პანდემიის გამო, სახლიდან მუშაობს Microsoft-იც. მისი აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა სახლიდან მუშაობის სამ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას: კოლაბორაცია, სწავლება და თანამშორმლების გადაწვისაგან (burnout) დაცვა.
ნადელასთვის თანამშრომლების გადაღლა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ონლაინ მუშობისას, თანამშრომლები დიდ დროს ატარებენ ვიდეო შეხვედრებზე და მათ ფიზიკური ინტერაქცია არ აქვთ თანამშრომლებთან. Microsoft-ის შიდა ორგანიზაციული კვლევის მიხედვით, სახლიდან მუშობის პერიოდში ადამიანები უფრო მეტს მუშაობენ როგორც კვირის დღეებში, ისე უქმეებზე. დისტანციურად მუშაობა გაცილებით უფრო სტრესული და საზიანოა მენტალური ჯანმრთელობისთვის.
ნადელა თვლის, რომ კონცენტრაცია, რომელსაც ვიდეო ზარი მოითხოვს, მენტალურად ღლის თანამშრომლებს. სწორედ ამიტომ, Microsoft Teams-ის ახალი ფუნქცია Together დაამატა. რომლის გამოყენებითაც, ზარის მონაწილეები ერთ ფონს იზიარებენ, თითქოს ერთ გარემოში არიან და კონცეტრაციასაც ეხმარება. კიდევ ერთი ფუნქციის, Virtual Commute -ს დახმარებით კი, თანამშრომლები მართავენ სამუშაო დღეს და შეთავაზებული მედიტაციის პროცესით, გადადიან დასვენების „რეჟიმში“.
„სამუშაო დღის მანძილზე ყველას აქვს „გამოთიშვის“ დროები, შესაძლოა ეს იყოს სახლიდან სამსახურამდე გზა ავტობუსით ან შეხვედრებს შორის მგზავრობა. სახლიდან მუშაობისას კი ასეთი „გამოთიშვის დროები“ მცირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ზედიზედ რამდენიმე ვიდეო შეხვედრები აქვს თანამშრომელს.“- ამბობს ნადელა და ცდილობს, უკეთ შეისწავლოს ასეთი მომენტები. მას სმენია, რომ მაიკროსოფტელები, ხშირად, სახლიდან მუშაობას სამსაურში ძილს ადარებემ. „ თუკი ასეა, მაშინ როდის აქვთ თანამშრომლებს „დასვენების დრო“? როგორია მათი სამუშაო დღე, მუდმივი შეხვედრებით დატვირთული? თუ კი, მაშინ თანამშრომელმა უნდა მოახერხოს „გამორთვის“ ინტერვალის გამონახვა და სწორად მართონ საკუთარი კალენდარი“- ამბობს ნადელა.
სოციალიზაციის საკომპენსაციოდ, ნადელა თანამშრომლებს ურჩევს დაგეგმონ მოკლე ვიდეო შეხვედრები ერთმანეთთან, ის თავადაც იყენებს მეთოდს გუნდის წევრებთან ურთიერთობისთვის. კითხვაზე, თუ როგორ იცავს სატია ნადელა ბალანსს სამსახურსა და პირად დროს შორის, მისი პასუხია - კითხვით, რომლისთვისაც ის აქტიურად იყენებს Microsoft-ის პროდუქტს SurFace Duo-ს, ორეკრანიან ტაბლეტს. „ სამუშაო, რომელიც დესკტოპთან მუდმივ ურთიერთობას მოითხოვს, ყურადღების კონცენტრაციას აუარესებს. ამიტომ, კითხვა დასვენებისთვის კარგი გადაწყვეტილებაა. როდესაც სამუშო და კითხვის დროს ვიცავ, თავს უკეთესად ვგრძნობ.“
Microsoft-ი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც სახლიდან მუშაობაზე გადავიდა და ცდილობს გააუმჯობესოს სახლიდან მუშაობის პროცესი თანამშრომლების გამოცდილების კვლევის დახმარებით. როგორც ნადელა ამბობს, უნდა ვეცადოთ ვიყოთ უფრო მოქნილები, რაც ამ მოულოდნელ გარემოში ყველა ჩვენგანს სჭირდება.