კარიერის განმავლობაში ყველა ადამიანს უწევს სხვადასხვა სამსახურში და განსხვავებულ პოზიციებზე მუშაობა. ყველა როლი არ იქნება თქვენზე მორგებული, ზოგიერთი სამსახური ცუდია. თუმცა, ხანდახან არსებობენ ძალიან აშკარა ნიშნები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, დროა ახალი სამსახურის ძებნა დაიწყოთ. მაგალითად:
- სამსახურში ახალს არაფერს სწავლობთ;
გამოწვევების გარეშე მალე მოემწყვდევით კარიერულ ჩიხში. ასეთ დროს ახალი გზა უნდა იპოვოთ. მართალია, ყველასთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, თუმცა არანაკლებ პრიორიტეტულია სასურველი კარიერის შექმნაც. თუ თქვენთვის კონკრეტულ სამსახურში გაჩერების ერთადერთი მიზეზი ხელფასია, ეს ნიშანია, რომ თქვენ სავარაუდოდ საკუთარ ბედნიერებას და კმაყოფილებას ანაზღაურებაში ცვლით. ბევრ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ასეთ მდგომარეობაში არჩევანის გაკეთების ფუფუნება, თუმცა თუ თქვენ შეგიძლიათ კარიერული ცვლილების გადაწყვეტილების მიღება, აუცილებლად დაიწყეთ ახალი სამსახურის ძიება.
- დამსაქმებლის სიძულვილი;
ერთი შეხედვით ძალიან აშკარა მიზეზია ახალი სამსახურის მოსაძებნად, თუმცა ძალიან ხშირად ის უყურადღებოდ რჩება. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები ეწინააღმდეგება კომპანიის კულტურას ან ღირებულებებს, თქვენ თავს აუცილებლად არაკომფორტულად იგრძნობთ. სამსახური არ უნდა ითხოვდეს დასაქმებულებისგან პრინციპებზე უარის თქმას. სამსახური, რომელიც თქვენს ღირებულებებთან უფრო მეტად შეთავსებადი იქნება, უფრო მეტ წარმატებას და კმაყოფილებას მოგიტანთ.
- თავს უჩინრად გრძნობთ;
თუ თქვენი კონტრიბუცია მუდმივად ყურადღების მიღმა რჩება ან თქვენ მიერ გაჟღერებულ იდეებს დუმილით პასუხობენ - ახალი სამსახურის მოძებნის დროა. ყველა იმსახურებს გარემოს, სადაც მათ უსმენენ და აფასებენ.
- არ არსებობს დაწინაურების პერსპექტივა;
სტაგნაცია შეუმჩნეველია. თუ უკვე წლებია ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობთ, თუ ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა თქვენი პასუხისმგებლობები ან პოზიცია, თუ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად არ მიიწევთ წინ - ეს ყველაფერი გამაფრთხილებელ ნიშნად ჩათვალეთ. თუ თქვენ ვერ ხედავთ კომპანიაში თქვენი განვითარების გზას, დროა ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ.
- სამსახურის შესახებ წუწუნი;
სამსახურის შესახებ უკმაყოფილების გამოხატვა წუწუნში არ აგერიოთ. ყველას სჭირდება პერიოდულად სამსახურზე წუწუნი. თუმცა, თუ თქვენ მუდმივად სამსახურზე ესაუბრებით, ყველას ვინც კი მოგისმენთ, ეს ყველაფერი უფრო ღრმა უკმაყოფილების ნიშანია.
წყარო - https://www.forbes.com/sites/ginnyhogan/2024/05/16/the-end-how-to-know-its-time-to-start-looking-for-a-new-job/?sh=3e0606846394