ბევრი სტატია, წიგნი თუ ბლოგი იწერება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამსახურში ბედნიერების განცდა. Gallup-ის სტატისტიკური კვლევის მიხედვით, დასამქებულთა 85%-მა არ იცის, თუ როგორ მიაღწიოს მას. ადამიანი სამსახურში, საშუალოდ, ცხოვრების 90 000 საათს ატარებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მან იცოდეს თუ როგორ იგრძნოს თავი უკეთესად იმ საქმესთან მიმართებაში, რომელსაც აკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ დასაქმებული სამსახურში ბედნიერების მიღწევას მთავარ პრიორიტეტად დაისახასვს, შესაძლოა, საწინააღმდეგო შედეგი მიიღოს. მიზეზი ისაა, რომ ბედნიერების განცდა არ არის პერმანენტული მოვლენა. იმისათვის, რომ ადამიანმა ამ განცდას მიაღწიოს, უნდა დაისახოს პროფესიული მიზნები და საკუთარ საქმიანობას მეტი მნიშვნელობა შესძინოს.
კვლევები ადასტურებს, რომ თუ ადამიანი თავისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, მისი პროდუქტიულობა და მუშაობის ხარისხი იზრდება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სადაც მონაწილეობა 12000-მა დასაქმებულმა მიიღო, გამოკითხულთა 50% -მა საკუთარი საქმიანობა მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა, დანარჩენი 50 % კი 1.7%-ით კმაყოფილია საკუთარი საქმიანობით და 1.4% ით მეტად სურთ დარჩენა არსებულ დამსაქმებელთან.
კარიერის ტრენერის, სუზან პეპერქორნის თქმით, მისი მენეჯერი კლიენტები თავიანთი მომავალი კარიერული ნაბიჯების დაგეგმვისას ცდილობენ, მეტი მნიშვნელობა შესძინონ საკუთარ საქმიანობას. მას მაგალითად თავისი კლიენტი ჯონი (პირობითი სახელი) მოჰყავს, რომელმაც თავისი ბიოტექნოლოგიური კომპანია დაარსა, რომელიც დღეს 2 მილიარდამდე დოლარს გამოიმუშავებს. ინვესტორებს სურდათ, რომ ჯონი სხვა ორგანიზაციის CEO-დ დაენიშნათ. ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრისას, ჯონი მიხვდა, რომ მას მომავალში უფრო მნიშვნელოვანი საქმის კეთება სურდა. მან გადაწყვიტა, რომ მას კარიერულ კმაყოფილებას ჯანდაცვის პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობა მოუტანდა.
განსხვავება ბედნიერებასა და მნიშვნელობას შორის
უახლესი კვლევის მიხედვით, 10-დან 9 ადამიანს უფრო მნიშვნელოვანი საქმის კეთება სურს. საინტერესოა, რა არის „მნიშვნელობა“ და რითი განსხვავდება ის ბედნიერებისაგან.
ფსიქროლოგ როი ბაუმაისტერის და მისი კოლეგების კვლევის მიხედვით ბედნიერებასა და მნიშვნელობას 5 ფაქტორი განასხვავებს:
· 1) მიიღო ის, რაც გინდა ან გჭირდება
ბაუმაისტერის აზრით, ბედნიერება დამოკიდებულია დაკმაყოფილებულ სურვილებსა და პოზიტიური და ნეგატიური ემოციების სიხშირეზე, თუმცა საქმის მნიშვნელობა - არა. მაგალითად, ჯონს ბედნიერებას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის პრესტიჟი ანიჭებს, თუმცა როგორც ვხდედავთ, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმის კეთების სურვილმა ეს გრძნობა გადაფარა.
· 2) დრო
ბაუმაისტერის თქმით, ბედნიერების შეგრძნება აწმყოს უკავშირდება, მნიშვნელობა კი წარსული გამოცდილების, აწმყო ქმედებებისა და მომავლი შედეგების გაერთიანებაა. ჯონიმ იცოდა, რომ CEO-ს პოზიცია წამიერ ბედნიერებას მოუტანდა. თუმცა, იგი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ ცხოვრებას გრძელვადიან პერიოდში უყურებდა და არჩევანი შეაჩერა იმ საქმეზე, რომელიც მის ღირებულებებსა და სურვილებს უფრო მეტად შეესაბამებოდა.
