ხანდახან, მარტივი გზა გააკეთებინო თანამშრომლებს მეტი არის შეწყვიტო მათი შეწუხება შეხვედრებით
დისტანციურად მუშაობა ყველასთვის დიდი გამოწვევაა. კომპანიები, ადამიანები და ოჯახები ახალი რეალობის წინაშე არიან. მათ შეცვალეს მუშაობის სტილი და რაც ყველაზე მთავარია, ცდილობენ ბალანსის დაცვას სამსახურსა და სხვა ყველაფერს შორის.
შედეგად, კომპანიებს უწევთ იზრუნონ თანამშრომლების საქმეზე ფოკუსირებასა და ბალანსის შენარჩუნებაზე. სუნდარ პიშაი, Google-ს აღმასრულებელი დირექტორი, აღიარებს, რომ არც ისე მარტივია მოუწოდო თანამშრომელს არ „გადაიწვას“. მათ დასახმარებლად, კომპანიამ რამდენიმე მეთოდი შეიმუშავა.
თანამშრომლებს 2 საშვებულებო დღე დაემატათ. Google მათ გამოყენებას 18 დეკემბრისა და 4 იანვრის შუალედში სთავაზობთ, თუმცა სამუშაოს ხასიათიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილება დასაშვებია.
გარდა ამისა, Google-ს საუკეთესო გადაწყვეტაა: „კვირები შეხვედრების გარეშე“. მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს, მიხვდება როგორი შვების მომტანია ეს სამი სიტყვა.
პიშაი ხნის, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება: „ კვირა შეხვედრის გარეშე ათავისუფლებს დროს და თანამრომლებს შეუძლიათ დაკავდნენ სხვა საქმით ან აიღონ შვებულება. შევთანხმდით, რომ ასეთი კვირა გვექნებოდა 28 დეკემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მათ, ვისაც აქვს გადაუდებელი საქმე, ამ პრივილეგიის გამოყენებას სხვა დროს შეძლებს.“
სახლიდან მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მენეჯერებისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ისინი ცდილობენ იმ ფიზიკური შეხვედრების კომპენსირებას რაც მათ ოფისში ჰქონდათ, ამიტომ იზრდება პირისპირ, ონლაინ შეხვედრების დრო.
ეს კი, გადამღლელია.
სტატიის ავტორის (inc.com) აზრით, თუ რომელიმე კომპანია ამ წესს არ მისდევს, სჯობს გაიზიარონ, რადგან, მისი აზრით, მსგავსი შეხვედრები აცდენენ თანამშრომლებს.Google-ს ამ წამოწყებაში კარგი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის ახალი არ იყო, მათთან უკვე გამოცდილი და აპრობირებულია კვირები შეხვედრების გარეშე.Google-ში გუნდებს და მათ ლიდერებს თავად შეუძლიათ დაგეგმონ ამ ბენეფიტების გამოყენება ისე, როგორც მათი საქმიანობა მოითხოვს.
ამ მეთოდების უპირატესობა ისაა, რომ მათი შესრულება ისეთივე მარტიცია, როგორც სამი სიტყვის თქმა.