ოფისების სამზარეულოს მაგიდებზე გადმონაცვლება, გასული წლის განსაკუთრებულ მოვლენად მოიაზრება. ამ „უპრეცენდენტო მოვლენაზე“ კვლავ ბევრი პოზიტიური თუ ნეგატიური მოსაზრებები ჩნდება, კვლავ უამრავი კვლევა ტარდება და ჯერჯერობით, არ ჩანს „კველვებით გამტკიცებული მოსაზრება“, რა უფრო უკეთესია თანამედროვე სამყაროსთვის.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბიზნეს სამყარო სახლიდან მუშაობა უცნაურ მოვლენად აღიქვამს, ის სულაც არ არის სიახლე, საუკუნეების წინ, დღევანდელი და პირველადი მოხმარების პროდუქციის უმეტესობა სახლში შეიქმნა. ფაქტია, რომ სახლიდან მუშაობა ინდუსტრიული რევოლუციების წინამორბედია, ეკონომიკური საქმიანობის საწყისია და მისი ისტორია თანამედროვე „სახლიდან მუშაობას“ კიდეც ჰგავს.
მაშ რა მოხდა და როგორი იყო სახლიდან მუშაობა ადრე, როდესაც გრძელი კაბები ეცვათ, ცხენებშებმული ეტლით გადაადგილდებოდნენ და „მესიჯი“ კი მტრედს ყელზე ჰქონდა გამობმული და ადრესატამდე მიჰქონდა?
ისტორია ამბობს, რომ XVIII- XIX საუკუენეებში, დიდ ბრიტანეთში კაპიტალიზმი საცხოვრებელ სახლებში გაჩნდა - საძინებელი ოთახებსა თუ სამზარეულოში, იკერებოდა კაბები, ფეხსაცმელები, კეთდებოდა სამკაულები, ყოველდღიური მოხმარებისა თუ ფუფუნების საგნები. ადამ სმიტი , წიგნში „The wealth of nations“ (1776), აღწერს ქინძისთავების წარმოების პროცესს, რომელსაც „მცირე მანუფაქტურები“ მისდევდნენ (დაახლოებით 10 ადამიანის გაერთიანება) და წარმოების პროცესი მანუფაქტურის რომელიმე წევრის სახლში მიმდინარეობდა. სწორედ ეს გახლავთ კაცობრიობის სახლიდან მუშაობის ისტორიული გამოცდილება- მუშაობა ჭრაქთან, გუნდურად.
ისტორიამ არ შემოინახა ზუსტი ციფრი, რამდენი ადამიანი მუშაობდა სახლიდან ( დიდ ბრიტანეთშიც კი, სახლიდან მომუშავეების რაოდენობა XIX საუკუნემდე არ აღწერილა), მაგრამ დადასტურებულია, რომ ნებისმიერი ტიპის საქმიანობა XVIII- XIX საუკუნეებში„შინ“ ხდებოდა. დღევანდელ ეპოქაში, ისტორიული სახლიდან მუშაობის სინონიმად შინამეურნეოობა გვევლინება, რომელმაც შექმნა აგრარული მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, ხელოვნება და საგანმანთლებლო საქმიანობაც კი. დიდ ბრიტანეთში, მე-18 საუკუნის სახლებში შემონახულია დიდი ვიტრაჟებიანი სივრცეები, სადაც ფანჯრებთან საქსოვი დანადგრებისთვის სივრცეა გამოყოფილი. სწორედ ასეთ სახლებში ხდებოდა მანუფაქტურული წარმოება და კაპიტალიზმის შექმნა.
