არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კარიერის განმავლობაში არ უმუშავია ტოქსიკურ გარემოში. ტოქსიკურ თანამშრომლებთან მუშაობა იწვევს დასაქმებულის მოტივაციის შემცირებას, ზრდის სტრესის და შფოთვის დონეს და ამცირებს პროდუქტიულობას.
Inc.com გვიზიარებს 7 რჩევას, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ტოქსიკურ თანამშრომლებს სამსახურში:
1. სამუშაო პოზიციის ცვლილება კომპანიის შიგნით - სამსახურიდან წამოსვლამდე, შეიძლება კარგი შედეგის მომტანი იყოს კომპანიის შიგნით განსხვავებულ პოზიციაზე სამუშაოდ გადასვლა, თუ ეს შესაძლებელია.
2. საპასუხო ტოქსიკურობისგან თავის შეკავება - ტოქსიკურ თანამშრომელთან ურთიერთობისას, მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმის შენარჩუნება. ყურადღება გაამახვილეთ შესასრულებელ სამუშაოზე თქვენს ირგვლივ არსებული ტოქსიკური გარემოს ნაცვლად.
3. საზღვრების დაწესება - ტოქსიკურ თანამშრომლებთან მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვრების დაწესება. კონკრეტულად განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი კომუნიკაციის ფორმა და დრო.
4. მხარდაჭერის სისტემის შექმნა - ტოქსიკურ ადამიანებთან გამკლავება დიდ ენერგიას მოითხოვს, შესაბამისად, შეიქმენით ირგვლივ სანდო კოლეგების, მენტორების ამ მენეჯერების წრე. გაუზიარეთ მათ თქვენი გამოცდილება და მიიღეთ მათგან რჩევები, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული სიტუაციის მოგვარება.
5. შეისწავლეთ მათი საქციელი - ტოქსიკური თანამშრომლისგან თავდაცვის საშუალება შეიძლება იყოს მათი საქციელის შესწავლა და ამგვარი ინტერაქციების თავიდან ასარიდებლად შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება.
6. დააკვირდით კანდიდატებს გასაუბრებების დროს - გასაუბრებების დროს დააკვირდით კანდიდატის დამოკიდებულებას მენეჯერის და სხვა კოლეგების მიმართ. თუ კანდიდატი გასაუბრებისას არ უსმენს სხვას, უხეში, მოუთმენელია, აწყვეტინებს სხვას საუბარს, ის დაქირავების შემდეგაც აუცილებლად განაგრძობს ანალოგიურად მოქცევას.
7. იზრუნეთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე - ტოქსიკურ თანამშრომლებთან ურთიერთობას დიდი ემოციური რესურსი სჭირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დაისვენეთ, ჩაერთეთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებში, ივარჯიშეთ, დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ან საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ პროფესიონალის დახმარებას.
ტოქსიკურ თანამშრომლებთან ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების მეშვეობით ურთიერთობით შეძლებთ დაიცვათ საკუთარი კეთილდღეობა, მენტალური ჯანმრთელობა, შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა.
წყარო - https://www.inc.com/marcel-schwantes/7-effective-ways-to-deal-with-a-toxic-workplace-before-you-quit-your-job.html