VoiceNation-ის მიერ ჩატარებული უახლესმა კვლევამ შეისწავლა კანდიდატების მიერ სამსახურის შეთავაზებაზე უარის თქმის მიზეზები. Forbes-ის სტატიაში გამოყოფილია 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც კანდიდატები შერჩევის ეტაპზე ეთიშებოდნენ პროცესს ან უარს ამბობდნენ სამსახურზე დასაქმების შეთავაზების მიღების შემდეგ:
1. ანაზღაურების ოდენობის ბუნდოვანება;
ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც შეიძლება კანდიდატმა უარი თქვას შემოთავაზებაზე, ხელფასის ოდენობის ბუნდოვანებაა. ამ მიზეზზე უთითებს კვლევის მონაწილეების 38%. როგორ შეიძლება დათანხმდე სამსახურს, როდესაც არ იცი რა იქნება შესრულებული სამუშაოს სანაცვლო ანაზღაურება.
სამსახურის შეთავაზებაში დეტალურად უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია პოზიციის, გამოცდილების, სახელფასო მოლოდინების შესახებ. ეს დეტალური ინფორმაცია ორივე მხარეს ეხმარება თავიდან აიცილონ მომავალი გაუგებრობები.
გასაუბრების პროცესი ორმხრივი დიალოგია, შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელი შეიძლება არ უთითებდეს ანაზღაურების ოდენობას, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ წამოიწყოთ დიალოგი ხელფასის შესახებ. კვლევაში მონაწილეთა 38% უთითებს, რომ უარი თქვეს სამსახურზე დასაქმების შეთავაზებაში ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო, თუმცა 62%-მა მიუთითა, რომ თავი გაართვეს ამ გამოწვევას და წარმატებით დაასრულეს დამსაქმებელთან ხელფასის შესახებ დიალოგი.
2. გასაუბრების თარიღის ცვლილება;
კვლევაში დაკონკრეტებული არ არის რამდენი ცვლილების შემდეგ თქვეს კანდიდატებმა უარი სამსახურის შეთავაზებაზე, თუმცა რესპოდენტთა 25%-მა მიუთითა, რომ ეს იყო მიზეზი, რის გამოც უარი თქვეს კონკრეტულ დამსაქმებელთან ურთიერთობის გაგრძელებაზე.
3. გასაუბრების პროცესში კოლეგის უპატივცემულობა
შემდეგი მიზეზია როდესაც დამსაქმებელი გასაუბრებაზე ხაზს უსვამს რომ მისთვის მნიშვნელოვანი დასაქმებულებზე ზრუნვა, თუმცა საპირისპიროდ იქცევა გასაუბრებაზე. პირადად და უშუალოდ ნანახი მაგალითები კომპანიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებზე ხმამაღლა მეტყველებს კომპანიის შიდა კულტურაზე. ამ მიზეზით დასაქმებაზე უარი თქვა კვლევაში მონაწილეთა 23%-მა.
4. განსხვავებული პოზიციის შეთავაზება
რესპოდენტების 18%-მა მიუთითა, რომ დაინტერესება გამოხატეს კონკრეტული ვაკანსიის მიმართ, თუმცა გასაუბრების შემდეგ სამუშაო შეთავაზება სხვა პოზიციისთვის მიიღეს, რაც ამ შეთავაზებაზე უარის თქმის მიზეზად იქცა.
5. არათანმიმდევრული პასუხები
გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე ერთმანეთის საპირისპირო და სხვადასხვა პასუხების გაცემა დამსაქმებლის მიერ, მის მიმართ უნდობლობას განაპირობებს. ამ მიზეზით დასაქმებაზე უარი რესპოდენტთა 18%-მა თქვა.
სამსახურის გასაუბრების პროცესი დიალოგია და არა ცალმხირვი საუბარი. გასაუბრების პროცესი შეუძლება ძალიან დამღლელი და სტრეტული იყოს, თუმცა არსებობს ამ პროცესის გამარტივების გზებიც. პირველ რიგში მნიშვნელოვანია კანდიდატს გააზრებული ჰქონდეს რა მოლოდინები აქვს, რა არის მისთვის მისაღები და კატეგორიულად მიუღებელი.
წყარო - https://www.forbes.com/sites/chriswestfall/2024/05/16/the-top-5-reasons-job-seekers-are-likely-to-decline-a-job-offer/?sh=3d450c62e301