დიდი ბრიტანეთის გარდა, სახლიდან მუშაობდა ევროპის სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, 1900 იან წლებში, საფრანგეთში მანუფაქტურული საქმიანობის 1/3 სახლებში ბინადრობდა; დანიაში კი 10 დან 9 ადამიანი სახლიდან მუშაობდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ადრეულ 1800იან წლებში, ამერიკის სამუშო ძალის 40% სახლში აწარმოებდა და მხოლოდ 1914 წლიდან, მუშახელის უმეტესობამ გადაინაცვლა ფაბრიკა-ქარხანაში და „სამსახურში მუშაობაც“ ასე „შემოგვეპარა“
დიდი ბრიტანეთის ისტორია სახლიდან მომუშვე ინდუსტრიული ძალის არსებობის ორ საინტრესო მიზეზს გვთავაზობს, კერძოდ: 1600-იანი წლებიდან ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის (ინდივიდუალური შემოსავალი) ზრდა, რამაც თავის მხრივ, დააჩქარა მატყლის პროდუქციისა და საათების წარმოების ზრდა. ამავე პერიოდის ტექნოლოგიებიც მცირე ზომის საწარმოო პროცესისთვის იყო გათვლილი და გამოდის, რომ 1600-იანების ტექნოლოგიები სახლიდან მუშობისთვის იყო შექმნილი (ზუმი ან სლეკი მაშინ არ ჰქონდათ...) შინამეურნეობა (putting out system) სწრაფად ვითარდებოდა- მუშას შეეძლო აეღო ნედლეული და პროდუქცია სახლში, შინ შეექმნა. ამაში კი გასამრჯელოს უხდიდნენ. როგორც ჩანს, იმ პერიოდის მუშები დამოუკიდებელ კონტრაქტორებს წარმოადგენდნენ- გასამრჯელოს იღებდნენ წარმოებული პროდცუქციის და არა ნამუშევარი დროის მიხედვით.
XVIII-XIX საუკუნის კონტრაქტორები ძირითადად ქალები ივყნენ (სახლის საქმეებს ხომ დიასახლისი უძღვება ახლაც?) მათი სამუშაო საათები შედარებით ხანგრძლივი იყო და კვირაში, საშაუალოდ, 50 -60 საათს აღწევდა. თანამედროვე პერიოდისგან განსხვავებით, „კონტრაქტორები“ სხვადასხვა ტიპის საქმიანობას მისდევდნენ, არ ჰქონდათ სპეციალიზაცია, აკეთებდნენ იმ საქმეს, რასაც შემოსავალი მოჰქონდა.
ზოგი ეკონიმისტის აზრით, XVIII-XIX სკ-ებში მუშახელის ექსპლუატაცია შეუზღუდავი იყო. ნედლეულისა და ტექნოლოგიური რესურსის მფლობელები საკუთარ ძალაუფლებას ავრცელებდნენ სახლიდან მომუშავეებზე, აწესებდნენ ნედლეულზე რაოდენობრივ კვოტას, ანაზღაურების რაოდენობას, სამუშაოს ჩაბარების ვადებს.. ანაზღაურების მომატებაზე თხოვნა კი წარმოუდგენელი იყო, რადგან „ბოსებს“ მარტივად შეეძლოთ ხელფასის მომატების ნაცვლად, კონტრაქტორისთვის საქმე აღარ მიეცათ და სამუშაოს შესასრულებლად სხვა დაექირავებინათ. ამ პერიოდის შრომით ურთიერთობას კარგად აღწერს ცნობილი გამოთქმა- „თუ არ გინდა წადი“.
XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ევროპის ქვეყნებში ქარხნებისა და ფაბრიკებიც გაჩნდა და შესაბამისად, მუშახელმა სახლებიდან ფაბრიკა -ქარხნებში გადაინაცვლა, ახლა მათი სამუშაო დრო, მთლიანად „სამსახურის“ საქმეს დაეთმო. საინტერესოა ფაქტი, რომ მუშების პროდუქტიულობა გაცილებით მაღალი იყო ფაბრიკაში ვიდრე სახლში, შესაბამისად, სახლიდან მუშაობა, რთულად, მაგრამ ჩაანაცვლა ფაბრიკა-ქარხნებმა ანუ სამსახურმა, „ოფისში სიარულმა“.
ფაბრიკა-ქარხნებში მუშახელის გადასვლას ერთი უპირატესობა ჰქონდა -შინამეურნეებთან შედარებით, მათი ანაზღაურება გაცილებით მაღალი იყო და მათ შეეძლოთ შეექმნათ გაერთიანებებიც კი ხელფასის მატების მოთხოვნის მიზნით. ბრიტანული მონაცემების მიხედვით, XIX სკ ში ქარხნის მუშები 10-20% ით მეტ გასამრჯელოს იღბდნენე, ვიდერე სახლში მომუშავე შინამეურნეები.
