არ არის.
იზოლაციის პრობლემა
TheLi.st-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორპორატიულ სამსახურში დასაქმებული ადამიანების 80% თავს მარტოდ გრძნობს და ეს შეგრძნება პირდაპირ უკავშირდება მათ სამსახურს. ისინი განიცდიან იზოლაციის შეგრძნებას, ვერ გრძნობენ მხარდაჭერას და თვლიან, რომ მათ დამსაქმებელს არ უნდა, რომ წარმატებას მიაღწიონ.
კვლევის თანახმად მარტოობის შეგრძნება განსაკუთრებით აქვთ ქალებს, ფერადკანიანებს, რადგან თვლიან, რომ არ აქვთ სამსახურში საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა. მარტოობის პრობლემა აქვთ Gen Z თაობის დასაქმებულებსაც, რადგან ისინი სამუშაო ძალას პანდემიის პერიოდში შეუერთდნენ და არ ჰქონიათ საკმარისი დრო პროფესიული კავშირების ჩამოსაყალიბებლად.
სამსახურის ოჯახი ნამდვილი ოჯახის წინააღმდეგ
ბევრი ლიდერი საკუთარი გუნდის წევრებს დიდ ოჯახად მოიხსენიებს. ამგვარი ფრაზა გამაფრთხილებელ ნიშნად მიიღეთ. როდესაც ლიდერი ცდილობს სამსახურის ოჯახად წარმოჩენას, დიდი ალბათობით უფრო მეტის მოლოდინიც აქვს დასაქმებულების მხრიდან. მაგალითად, დამატებით მუშაობა, არასამუშაო დროებში მუშაობა და ა.შ.
ისიც უნდა ითქვას, რომ არავის გვინდა სამსახური ოჯახი იყოს, თუმცა, ამავდროულად არ გვინდა თავს უბრალო, პატარა ჭანჭიკად გვრძნობდეთ. ყველა ადამიანმა თავად უნდა იპოვოს იდეალური შეუალედი, ბალანსი სამსახურის და პირად ცხოვრებას შორის, რომელიც იმუშავებს მხოლოდ მისთვის.
კავშირების ჩამოყალიბება
მარტოობის ეპიდემიის მოგვარება რთულია, თუმცა შეიძლება პატარა ცვლილებებით მისი შეჩერება. მაგალითად, დაუთმეთ დრო პატარა გამარჯვებების აღნიშვნას და სამსახურში მნიშვნელოვანი მიღწევები აღნიშვნეთ გუნდის წევრებთან ერთად. ადამიანებს ცოტა რამ სურთ სამსახურისგან - აღიარება და ზრუნვა. მარტოობის დასამარცხებლად კარგი გზა შეიძლება იყოს არსებული ურთიერთობების გამყარება ან ახალი მეგობრების პოვნა სამსახურში.
წყარო - https://www.fastcompany.com/91115013/why-we-feel-lonely-at-work