სტივ ჯობსს სჯეროდა, რომ წარმატებულ ანტრეპრენერს წარუმატებელი ანტრეპრენერისგან ჟინი განასხვავებს. მისი აზრით, ეს ის უნარია, რაც ადამიანს რთული სიტუაციების დაძლევაში ეხმარება. სტივ ჯობსის ნათქვამიდან გამოდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მენტალური სიძლიერე წარმატების მისაღწევად აუცილებელია. წარმატებული ადამიანები ხშრად იკლებენ სიამოვნებას, ნაკლებად აჰყვებიან გარშემო არსებულ ცდუნებებს და მუდმივად აკეთებენ იმას, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუმცა, წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე მეთოდს ბრმად არ მისდევენ
კვლევის Proceedings of the National Academic of Sciences ავტორები ამბობენ, რომ სტრატეგულად ფიქრის უნარი არის ის უნიკალური, რაც ადამიანს მიზნის მიღწევაში ეხმარება. ისინი თვლიან რომ სტრატეგიული გონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნარების“ ქონა, რადგან სტრატეგიული გონების გარეშე შეუძლებელია სხვა უნარების სწორად გამოყენება. როგორც ამბობენ, „ფიქრი ფიქრზე“ ანუ, იგივე მეტაკოგნიტურობა, წარმტების მისაღწევადმნიშვნელოვანი აქტივია.
წარმატება მუდმივი ქმედების შედეგია. თუ ადამიანი პერმანენტულად და ჟინით აკეთებს რამეს, ყოველი მომდევნო ცდა უკეთესია, თუმცა, „რაღაც დონემდე“, მომდევნო დონე კი წარმატების სტრატეგიულადფიქრის უნარის გამომუშვებაა, რომელიც მიმდინარე პროეცესის, რუტინის ან თუნდაც ჩვევების მიმართ კითხვების დასმა და მოცემულეობის განსხვავებულ ჭრილში დანახვის მცდელობაა.
როგორც მკვლევარები ამბობენ, სტრატეგიულად ფიქრის უნარის გამოსამუშავებლად, არსებობს საორიენტაციო კითხვები, რომელიც ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას, თუ მას მიზნების მიღწევა უნდა. მკვლევარების აზრით, ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია დასხვას კითხვები და გაანალიზოს საკუთარი მიდგომები, საკუთარი ქმედებების და საკუთარი მიღწევებიც კი, თუ მას მომავალში საკუთარი უნარების ან შედეგების გაუმჯობესება უნდა.
ამ მოსაზრების დასამტკიცებლას ჩატარდა კვლევა, სადაც სტუდენტებს 6 კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, შეეფასებინათ საკუთარი თავი შეკითხვების მიხედვით და 1-დან 5 ქულამდე კითხვები ასე გამოიყურებოდა:
1) როდესაც გამოსავალს ვერ პოულობ, რამდენად ხშირად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „რა შემიძლია გავაკეთო საკუთარი თავის დასახმარებლად?“
2) როდესაც საქმეში წინ ვერ მიიწევ, რამდენად ხშირად უსვამ საკუთარ თავს კითხვას: „არსებობს თუ არა ამ საქმის შესრულების უკეთესი გზა?“
3) როდესაც იმედგაცრულებული ხარ, რამდენად ხშრად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „როგორ გავხდე უკეთესი?“
4) როდესაც გამოწვევების წინაშე ხარ, რამდენად ხშრად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ ეს გამოწვევა წარმატებით გადავლახო?“
5) როდესაც ღელავ და განიცდი, რამდენად ხშრად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „ როგორ შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავს?“
6) როდესაც რაიმე საქმე გირთულდება, რამდენად ხშირად უსვამ საკუთარ თავს კითხვას: „როგორ შემიძლია უკეთესად ამ საქმის შესრულება?“
მკვლევარებმა შემდეგი შედეგი მიიღეს: ტესტში ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებს, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ. მომდევნო კვლევებით კი დადგინდა, რომ ძირითადად , მაღალი აკადემიური მოსწრების ადამიანები კარიერაში წარმატებას აღწევენ, რადგან მათ სტრატეგიული ფიქრის უნარი გააჩნდათ.
მომდევნო ექსპერიმენტში მკვლევარები ადამიანთა ორ ჯგუფს დააკვირდნენ. პირველ ჯგუფს სტრატეგიული ფიქრის კონცეფცია გააცნეს, ხოლო მეორეს- არა. შემდეგ კი ორივე ჯგუფს მისცეს სამუშაო, „დავალება“ და ჯგუფს, რომელმაც არ იცოდა „სტრატეგიული ფიქრის“ შესახებ, დავალების მიზნებიც დაუსახეს. ცხადია, დავალება „სტრატეგიული ფიქრის“ კონცეფციის მცოდნე ჯგუფმა უკეთესად შეასრულა, ვიდრე „კონტროლისა და პროცედურის მცოდნე“ ჯგუფმა. „სტრატეგიულად ფიქრის კონცეფციის“ მცოდნე ჯგუფმა ბევრი კითხვა დასვა, მიმართა სხვადასხვა მიდგომებს, გაანალიზეს სხვადასხვა შესაძლებლობები და არ შეუჩერებიათ ფიქრის პროცესი, მაშინაც კი, როცა დავალების შესრულების ეფექტურ გზებს მიაგნეს.ცხადია, სტრატეგიულმა ფიქრის კონცეფციამ უკეთესი პროცესი და შედეგი შექმნა.
თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ამბიციურ მიზნებსა და გამოწვევებს სხვანაირი მიდგომა და ფიქრი სჭირდება. გამოწვევების დაძლევას „ფიქსირებული“ ფიქრი და მიდგომები ვერ ეხმარება, ნაცადი და ნაცნობი „სტრატეგიები“ ნაკლებად ეფექტურია, რადგან „ნაცადი“ მეთოდი არსებულ უცნობ გამოწვევებთან მიმართებაში, ხშირად, არაეფექტურია. თანამედროვე გარემოს სტრატეგიული ფიქრის უნარი სჭირდება მიზნების, შედეგებისა თუ გამოწვევების დასაძლევად. მუდმივი შეფასება, ახალი მიდგომებისა თუ მეთოდების აღმოჩენა ბევრ, თანამედროვე სამუშაოს თუ საქმეს სჭირდება.
მომდევნო ჯერზე, როდესაც ახალ მიზნებს დავუსახავთ საკუთარ თავს, ზემოთ დასახელებული ექვსი კითხვა დაგვეხმარება ახალი და ინოვაციური მიდგომების აღმოჩენაში, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში. მკვლევარების აზრითკი სტრატეგიული ფიქრის უნარი გამომუშავებადია, თუმცა მასაც მუდმივი მუშაობა სჭირდება.