· 3) სოციალური ცხოვრება
სხვა ადამაინებთან კავშირი მნიშვნელოვანია როგორც ბედნიერებისათვის, ისე მნიშვნელობისათვის, თუმცა ამ კავშირის ხასიათი ორივე შემთხვევისათვის განსხვავებულია: ბაუმაისტერმა აღმოაჩინა, რომ ადამიანი სხვების დახმარებისას საკუთარ საქმიანობაში მნიშვნელობას ხედავს, ხოლო როდესაც მას ეხმარებიან, ბედნიერებას განიცდის.
· 4) გამოწვევები
სტრესი და ბრძოლა ბედნიერების შეგრძნებას ამცირებს, თუმცა ცხოვრებას მნიშვნელობას სძენს. სწორედ ესაა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩია ჯონიმ მისთვის უფრო რთული გზა.
· 5) პიროვნული იდენტობა
მნიშვნელოვანია, ადამიანი აკეთებდეს საქმეს, რომელიც მის ღირებულებებს შეესაბამება და თვითგამოხატვას უწყობს ხელს. საკუთარი საქმისათვის და ცხოვრებისთვის მნიშვნელობის შესაძენად ჯონიმ არჩევანი ისეთ საქმეზე შეაჩერა, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კომპანიის CEO-ს პოზიცია.
როგორ გავხადოთ მნიშნელობა პრიორიტეტული?
ფსიქოლოგმა პნინირ რუსო ნეტზერმა იპოვა გზები, რომელიც ადამიანს თავისი პროფესიული საქმიანობისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭებაში დაეხმარება:
· 1) აქტივობების დღიური
პნინირ რუსო ამბობს, რომ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი აქტივობების დღიურის წარმოებაა, სადაც ადამიანი გამოჰყოფს იმ საქმიანობებს, რომელიც მას ყოველდღიურად სიამოვნებს ან პირიქით, არ სიამოვნებს. მაგალითად, რამდენად სიამოვნებს პრეზენტაციის ჩატარება კლიენტებისათვის ან ახალბედა თანამშრომლების სწავლება? ასეთი დღიური მწარმოებელს უფრო დაეხმარება გაიაზროს რა საქმიანობა ანიჭებს კმაყოფილებასა და შემდეგ კი ბედნიერებას.
· 2) ღირებულებების და ქმედებების შესაბამისობა
თუ სწავლება ადამიანის პიროვნულ იდენტობას შეესაბამება, თვითგამოხატვისათვის მან თავის ყოველდღიურ საქმიანობაში მეტი სწავლება უნდა შეიტანოს. თუ ადამიანის პრიორიტეტი თვითგანვითარებაა, მისი ყოველდღიური რუტინა მეტი პოდკასტის სმენას, ტრენინგებს თუ ახალი საქმიანობის შესწავლას უნდა მოიცავდეს.
· 3) „რასაცა გასცემ შენია“
როგორც ბაუმაისტერმა თქვა, სხვის დასახმარებლად გაკეთებული საქმე ადამიანს ეხმარება თავის პროფესიულ საქმიანობას მეტი მნიშვნელობა შესძინოს.
· 4) „საუკეთესო მეს“ გამოხატვა
ადამიანი უნდა ცდილობდეს დაეხმაროს სხვებს თვითგამოხატვასა და მნიშვნელობის პოვნაში. როგორც დანიელ ქეიბელი თავის წიგნში Alive at work ამბობს, კოლეგებმა ერთმანეთს უნდა მოუყვნენ ის ისტორიები, რომელიც მათ საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.
მნიშვნელოვანი საქმის კეთება ყოველთვის ბედნიერებას არ უდრის. ის ბევრ ძალისხმევას, საკუთარ თავში გამორკვევასა და დაბრკოლებების გადალახვას მოითხოვს. ამ გზაზე ადამიანს ბევრი იმედგაცრუებაც ხვდება. თუმცა, როდესაც ადამიანი თავის საქმიანობას მთელი გონებით უახლოვდება, როდესაც მისი საქმიანობა შეესაბამება მის ღირებულებებს, როდესაც იგი ეხმარება სხვებს, იძენს გრძდელვადიანი კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნებას.