Covid 19 ის გავლენა ეკონომიკასა და დასაქმების ბაზარზე, მსოფლიოს მასშტაბით, კვლევისა და დაკვირვების ობიექტია. წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვან ცვლილებები მოხდება მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის სტრუქტურასა და შესაბამისად, დასაქმების ბაზარზე.
საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია Deloitte, ყოველწლიურად იკვლევს ტალანტების ბაზარს და კომპანიის პროგნოზი, ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელია- ტალანტების ბაზარზე გაიზრდება მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანმრთელობის დაცვის, სერვისისა და განათლების სფეროს პროფესიონალებსა თუ სპეციალისტებზე.
პანდემიის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ, საკონსულტაციო კომპანია McKinsey, თითქმის ყოველთვიურად გვიზიარებს ინფორმაციას, თუ როგორ იცვლება დასაქმებისა და ტალანტების ბაზრის ტენდენციები კომპანიის დაფარვის რეგიონებში (65 - ზე მეტი ქვეყანა და 130 ზე მეტი ქალაქი). McKinsey ს მაისის თვის ანალიზის მიხედვით, ძალიან მზარდია მოთხოვნა კვლავ ინფორმაციულ ტექნოლოგიების, ონლაინ კომერციისა და მიტანის სერვისის სფეროს ტალანტებზე. McKinsey ს ანალიტიკის მიხედვით, ეს ტენდენცია კვლავ გაიზრდება და კომპანიებისთვის შექმნის დეფიციტს საჭირო უნარებისა თუ ცოდნის ტალანტების მოძიებასა და დასაქმების მიმართულებთ. საჭირო უნარები კი კვლავ ტექნოლოგიები, ციფრული ეკონომიკა, სერვისი და ჯანდაცვის სფეროა (აღსანიშნავია ბიოლოგიური ტექნოლოგიებიც, სადაც ტალანტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება 2021 - წლიდან)
Covid 19 ის გავლენა ადგილობრივ დასაქმების ბაზარზე, ჩვენთვისაც საინტერესო და დაკვირვების ობიექტია, რადგან მოსმენილი ინფორმაცია- დასაქმების ბაზარი რადიკალურად შეიცვალა, ციფრებით დაგვედასტურებინა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2012 წლიდან, კომპანია ინსორსი, მინიმუმ წეწლიწადში ერთხელ, სწავლობდა დასაქმებისა და ადგილობრივი ტალანტების ბაზრის ტენდენციებს. წლების განმავლობაში და პანდემიამდე, საქართველოში ერთერთ მოთხოვნად პროფესიას გაყიდვების მენეჯერი წარმოადგენდა, შემდეგ კი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალები (მაგ: დეველოპერი, იტ უსაფრთხოება, ბიზნეს ანალიტიკოსი და სხვ) და საბანკო სფეროს სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ გასული 2 წლის განმავლობაში მზარდი იყო მოთხოვნა საცალო ქსელისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიებზე. თუმცა, კოვიდ- 19 მა, ადგილობრივ ბაზარზეც სხვა ვექტორები გააჩინა. მოდით, ვნახოთ რა შეიცვალა პანდემიიდან დღემდე ადგილობრივ დასაქმების ბაზარზე. ცნობისათვის, დაკვირვებისათვის ვიყენებთ jobs.ge, LinkedIn ზე გამოცხადებულ ვაკანსიებს.
მარტის თვის განმავლობაში, სულ გამოცხადდა 2355 ვაკანსია, საიდანაც 592 ვაკანსიამ დააფიქსირა გაყიდვების სპეციალისტების მოთხოვნა, 891- ლოჯისტიკა, 122- მარკეტინგი და პრ. პანდემიის გამოცხადების შემდეგ, აპრილის თვეში საიტზე დაფიქსირდა თითქმის სამჯერ ნაკლები, 733 ვაკანსია, საიდანაც ყველაზე მაღალი მოთხოვნა ლოჯისტიკისა და მიტანის სფეროს ეკუთვნის -251 ვაკანსია, ხოლო ყველაზე მცირე კი მარკეტინგისა და პრ სფეროს - 28 ვაკანსია.
მაისის თვის განმავლობაში, დასაქმების ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობა აღწევდა 871-ს და საინტერესოა, რომ მაისის თვიდან კვლავ მზარდია მოთხოვნა ლოჯისტიკის მიმართულებით (626 ვაკანსია), გაყიდვების მიმართულებით( 406 ვაკანსია) და სხვადასხვა, ადმინისტრაციულ პოზიციებზე (424 ვაკანსია).
ივნისის თვეში პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის პერიოდის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესო გახდა დასაქმების ბაზარი და ჩვენი დღევანდელი კვლევა, სწორედ ივნისის დასაქმების ბაზრის დეტალურ ანალიზსს დაეთმობა. დეტალური კვლევის მიზეზი შემდეგია- ქვეყნის ეკონომიკამ და შესაბამისად, ბიზნესებმაც, სწორედ ამ თვიდან დაიწყეს ახალ რეალობასთან მორგება, ახალი ბიუჯეტითა თუ გეგმებით ოპერირება, რაც კარგად აისახება ტალანტების მოთხოვნაზეც.
ივნისის განმავლობაში ჯამურად დაფიქსირდა 1607 ვაკანსია (ციფრი არ შეიცავს განმეორებით გამოცხადებულ ვაკანსიებს), საიდანაც 78 ვაკანსია რეგიონებს ეკუთვნის (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გარდაბანი და სხვ). ადამიანურ რესურსზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა შექმნა კვების წარმოება-დისტრიბუციამ (149 ვაკანსია) საცალო ქსელმა (125 ვაკანსია), მომსახურების სფერომ (101) ბანკებმა (93), კლინიკების ქსელმა(59) და იტ კომპანიებმა (59).
