კარგი მენეჯერობა სხვებისთვის მუშაობას ნიშნავს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კარგი მენეჯერი მუშაობს თავისი თანამშრომლებისათვის, ისევე, როგორც მომხმარებლისათვის.
HCL Technologies –ის აღმასრულებელ დირექტორი ვინიტ ნაიარი საკუთარ წიგნში „Employees First, Customers Second: Turning Conventional Management Upside Down“ საუბრობს HCL-ის მიდგომაზე რომელიც გულისხმობს მიდგომა Employee first (ჯერ თანამშრომელი). მისი თქმით, სწორედ ეს მიდგომაა მიზეზი იმისა, რომ დღეს HCL მსოფლიოში IT სერვისების მიმწოდებელი სწრაფად მზარდი კომპანიაა.
Employee first. ისეთი სამუშაო კულტურის შექმნას გულისხმობს, რომელიც ნდობაზე, გამჭვირვალობასა და ინფორმაციის გაცვლაზეა მიმართული. მსგავსი კულტურა ორგანიზაციაში ანტრეპრენული სულისკვეთების გაჩენასაც იწვევს, რომელიც თანამშრომლებს იდეების განხორციელების, გადაწყვეტილების მიღების და საკუთარ საქმეზე სრული პასუხისმგებლობის აღების სურვილს უჩენს.
Employee first,ვინიტ ნაიარის წიგნში გულისხმობს წარმატების შექმნას ჯერ გუნდის წევრებისთვის და შემდეგ კი კლიენტებისთვის. ის ამ პროცესს „მწვერვალისკენ სვლას“ უწოდებს და გაგიზიარებთ ამ ალეგორისს სამ მნიშვნელოვან წესს:
1. მენეჯერს უნდა უყვარდეს ადამიანები, ვინც მასთან ერთად მუშაობენ
დიდი ხანია, ტაბუდედებული აღარ არის ის, რომ ადამიანები სამუშაო გარემოში ბუნებრივ, ადამიანურ ემოციებს განიცდიან. მათ აღარ სურთ სამსახური, სადაც მხოლოდ საათებს დაითვლიან და ხელფასისთვის იმუშავებენ. მათ სურთ მიზანი, რომელსაც ემსახურებიან და შედეგი, რომელიც ცვლილებებს იწვევს.
მენეჯერებმა, რომლებიც თანამშრომლებს პირველ ადგილას აყენებენ, ეს ყველაფერი თავიდანვე იციან, ისინი ქმნიან გარემოს, რომელიც დასაქმებულების მოტივაციას ზრდის. მათ თავიდანვე უყვართ ის ადამიანები, რომლებიც მათთვის მუშაობენ, ეს სიყვარული კი ზრუნვაში ბუნებრივად გარდაიქმნება. შედეგად, ისინი თანამშრომლების უპირობო ერთგულებასა და მათი მუშაობის მაღალ ხარისხს იღებენ. უპირობო კორპორატიული სიყვარული სათავეს იმ მენეჯერისგან იღებს, რომელსაც თავისი თანამშრომლები უყვარს.
Yahoo-ს Chief Solution Officer, ტიმ სანდერსი, რომელიც „ბესტსელერი“ ავტორი და სპიკერია, წერდა, რომ ბიზნესს ყველაზე დიდ ძალას არც შიში, არც სიხარბე და არც კონკურენციის შეგრძნება აძლევს. ბიზნესის მთავარი ძალა სიყვარულშია და სწორედ ის ეხმარება კომპანიას ზრდაში. სწორედ ეს ძალა ზრდის კარგ მენეჯერს, რომელსაც აქვს ნდობაც, კმაყოფილებაც და ჰარმონია გუნდის წევრებთა
2. ნდობის გაზრდა
დღეს წარმატებული ლიდერობისთვის თანამდებობრივი ძალაუფლებები საკმარისი აღარ არის. სამუშაო გარემო უფრო დეცენტრალიზებული, ჰორიზონტალური და რა თქმა უნდა, ვირტუალურიც გახდა.
სწორედ დღეს, მენეჯერები ისეთი ბიზნეს გამოწვევების წინაშე დგანან. რომელიც ინოვაციურ მიდგომას, რისკების საკუთარ თავზე აღებას და ნდობას მოითხოვს
თუ მენეჯერი თანამშრომლებს უპირველეს ღირებულებად განიხლავს, ეს თანამშრომლებში ნდობას ქმნის. ნდობის დროს კი მენეჯერის ქმედებები ასეთია: ინფორმაციას რეგულარულად და დაუფარავად გაზიარება, დაცვა და მხარში დგომა რთულ სიტუაციაში, თანამშრომლებში განცდა იმისა, რომ მენეჯერი არის ის, ვინც პასუხისმგებელია გუნდის შედეგებზე.
ნდობა წარმატებული ორგანიზაციების მართვის მეორე ნიშანია. მათ შორის არის SAS Institute, რომელიც Fortune-მა ზედიზედ 20 წლის განმავლობაში საუკეთესო კომპანიად დაასახელა. SAS-ის CEO -მ ჯიმ გუდნაითი აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმატების მიზეზი, სწორედ თანამშრომელთა ნდობაშია.
3. ურთიერთობა თანამშორმლებთან
ურთიერთობა და მუდმივი ურთიერთობა მნიშვნელოვანია წარმატებული მენეჯმენტისთვის. მუდმივი ურთიერთოის დროს, მარტივია შეცდომის აღიარება, რაკი მენეჯერისგან ურთიერთობით განმტკიცებული მხარდაჭერა იგრძნობა; მარტივია რისკის გაწევაც, რადგან მენეჯერისგან აქვთ მხარდაჭერა- სცადონ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც არავინ იცის როგორი შედეგები ექნება; არსებობს „ღია კარის“ პრაქტიკა, რაც გულისხმობს მენეჯერთან ნებისმიერ დროს მისვლასა და საუბარს.
აღსანიშნავია ის საინტერესო ფაქტიც, რომ ურთიერთობის დროს მენეჯერები მისი კოლეგებისგანაც სწავლობენ, რადგან მათ იციან, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც საინტერესო ცოდნა. ამიტომ, ისინი თანამშრომლებს კითხვებს უსვამენ და მერე უსმენენ.
მოკლედ, კარგი ამბავი ისაა, რომ ყველა მენეჯერს აქვს ის თვისება, რომელმაც წარმატებულ მენეჯერობაში ხელი შეუშალოს, რაც იმის ნიშანია, რომ ისიც ადამიანია.
უკეთესი ამბავი ისაა, რომ ყველა მენეჯერს შეუძლია ამ ნაკლოვანებებს შესანიშნავ შესაძლებლობად შეხედოს, რადგან სწორედ ამ „ხარვეზებზე“ მუშაობის შემდეგ შეიძლება გახდეს მენეჯერი „წარმატებული მენეჯერი’, ყველა ნეგატიურს ფაქტს თუ თვისებას კი აღმოჩნდა, რომ აუცილებლად მოსდევს საინტერესო შესაძლებლობები