Express Employment Professionals-Harris Poll-ის 2024 წლის კვლევის თანახმად, დასაქმებული ამერიკელების 34% აცხადებს, რომ მოუწიათ პირადი ცხოვრების დაპაუზება სამსახურთან ბალანსის არარსებობის გამო. ეს ასე არ უნდა იყოს. ლიდერების ვალდებულებაა მკაფიო საზღვრები დაადგინონ პირად ცხოვრებას და სამსხურს შორის. ამ ბალანსის საპოვნელად შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:
- დავალებების განაწილება;
დელეგირებაზე ფიქრისას მნიშვნელოვანია გაანალიზოთ სამუშაოს შესრულების მთელი პროცესი. ხომ არ არის პროცესები, რაც შეიძლება საერთოდ აღარ გააკეთოთ, ხომ არ შეიძლება რომელიმე პროცესის ავტომატიზირება. შესაძლებელია კონკრეტულ დავალებებს თავი უკეთ გაართვას თქვენი გუნდის სხვა წევრმა.
დელეგირებისთვის კარგი გზაა გუნდის წევრებს გაუზიაროთ კომპანიის მენეჯმენტის შეხვედრებზე განხილული საკითხები, მოსალოდნელი ცვლილებები და გეგმები, კომპანიის მისია. ეს გუნდის წევრებს დაეხმარებათ თავი კომპანიის ნაწილად იგრძნონ, ყოველდღიური დავალებების შესრულებისასაც ახსოვდეთ რა არის მთავარი მიზანი.
- პირადი მაგალითის მიცემა;
ადამიანებს აინტერესებთ სხვისი გამოცდილებები, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი აბსტრაქტული ცნებები. გაუზიარეთ თქვენი გუნდის წევრებს თქვენი გამოწვევები, რა სირთულეებს აწყდებით სამსახურს და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის ძებნაში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ბალანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი და პროფესიული ზრდისთვის.
კვლევები ადასტურებენ, რომ თანამედროვე დასაქმებული, კომპენსაციის ოდენობაზე მეტად სამსახურს და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს აფასებს. Randstad-ის მიერ ევროპა, აზიასა და ამერიკაში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, დასაქმებულების 57%-მა აღიარა, რომ ისინი არ დათანხმდებიან სამსახურის შემოთავაზებას, თუ ეს პოზიცია უარყოფითად აისახება მათ პირად ცხოვრებაზე, 55% უარს იტყოდა იმ შემთხვევაში თუ ანაზღაურება არ იქნებოდა მნიშვნელოვნად მაღალი.
- სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი ოფისიდან მუშობისას;
Randstadის კვლევის მონაწილეების 37%-მა მიუთითა, რომ ისინი სავარაუდოდ წამოვლენ სამსახურიდან, თუ დამსაქმებელი მოითხოვს ოფისში უფრო მეტი დროის გატარებას. ეს შედეგი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას სამუშაოდ.
რეალური პრობლემა არა სამუშაოდ ოფისში დაბრუნებაა, არამედ სამსახურს და პირად ცხოვრებას შორის არსებული ბალანსის დათმობაა, რომელიც თითქოს უფრო ხელშესახებია, როდესაც ფიზიკურად ოფისიდან არ მუშაობ. დამსაქმებლის ვალდებულებაა აუხსნას თანამშრომლებს, რომ ოფისში დაბრუნება არ დაარღვევს ამ ბალანსს.
არ არსებობს ერთი უნიკალური მიდგომა, კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი ან რაიმე ზუსტი გზა როგორ შეიძლება ყველამ დაიცვას ბალანსი. ეს დამოკიდებულია თავად დასაქმებულზე და კომპანიაზე, კონკრეტულ ლიდერზე და მის გუნდზე. ლიდერს შეუძლია გუნდის წევრებს აუხსნას, რომ პირადი ცხოვრება და კარიერული ამბიცია ერთმანეთის ანტონიმები არ არიან, არ არის საჭირო რადიკალური არჩევანის გაკეთება. სწორი პრაქტიკის დანერგვით და სწორი პროცედურების შემუშავებით ორივე შეიძლება პრიორიტეტი იყოს.
წყარო - https://www.entrepreneur.com/living/you-dont-have-to-give-up-your-career-ambitions-for-your/474189