ივნისის თვეში აქტიურ ინდუსტრიად იქცა სწრაფი კვების ქსელიც, სადაც 32 ვაკანსია დაფიქსირდა. მზარდი მოთხოვნა შექმნა ქოლ- ცენტრის სერვისმა (30 ვაკანსია) და საკონსულტაციო მომსახურებამაც (31 ვაკანსია). ინფორმაციის დამუშავებისას, ყურადღება მიიქცია ახალმა და მზარდმა სფეროებმაც, როგორიცაა ელექტრონილი კომერცია, ციფრული მარკეტინგული სააგენტოები და ონლაინ მედია პლატფორმები, რომლებმაც სულ 38 ვაკანსია დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის, ტურიზმის სფეროს გაჩერებისა თუ დაპაუზების შესახებ, გაკვირვება გამოიწვია ამ სფეროს აქტიურობამაც, სასტუმროების, დასასვენებელი კომპლექსების მხრიდან ივნისის თვეში ჯამურად 32 ვაკანსია დაფიქსირდა.
სხვადასხვა ინდუსტრიის მიერ შექმნილი მოთხოვნა პროფესიებზე საინტერესოდ აისახა. ცხადია, კვლავ ლიდერობს გაყიდვების სფერო, ისეთი პოზიციებით, როგორიცაა გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტი, გარე გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების აგენტი. ზოგადად, ივნისის თვის ტოპ პროფესიებია გაყიდვების მენეჯერი (242 მოთხოვნა), დისტრიბუტორი/ვაიზერი (156 მოთხოვნა), მოლარე კონსულტანტი (143 მოთხოვნა) და ცხადია, დეველოპერი 143 მოთხოვნით.
გადავწყვიტეთ, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ცალკე გაგვეანალიზებინა დეველოპმენტი, სადაც 103 ვაკანსიიდან მაღალია მოთხოვნა .Net დეველოპერზე, (35%), iOs დეველოპერზე (18 %), Android დეველოპერზე ( 22), და შემდეგ მოდის Full stack ( 5%), Back end ( 4% ) დეველოპმენტზე. დანარჩენი 24 % ნაწილდება React, Java და DBA მიმართულებით.
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ცალკე დავაჯგუფეთ მხარდაჭერა და მმართველობა, სადაც დაფიქსირდა 36 ვაკანსია იტ მხარდაჭერის სპეციალისტზე, 5 ვაკანსია DevOps ინჟინერზე, 26 ვაკანსია კი იტ უსაფრთხოების ოფიცერზე.
საინტერესოა ფაქტია, რომ იზრდება მოთხოვნა, ძირითადად, საბანკო სექტორიდან, ახალ პროფესიებზე, როგორიცაა Product Owner (ჯამურად 12 მოთხოვნა), ბიზნესის ანალიტიკოსზე (22 მოთხოვნა) UX/UI დიზაინერზე - 16 ვაკანსია Data scientist და Data analyst პროფესიებზეც (11 ვაკანსია), რაც განსაკუთრებით დეფიციტურია ადგილობრივ ტალანტების ბაზარზე და რაც თავის მხრივ, ადასტურებს რომ ბანკების „გაციფრულების „ პერიოდი აქტიურ ფაზაშია.
ივნისის თვეში, ყველაზე ნაკლებ მოთხოვნად პროფესიად მოგვევლინა სამშენებლო სფეროს პროფესიები: 5 ვაკანსია არქიტექტორზე, 3 - ხარჯთაღმრიცხველზე. საინტერესოა, რომ მას რეკრუტინგის საიტზე, 16 ჯერ გამოცხადდა დირექტორის თანამდებობაზე (აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსები, ოპერაციები, გაყიდვები)
უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვეში კვლავ შეიქმნა მოთხოვნა PR (10 ვაკანსია) , HR მენეჯერის (16 ვაკანსია) და ციფრული მარკეტინგის მენეჯერის (20 ვაკანსია) პროფესიებზეც. ასევე, გაიზარდა მოთხოვნა საკურიერო მომსახურების სფეროშიც (38 ვაკანსია).
რაც შეეხება LinkedIn მონაცემებს, გასულ თვეში, პლათფორმაზე 74 ვაკანსია დაფიქსირდა, საიდანაც 32 მიეკუთვნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (სოფთვეარ ინჟინერი, დეველოპერი, Product owner, დეველოპერი, არქიტექტი), 15 საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებს, 7 -FMCG სექტორს და დანარჩენი კი ბანკების, ტელეკომუნიკაციებისა და მომსახურების სფეროს ისეთი პოზიციებია, როგორიცაა გაყიდვების ანალიტიკოსი, ტექნიკოსი, წარმოების მენეჯერი, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი და სხვ
ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარს კვლავს სჭირდება გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები. თუმცა, წლების განმავლობაში „შემჩნეული ტენდენცია“ იტ სფეროს პროფესიონალების მზარდ მოთხოვნაზე, კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა, მაგრამ დასაფიქრებელიც - როგორ შეძლებს ადგილობრივი იტ ტალანტების ბაზარი სწრაფად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
აქვე გაგიზიარებთ ჩვენს გეგმებს- დასაქმების ბაზრის ანალიზსს ივლისის თვის ჭრილშიც გაგიზიარებთ. ვფიქრობთ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, როგორ გაგრძელდება და რაზე შექმნის მოთხოვნას ადგილობრივი ბიზნესი ახალი რეალობის მეორე ნახევარში.