უნარები რეზიუმეს განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, განაცხადს ავსებთ დაწინაურებისთვის, იცვლით პოზიციას ან ახალ ინდუსტრიაში გადადიხართ სამუშაოდ, უნარები განსაზღვრავს თქვენირეზიუმეს ვარგისიანობას. მომავალი დამსაქმებლისთვის განათლებასა და გამოცდილებაზემნიშვნელოვანი, სწორედ თქვენი უნარები იქნება გადაწყვეტილების მისაღებად.
LinkedIn-ზე კომპანიების 40% აღიარებს, რომ კანდიდატების ეძებენ მათი უნარების შესაბამისად. უნარების მითითება რეზიუმესა თუ LinkedIn-ის პროფილზე, უპირატესობას გაძლევთ სამსახურის ძიებისპროცესში.
რომელი უნარები უნდა მივუთითოთ რეზიუმეში?!
უნარები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა - რბილი უნარები და მყარი უნარები. უნარები ამ ორ ჯგუფადერთიანდება იმის გათვალისწინებით, დაკავშირებულია თუ არა ისინი კონკრეტულ სამუშაოსთან, კომპეტენციასთან, პირად და ადამიანურ უნარებთან და ა.შ.
რატომ უნდა მივუთითოთ რეზიუმეში სხვებთან კომუნიკაციის უნარები?
ინტერპერსონალური უნარები, რბილი უნარების შემადგენელი ნაწილებია და გულისხმობს სხვაადამიანებთან მუშაობის უნარს. ინტერპერსონალური უნარების განსაკუთრებულობას განაპირობებს ისფაქტი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე და რომელ ინდუსტრიაში მუშაობთ, ისინითანაბრადმნიშვნელოვანია ნებისმიერ ტექნიკურ სამსახურში.
არ აქვს მნიშვნელობა რა შედის თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში - პარტნიორობის ჩამოყალიბება, გაყიდვები, შეხვედრებზე პრეზენტაციების გაკეთება, მეილების დაწერა - ინტერპერსონალური უნარებიგულწრფელი, სანდო და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველია.
10 ინტერპერსონალური უნარი, რომელიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში 2024 წელს;
Forbes გვიზიარებს ყველაზე გამორჩეულ ინტერპერსონალურ უნარებს, რომლებიც უნდა მიუთითოთრეზიუმეში. გაზიარებული სია ეფუძნება სხვადასხვა კვლევებსა და ანგარიშებს, რომლებზეც LinkedIn-ისგუნდის წევრები, World Economic Forum და Coursera მუშაობდნენ.
ჩამოთვლილი უნარები თქვენს რეზიუმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანეთ, თუ ისინი ნამდვილადასახავს და შეესაბამება თქვენს პიროვნებას:
1. კომუნიკაცია
2. ემპათია
3. ემოციური ინტელექტი
4. ლიდერობა
5. კონფლიქტის გადაჭრა
6. პრობლემების მოგვარება
7. აქტიური მოსმენა
8. მოლაპარაკებების წარმოება
9. ნეთვორქინგი
10. გუნდური მუშაობა
რეზიუმეში უნარების მითითებასთან ერთად, გასაუბრებისთვის მოამზადეთ პრაქტიკული მაგალითები, თუროგორ გამოიყენეთ კონკრეტული უნარი სამსახურში.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/07/25/10-interpersonal-skills-to-put-on-your-resume-in-2024/