მენეჯერების მოტივაციის შენარჩუნების ერთადერთი გზა მათი შემდეგი განვითრების შესაძლებლობებია. როგორც წესი, მენეჯერები ახალბედა მენეჯერების ქოუჩები არიან, უზიარებენ გამოცდილებას და სხვადასხვა ტიპის რჩევებს, რომ მათი კარიერული წინსვლისა და განვითრების გზა უფრო მიზანმიმართული და შედეგიანი გახდეს. თუმცა საკითხავია, გამოსადეგია ეს რჩევები და არსებობს თუ არა რაიმე ტიპის ქმედითი ნაბიჯები მაშინ, როდესაც საქმე კარიერულ წინსვლას ეხება?
იტ კომპანიამ Nulab -მა ჩაატარა კვლევა, სადაც დააკვირდნენ და შეისწავლეს 1003 მენეჯერის, დირექტორის, ლიდერისა თუ აღმასრულებელის კარიერული განვითარების გზა ცხადია, განვითარების მიმართ მათი დამოკიდებულებაც. კვლვის მონაცემები აღწერდა, ლიდერობა სწავლადი უნარია თუ ინდივიდუალური ხასიათი, რა გამოცდილებაა „დაწინაურება“ და რას ფიქრობდნენ მენეჯერები, რამ განაპირობა მათი კარიერული განვითრება.
კვლევის საინტერესო შედეგები ყველასათვის ხელმისწავდომი გახდა და შემდეგია:
ლიდერობა უნარია და არა თვისება
ხშირად საუბრობენ, სწავლებადია თუ არა ლიდერობა. Nulab კვლევის მიხედვით, აღნიშნული ლიდერობა სწავლებადია, რადგან გამოკითხული მენეჯერების 71%-ს სჯერა, რომ ლიდერობა უნარია და არა თვისება. ამ მოსაზრებას კი გამოკითხული მამაკაცების 73%, ხოლო ქალების 69 % იზიარებს.
გამკითხული X თაობის წარმომადგენლების 33%-ფიქრობს რომ ლიდერობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, ასევე ფიქრობს თაობა Baby Boomer ხოლო მილენიალების 26%-ს ეთანხმება წინა თაობების მოსაზრებას, ლიდერობა თანდაყოფილი ხასიათია. ცნობისათვის, მილენიალებს მიაჩნიათ, რომ ლიდერობა უნარია და თან განვითარებადი უნარი.
მენეჯერულ პოზიციაზე, უმეტესწილად, არსებულ თანამშრომელს აწინაურებენ
რესპოდენტების უმრავლესობა, მენეჯერული პოზიციაზე 25 წლის ასაკში დაწინაურდა. ამას გარდა, 5 რესპოდენტიდან 3 დაწინაურებულია მენეჯერის პოზიციაზე, მაგრამ ამ დაწინაურებულებიდან მხოლოდ 42%-მა შეძლო თანამდებობის შენარჩუნება.
რესპოდენტების 63% მენეჯერულ პოზიცაზე დაწინაურდა ერთ კომპანიაში სამი წლის მუშაობის შემდეგ, მხოლოდ 37%-მა აღნიშნა, რომ ისინი სხვა კომპანიაში სწორედ მენეჯერის პოზიციაზე დაიქირავეს.
მილენიალების 66% დაწინაურებული მენეჯერების კლასტერს მიეკუთვნება, გამოკითხული Baby Boomer-ებისადა X-ერების 59 % ერთ და მიმდინარე სამუშაო პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებენ
საინტერესოა ისიც, რომ კვლევის მიხედვით, დაწინაურებეული მენეჯერების უმეტესობა მამაკაცია (60%), როცა ქალები უფრო ხშირად აფიქსირებენ დაწინაურების სურვილს, მაგრამ დაწინაურებული ქალი მენეჯერის პროცენტული მაჩვენებელი მაინც ნაკლებია -40%.
მენეჯერ ქალებს ნაკლები ანაზღაურება აქვთ
საშუალოდ, ქალი მენეჯერი კოლეგა მამაკაცთან შედარებით 1200$-ით ნაკლებს გამოიმუშავებს. კვლევის მიხედვით, მამაკაცი მენეჯერის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 9,070$-ს შეადგენს, ხოლო ქალი მენეჯერების - 7,899$-ს.
დაწინაურებისას, ხუთიდან ოთხი მენეჯერის ანაზღაურება გაიზარდა, მაგრამ 18%-მა კიდევ უფრო მეტი სახელფასო მატება მოითხოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 3%-ის ანაზღაურება დაწინაურების შემდეგ არ შეიცვალა.
რომ შევადაროთ, X თაობის მენეჯერების 14% და მილენიალი მენეჯერების 20% დაწინაურებისას ხელფასის მატებას ითხოვს და მათი ანაზღაურება, საშუალოდ აღწევს 8700$ს, ხოლო დანარჩენი მენეჯერების - 7400$.
დამოკიდებულება მნიშვნელოვანია
მენეჯერად დაწინაურების ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ Nuble კვლევის მიხედვით, დამოკიდებულება მნიშვნელოვანია (65%). ამას გარდა, 61 % მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ლიდერობის უნარები, 58 % ფიქრობს რომ აუცილებელია გუნდის წევრებთან ჰარმნიულად მუშაობის უნარი, ხოლო 55% ფიქრობს, რომ სფეროს ცოდნა და შესაბამისი გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. გარდა ამ ფაქტორებისა, რესპოდენტებმა დაასახელეს ინოვაციურობა, მუდმივი სწავლისა და განვითარების უნარებიც.
მენეჯერების ტრენინგები აუცილებელია
გამოკითხული, დაწინაურებული მენეჯერების 86%-ის აზრით, მენეჯმენტის ტრენინგებია აუცილებელია. გამოკითხული მენეჯერების 65% მა დააფიქსირა რომ კომპანიამ მათ მოსთხოვა მენეჯმენტის ტრენინგების გავლა და აქედან, 14 % თვლის, რომ ტრენინგებზე მიღებული ინსტრუქცია გამოუსადეგარია. ორი განსხვავებული პასუხია იმ მენეჯერებისგან, რომლებმაც ტრენინგი არ გაიარეს, ნახევარი თვლის რომ დაწინაურებისას საჭიროა მენეჯმენტში სწავლება, ხოლო ნახევარი ფიქრობს, რომ. ეს არ არის აუცილებელი.
კომპანიაში დაწინაურება რთული პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა, არა შეუძლებელი. მენეჯერების გამოცდილების მიხედვით, პოზიტიური დამოკიდებულება, ბევრში შრომა და კოლეგებთან ასევე პოზიტიური თანამშრომლობა კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი პირობებია.