2021 და 2022 წლებში ყველა ე.წ. Great Resignation-ზე, სამსახურიდან თანამშრომლების მასიურად წასვლაზე საუბრობდა. ტრენდი 2021 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც, ამერიკის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, დაახლოებით 4 მილიონმა დასაქმებულმა მიატოვა სამსახური. 2021 წლის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 47 მილიონამდე გაიზარდა და გაგრძელდა 2022 წელსაც. 2023 წლიდან ტრენდმა შემცირება დაიწყო.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შრომით ბაზარზე არსებული ტრენდები უფრო მეტად არის მიმართული დასაქმებულების კეთილდღეობისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი კომპანია ვერ ახერხებს პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, რისი მიზეზიც, კომპანიაში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებებია. მაგალითად, ერთი მხრივ გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგების ჩატარება, მეორე მხრივ კი, კომპანიაში გრძელი სამუშაო საათების და შეგუების კულტურის წახალისება.
დასაქმებულების ჩართულობის გაზრდა შეიძლება დღეს, როდესაც ეს დასაქმებულები სამსახურიდან წასვლას არ აპირებენ, მნიშვნელოვნად არ მიაჩნდეს კომპანიას, თუმცა იბადება ახალი თანამედროვე ტრენდი - შეგუება.
რას გულისხმობს შეგუების ტრენდი?
შეგუებად მოიხსენიებენ ქცევას, როდესაც დასაქმებული რჩება მისთვის არაკომფორტულ სამუშაო ადგილას სხვა არჩევანის არარსებობის გამო. Gallup-ის 2023 წლის კვლევის თანახმად, უხეშად ხუთიდან ერთი დასაქმებული „ხმაურიანად მიდის“ სამსახურიდან და აქტიურად აღარ არის ჩართული სამუშაო პროცესებში.
შეგუების მახასიათებლებია:
- დასაქმებული მუდმივად გვიან მოდის და ადრე მიდის სამსახურიდან. როდესაც ადამიანები აღარ ზრუნავენ, ისინი უფრო ნაკლები მონდომებით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. შედარებისთვის, დასაქმებულები იქცევიან ისე, როგორც წასვლის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინების შემდეგ პერიოდში.
- ენთუზიაზმის ნაკლებობა. დამახასიათებელია სამსახურის მიმართ აპათია, ჯგუფურ განხილვებში ან შეხვედრებში მონაწილეობის მიღების სურვილის არ ქონა.
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის კლება. ადამიანი, რომელიც მოწყენილია და მოტივაცია არ აქვს, უფრო მეტ შეცდომას უშვებს და არღვევს ვადებს.
რატომ არის შეგუება პრობლემა?
შეგუებული დასაქმებულები ნაკლებ ძალისხმევას დებენ სამსახურში, შესაბამისად, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები უარყოფითია. ისინი უხარისხოდ მუშაობენ, უშვებენ შეცდომებს, რაც საბოლოოდ კომპანიის ეფექტურობის შემცირებას იწვევს. ამგვარი დასაქმებულები ნაკლებად ზრუნავენ მომხმარებელზე, რაც ჯაჭვურად იწვევს მომხმარებლების და შესაბამისად, შემოსავლის დაკარგვას, ასევე, რეპუტაციულ ზიანს კომპანიისთვის.
შეგუება სამსახურში მჭიდროდ არის დაკავშირებული ტოქსიკურ კორპორატიულ კულტურასთან. გუნდში ერთი ტოქსიკური ადამიანის არსებობაც კი საკმარისია გუნდის მუშაობის ხარისხის შესამცირებლად. გუნდში ნელნელა ირღვევა ნდობა, გუნდური მუშაობა რაც ნეგატიურად აისახება კრეტიულობაზე, ეფექტურობასა და ინოვაციურობაზე.
როგორ შეიძლება შეგუების დამარცხება ჩანასახშივე?
პირველი ნაბიჯი შეგუების ტრენდის წინააღმდეგ, არის დასაქმებულებისგან გულწრფელი უკუკავშირის მიღება დასაქმებულთა კმაყოფილების კვლევით ან გასაუბრების სახით. კომპანიამ ყურადღებით უნდა გააანალიზოს მიღებული უკუკავშირი და განსაზღვროს საერთო ტრენდები, რაზეც დასაქმებულები უთითებენ.
დაამყარეთ დასაქმებულებთან გახსნილი და უშუალო კომუნიკაცია, რეგულარულად გაუზიარეთ კომპანიასთან დაკავშირებული სიახლეები.
შეგუება შეიძლება გამოიწვიოს მოწყენილობამ და გამოწვევების ნაკლებობამ. დასაქმებულებს შესთავაზეთ განვითარების შესაძლებლობები, ახალი ტრენინგები, მათ ინტერესებზე მორგებული მენტორობა.
ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდების მმართველი მენეჯერებისთვის მენეჯმენტის ტრენინგების ჩატარება. ხშირად, დასაქმებულები სამსახურზე გულს იცრუებენ მენეჯერების მხრიდან დაუფასებლობის გამო და ხშირად, მენეჯერები არ არიან საკმარისად შეიარაღებულები ამ პოზიციასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გასამკლავებლად.
წყარო - The Great Resignation may be over, but ‘resenteeism’ is here to stay (fastcompany.com)