სამოტივაციო წერილების წერა არავის უყვარს, მეტიც, არც რეკრუტერებს უყვართ მათი კითხვა. სამოტივაციო წერილები, როგორც წესი, აუცილებელია იმისთვის, რომ სამსახურის მაძიებელმა დამსაქმებლის წინაშე წარმოაჩინოს მისი უნარები და გამოცდილება.
კარგად შედგენილ სამოტივაციო წერილს შეუძლია აჩვენოს იმგვარი დეტალები თქვენს შესახებ, რისი მიწოდებაც რთული, ან შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ რეზიუმეს მეშვეობით. და მაინც, თუნდაც შეგეძლოთ იდეალური სამოტივაციო წერილის დაწერა, რა აზრი აქვს მის არსებობას, თუ არავინ წაიკითხავს?!
Google-ის რეკრუტერმა Business Insider-თან საუბრისას გააზიარა, ის, რისი მოსმენაც ასე ძალიან უნდათ სამსახურის მაძიებლებს - „კანდიტატებს არ ევალებათ წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი“. Google-ში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება აპლიკანტის რეზიუმეს და არა მათ სამოტივაციო წერილს.
Google-მა აირჩია განსხვავებული სტრატეგიული მიდგომა დასაქმების მთელი პროცესის მიმართ და იყენებს ე.წ. „ჩუმი დასაქმების“ სტრატეგიას. ამ სტრატეგიაში დამალულია გენიალური მესიჯი, კომპანიისთვის შესაბამისი კანდიდატის საპოვნელად, საჭირო არ არის სამოტივაციო წერილის მოთხოვნა. Google-ის მიდგომით, კანდიდატის შეფასება ხდება აპლიკაციის წარდგენისთანავე, სამოტივაციო წერილის გარეშე. Google-ს არ სჭირდება სამოტივაციო წერილის მოთხოვნა, რადგან შერჩევის თავდაპირველ ეტაპზევე აფასებს კანდიდატის პროფესიულ, სამუშაო ეთიკას.
Google საყოველთაოდ ცნობილია მოტივირებული და წარმატებული კანდიდატების დასაქმებით. საუკეთესო პროფესიონალების დასაქმების ეს მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ სხვა კომპანიები ხშირად ინტერესდებიან, როგორ ახერხებს Google თანამშრომლების მოტივირებას. Google-ს ესმის, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რომლებიც კარგ შედეგებს აღწევენ კომპანიაში, აუცილებელია ჰქონდეთ გამორჩეული სამუშო ეთიკა. კვლევები ადასტურებენ, რომ სამუშაო ეთიკა ნიჭზე მნიშვნელოვანია პროფესიული წარმატების მისაღწევად.
Google პროდუქტიულობის და თანამშრომლების პროფესიული ზრდის წასახალისებლად იყენებს O2-Plus მეთოდს - Google სახავს იმგვარ მიზნებს, რომელთა მიღწევა თითქოს შეუძლებელია. მიუღწეველი გეგმების დასახვა ცოტათი სარისკოა, რადგან შეიძლება გუნდი დამარცხებისთვის იყოს განწირული. თუმცა, უფრო ხშირად, სწორედ ამგვარი მიზნები იზიდავენ საუკეთესო ადამიანებს.
Google-ს აქვს ცხადი წარმოდგენა, როგორი ტიპის ადამიანებს შეუძლიათ იმუშავონ Google-ში. კომპანია ეძებს იმგვარ ადამიანებს, რომლებიც თავიდან არ ირიდებენ დიდ დავალებებს, არ ეშინიათ არარეალური მიზნების და დიდ კომპანიაში მუშაობის სტრესის.
წყარო - The Reason Why Google Doesn't Require Cover Letters Is Counterintuitive And Brilliant | Inc.com