სახლიდან ფაბრიკებში სამუშაოების „პორტირება“ მარტივად არ მომხდარა-ბევრი ეწინააღმდეგეობა, არ თანმხდებოდა ფაბრიკაში გადაბარაგებას, აპროტესტებდა მუშაობის ახალ სტილს, ზოგი ლუდიტებთანაც კი გაერთიანდა და დანადგარებს უმოწყალოდ ანადგურებდა. მუშების დასაქირავებლად კი ფაბრიკა-ქარხნების მფლობელებს ერთადერთი გამოსავალი დარჩათ- შეეთავაზებინათ გაცილებით მაღალი ანაზღაურება ფაბრიკაში მუშაობის სანაცვლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან მუშაობა შედარებით მცირე ანაზღაურებით ხასიათდებოდა, ისტორიულად, მას რამდენიმე უპირატესობა მაინც ჰქონდა: მუშებს შეეძლოთ სახლში წაღებული ნედლეული შემოენახათ და საკუთარი მოხმარებისთვის ან დამატებითი შემოსავლის მიზნით გამოეყენებინათ (მაგ: ცნობილია, რომ შალის პროდუქციის წარმოებისას, მუშები მატყლს ორთქლით ამუშავებდნენ, მატყლის წონა იზრდებოდა და ნამატი სახლში რჩებოდა). სახლში მომუშავეებს ჰქონდათ საკუთარი დროის მართვის თავისუფლებაც - თვითონ გეგმავდნენ როდის და რამდენი საათი ემუშავათ. ეს კი ფაბრიკა- ქარხნებში შეუძლებელი იყო, სადაც მფლობელი განსაზღვრავდა სამუშაო დროს და სადაც სამუშაო დღე, ხშირად 12- 14 საათს გრძელდებოდა.
მძიმე და ხანგრძლივი სამუშაო კვირის შემდეგ, სახლში მომუშავეს შეეძლო განტვირთვა ალკოჰოლის მიღებით მოეწყო, ორშაბათს ედაესვენა, სამშაბათი დღე ოთხშაბათის საქმიანობის მოსამზადებლად დაეთმო და ემუშავა მთელი დატვირთვით მხოლოდ ხუთშაბათსა და პარასკევს. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ისტორიკოსი დევიდ ლენდისი ამბობს, სახლიდან მომუშავეებს კარგი გამოძინებისთვისაც კი რჩებოდათ დრო.
სამუშაო პროცესისა თუ დროის სრულად განკარგვა, შინამეურნე დედებისთვის განსაკთურებით მნიშვნელოვანი იყო- როგორც ახლა, XVIII-XIX სკ შიც დედას შეეძლო ბავშვების აღზრდაზეც ეზრუნა და ოჯახში შემოსავალის გაჩენისთვისაც ემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ XVIII-XIX საუკუნეში ორივე ტიპის საქმიანობა გაცილებით რთული იყო (ისტორია ამბობს, რომ დედები ბავშვებს დასაძინებელ მიქსტურასაც კი აძლევდნენ, სამუშაოსთვის უფრო მეტი დრო რომ ჰქონოდათ) დედები მაინც ახერხებდნენ „დიასახლისობასაც“ და მეწარმეობასაც. ფაბრიკა -ქარხნებში მუშაობა კი ამის საშუალებას არ იძლეოდა (როგორც ახლა) და სწორედ ამიტომ, იმ პერიოდის ქარხნებში დასაქმებულები ქალების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო.
1920 წელს, გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი ამტკიცებდა, რომ სახლიდან სამუშაოების გამოტანას ეკონომიკის განვითარებაზე გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ მიუხედავად უკვე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისა, ადამიანებმა დაკარგეს კონტროლი საკთარ ცხოვრებაზე, საკუთარ დროსა და საკუთარ თავზეც კი. არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება სახლიდან მუშაობა ან შენარჩუნდება თუ არა ჰიბრიდული მუშაობა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ პანდემიისგან იძულებით სახლებში მიბრუნებულ სამუშაო პროცესსაც ექნება საინტერესო და გრძელვადიანი ეფექტი, ალბათ ისევ ეკონომიკაზე.
მომზადდა: წიგნის -"მუშაობის ისტორიის" და "The Economist-ის" სტატიების მიხედვით
ავტორი: მედეა ტაბატაძე