ტელეფონზე დამოკიდებულების პრობლემაზე საუბრისას, ძირითადი აქცენტი კეთდება ახალგაზრდა თაობაზე, მაშინ როდესაც ეს პრობლემა არანაკლებ აქტუალურია ნებისმიერი თაობისთვის.
მოზრილი ადამიანი ტელეფონთან დღეში საშუალოდ 4 საათს ატარებს. ამ დროის უდიდესი ნაწილი მიიჩნევა არაპროდუქტიულად გატარებულ დროდ. Digital Wellness Institute-ის მონაცემების თანახმად, ადამიანი დღეში საშუალოდ 237 შეტყობინებას იღებს ისეთ პლატოფრმებზე, როგორებიცაა, მაგალითად, Instagram და Slack. ამგვარი დანაწევრებული ყურადღება ამცირებს ეფექტურად მუშაობის დროს და უარყოფითად აისახება პროდუქტიულობასა და კრეატიულობაზე.
ტელეფონზე და ონლაინ სამყაროზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიები ხშირად გულისხმობს სოციალურ მედიაში ნაკლები დროის გატარებას. ეს რჩევა ზედმეტად ამარტივებს ადამიანის და ტექნოლოგიების ურთიერთმიმართების კომპლექსურ პრობლემას. პლატფორმებზე ნაკლები დროის გატარება ან ტელეფონის მოხმარების დროის შემცირება არ აგვარებს ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, რაც შეიძლება იყოს მარტოობა, დაბალი თვითშეფასება და სხვა.
აკრძალვების ნაცვლად, უფრო ეფექტურია ონლაინ გატარებულ დროზე დაკვირვება და მისი მართვა. ამაში FastCompany-ის რჩევები დაგეხმარებათ:
- დააწესეთ ონლაინ საზღვრები;
ტელეფონის პარამეტრებში შეგიძლიათ დააყენოთ მისი გამოყენების დროის შეზღუდვის ფუნქცია. ხშირად, როდესაც სამსახურში რთული დავალებაა შესასრულებელი ან ბევრი საქმეა, ბევრი ადამიანი გაუაზრებლად იღებს ხელში ტელეფონს, რომ დროებით გაექცეს სამსახურში არსებულ რეალობას, ნახოს რამე მისთვის საინტერესო ან გასართობი.
ამ ტიპის ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანია რამე უფრო ქმედითი სტრატეგიის შემუშავება, ვიდრე უბრალოდ აპლიკაციების წაშლაა.
ტელეფონი შეინახეთ ცოტათი მოშორებით, ჩანთაში ან მაგიდის უჯრაში, თუ შესაძლებელია, სცადეთ მისი გამორთვა სამუშაო საათებში. გამორთეთ შეტყობინებების ფუნქცია, რითიც შეზღუდავთ უსარგებლო შეტყობინებების მიღებას სამუშაო საათების დროს.
- აღნიშნეთ მიღწევები;
ჩვევის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია პატარა გამარჯვებების აღნიშვნა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ფუნქციები, რომლებიც სმარტფონებზე მიჯაჭვულობას განაპირობებს. მაგალითად, გადმოწერეთ აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის კონტროლში, აღრიცხავს თქვენს მიღწევებს და შეგახსნებეთ მათი არსებობის შესახებ.
- წაახალისეთ ოფლაინ ინტერესები;
კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც ახერხებენ ეკრანთან გატარებული დრო ჩაანაცვლონ ოფლაინ აქტივობებით, უფრო დიდხანს ახერხებენ ტექნოლოგიების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების შენარჩუნებას.
ამგვარი აქტივობა შეიძლება იყოს თანამშრომლებთან ერთად ყავის დალევა, პატარა შესვენების მოწყობა, ლანჩი, რომლის განმავლობაშიც ტელეფონს ხელში არ აიღებთ. კვლევის თანახმად, იმ დასაქმებულებში, რომლებიც აქტიურად ჩაებნენ ოფლაინ აქტივობებში, 30%ით გაუმჯობესდა პროდუქტიულობა და შემცირდა სტრესის დონე.
წყარო - Phone addiction is killing productivity. Here’s a practical fix - Fast Company