ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც მუშაობის დროს გესმით მობილურზე შეტყობინების ხმა, ხელში იღებთ ტელეფონს, ტელეფონში გხვდებათ ბევრი სხვადასხვა შეტყობინება, კარგავთ კონცენტრაციას და ვერ იბრუნებთ თავდაპირველ პროდუქტიულობას. ამ ციკლში ყველანი ვყოფილვართ და სამარცხვინო არაფერია. თუმცა, თუ გსურთ პროდუქტიულობის გაზრდა და მობილურზე დამოკიდებულების შემცირება, Forbes რამდენიმე რჩევას გვთავაზობს:
- საკუთარი თავისთვის წესების შემოღება;
საკუთარი თავისთვის წესების შემოღება გამაღიზიანებელია, თუმცა, ეფექტურიც. დღის განმავლობაში შეარჩიეთ პერიოდი ტელეფონის გამოსაყენებლად, სხვა დროს ყურადღება არ მიაქციოთ შეტყობინებებს.
მაგალითად, შეტყობინებები შეამოწმეთ ლანჩის ან შესვენების დროს, თუმცა, არ შეამოწმოთ შეხვედრებისას. ამ მეთოდით სრულად უარს არ ამბობთ ტელეფონის გამოყენებაზე, თუმცა შეამცირებთ მისი მოხმარების საერთო დროს.
- გამოიყენეთ სხვადასხვა აპლიკაციები;
მობილურზე დამოკიდებულების შემცირების პასუხი შეიძლება თავად მობილურში იყოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა აპლიკაციები, მაგალითად, Forest, Freedom, Moment და დროებით დაბლოკოთ ის აპლიკაციები და ვებგვერდები, რომლებიც ყურადღებას გიფანტავენ.
- გამორთეთ შეტყობინებები;
შეტყობინებები პრობლემის ყველაზე დიდი ნაწილია. ყურადღების გაფანტვის შესამცირებლად, გამორთეთ ყველანაირი შეტყობინება, იქნება ეს სოციალური მედია პლატფორმები, თამაშები თუ სხვა აპლიკაციები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამსახურთან.
- Do not disturb
სმარტფონების უმრავლესობას აქვს ფუნქცია - do not disturb. ამ ფუნქციის არჩევისას, ავტომატურად იბლოკება შემომავალი ზარები თუ სხვა შეტყობინებები. სამუშაო საათების დროს მისი გამოყენება დაგეხმარებათ შეფერხებების გარეშე წარმართოთ თქვენი სამუშაო დღე. ამ ფუნქციის სხვადასხვა მახასიათებლების ცვლილება მარტივად შეგიძლიათ პარამეტრებიდან.
- მობილური მოაშორეთ თვალს;
შეინახეთ ტელეფონი უჯრაში, ჩანთაში ან თუნდაც სხვა ოთახში. ამ გზით შეამცირებთ მოსული შეტყობინებების შემოწმების გამუდმებულ სურვილს. დამტენი დადეთ მეორე ოთახში და იქ შეართეთ ტელეფონი დასატენად. ამ მარტივი ქმედებით დამატებით ბარიერს შეუქმნით საკუთარ თავს ტელეფონის შესამოწმებლად და დაიბრუნებთ ყურადღების მოკრების უნარს.
წყარო - https://www.forbes.com/sites/ginnyhogan/2024/08/14/logging-off-tips-for-using-your-phone-less-at-working/