მუშაობის ოპტიმიზაციაზე ფიქრისას, დროზე მნიშვნელოვანი რესურსი ენერგიაა. ხანდახან შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მნიშვნელოვანი პროექტისთვის დრო გამონახეთ, თუმცა ძალიან დაღლილი და გადამწვარი ხართ მასზე მუშაობისთვის.
პერიოდულად პატარა შესვენებების აღება ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ამ გზით თქვენ უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ პროდუქტიულობას, თავიდან აირიდებთ გადაწვას და უკეთ მართავთ ემოციებს და განწყობას. გადაღლის დროს, რთულია ემოციების მართვა, ადამიანი მუდმივად გაღიზიანებულია, იმედგაცრუებულია და რთულია მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. შესვენებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებით საქმეზე მუშაობისას.
გადატვირთულ დღეს საქმით იმდენად ვართ გარემოცულები, რომ რთულია თავისუფალი დროის გამონახვა, თუმცა, არ არის აუცილებელი შესვენება ხანგრძლივი იყოს. გადატვირთვისთვის საკმარისია 5-10 წუთიანი მონაკვეთებიც კი. პატარა შესვენებების დასაგეგმად შეგიძლიათ შემდეგი სტრატეგიებით იხელმძღვანელოთ:
1. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება;
ბევრი ადამიანი ექცევა ბევრი საქმის გავლენის ქვეშ და თვლის, რომ შესვენების აღების უფლება არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ამგვარად თავად თვლით, თუ თქვენი დამსაქმებელი მიგითითებთ ასეთ ქცევაზე, გაიხსენეთ, რომ ადამიანი ხართ და არა მანქანა. საკუთარი დროის მართვაზე პასუხისმგებლობის აღება ლიდერის და ზოგადად ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებელი უნარია. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება, გაანაწილეთ შესვენების პერიოდები.
2. დაყავით სამუშაო დრო ბლოკებად;
როდესაც თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ცდილობთ მაშინვე უპაუხოთ მეილებს და დაგროვებულ შეტყობინებებს? კვლევებით დასტურდება, რომ 50%-ით მეტი დრო გვჭირდება საქმის შესასრულებლად, თუ დავალებებს მუდმივად ვცვლით. კვლევა ასევე ადასტურებს, რომ ადამიანები ცდილობენ ეს დანაკლისი სწრაფად მუშაობით ამოავსონ, ამგვარი მუშაობა კი უფრო მეტ სტრესს და იმედგაცრუებას იწვევს. სამუშაო დღე გაყავით ბლოკებად, განსაზღვრეთ კონკრეტული მონაკვეთი, რომლის დროსაც მხოლოდ მეილებს და შეტყობინებებს უპასუხებთ.
3. შეცვალეთ შეხვედრების ხანგრძლივობა;
ადამიანების უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ შეხვედრა სტანდარტულად 30 ან 60 წუთი უნდა გრძელდებოდეს. შეცვალეთ ეს მიდგომა და შეხვედრების ხანგრძლივობა მათი ფაქტობრივი საჭიროების შესაბამისად განსაზღვრეთ. ეს შეიძლება იყოს 10, 15 ან 45 წუთი. შეზღუდული დროს შეხვედრის მონაწილეები უფრო ეფექტურად გამოიყენებენ. გამოთავისუფლებული დრო გამოიყენეთ შესვენებისთვის და გადატვირთვისთვის.
4. შეხვედრის დაწყებამდე განსაზღვრეთ თქვენი შემდეგი გეგმები;
შეხვედრის დაწყებამდე გააჟღერეთ თქვენი გეგმები, მაგალითად, უთხარით თანამშროლებს, რომ შემდეგი შეხვედრა კონკრეტულ დროს გეწყებათ და ამ დროს ვერ გადააცილებთ. ასეთ დროს, შეხვედრის ყველა მონაწილე ეცდება განსაზღვრულ დროში მოასწროს დაგეგმილი თემების განხილვა. ერთი შეხვედრის გამო მეორეზე დაგვიანება დამატებითი სტრესია.
5. დაგეგმეთ შესვენებები;
შეგიძლიათ საჭირო შესვენების გამოყენებას შეუსაბამოთ სასურველი შესვენება. მაგალითად, საპირფარეშოში გასვლის შემდეგ გაისეინოთ ფეხით, მოაზადოთ ყავა, დაურეკოთ მეგობარს და ა.შ. შესვენება დაგეგმეთ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც თავს ყველაზე დაღლილად გრძნობთ. კვლევების თანახმად, ასეთია შუა დღის 3 საათი. შესვენების დროს ადექით, მოიმზადეთ ყავა, მიირთვით შოკოლადი, გაისერინეთ ფეხით, მთავარია ცოტა დრო კომპიუტერისგან მოშორებით გაატაროთ.
მოულოდნელად გამოჩენილი თავისუფალი დრო გამოიყენეთ შესვენებისთვის, მოუსმინეთ მუსიკას, მიწერეთ მეგობარს, დაელაპარაკეთ თანამშრომლებს და სხვა.
წყარო - https://hbr.org/2024/03/dont-underestimate-the-power-of-small-breaks-during-a-busy-workday