ბევრი ადამიანი დღის ბოლოს თავს გადაღლილად გრძნობს. ზოგიერთი საღამოს დაღლილობას კოფეინით ებრძვის, ზოგიერთი საყვარელ სერიალებს და ფილმებს უყურებს. სამსახურის შემდეგ დაღლილობას ყველა ადამიანი გრძნობს, თუმცა თუ ამ პრობლემას არ აღიარებთ, შეიძლება ეს ჩვეულებრივ რუტინად იქცეს.
დასაქმებულების სტრესის დონე რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალობა შეუცვლელად უნდა მივიღოთ. FastCompany გვიზიარებს უნივერსალურ ნიშნებს თუ რა იწვევს დაღლილობას და როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ:
1. ტოქსიკური ურთიერთობები;
ენერგიას ყველაზე მეტად გარშემომყოფი ადამიანები ისრუტავენ. სამსახურში მუდმივად არიან ადამიანები, რომლებსაც თავის დასამკვიდრებლად სჭირდებათ საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი აზრის გამოთქმა, ხშირად ეს აზრები ნეგატიურია, აფერხებს მუშაობის პროცესს და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე.
ენერგია არ იქმნება ან ნადგურდება, ის გარდაიქმნება. მაგალითად, პასიურ-აგრესიული ადამიანები ენერგიას სხვა ადამიანებიდან საკუთარი თავისკენ მიმართავენ. ისინი ითვისებენ სხვების ენერგიას და ცდილობენ ენერგია საკუთარ თავში მოაქციონ. ხშირად, ამის მიზეზი დაბალი თვითშეფასება, სხვადასხვა კომპლექსი ან დიდი ხნის განმავლობაში დასწავლილი ქცევაა. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარია ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუნდაც ეს ყურადღება უარყოფითი იყოს.
2. გარემო;
მსოფლიო მოვლენები, ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები სტრესის გამომწვევი დამატებითი მიზეზებია. ეს მოვლენები ადამიანზე გავლენას ახდენს მიუხედავად იმისა, უშუალოდ არიან მონაწილეები თუ არა. ნეგატიური ამბების მოსმენა ენერგიას აცლის ადამიანს.
გარდა ამისა, დამატებითი ყოველდღიური ფაქტორები, რაც ადამიანის ენერგიას ანადგურებს, არის დისკრიმინაცია რასის, ეროვნული კუთვნილების, რელიგიის, გენდერის, და ა.შ. ნიშნით. დამღლელი შეიძლება იყოს პირადი სოციალური ურთიერთობებიც კი, ვალდებულებები სამსახურში და პასუხისმგებლობები სახლში.
3. ჩვევები;
პირველი ორი ნიშანი, რომელიც ენერგიას აცლის ადამიანს, სტრესის გამომწვევი გარეგანი მიზეზებია, თუმცა თუ ადამიანს არ შეუძლია პირადი სივრცის და საზღვრების დადგენა, შეიძლება თავად უწყობდეს ხელს გადაღლილობას. მაგალითად, თუ თვლით რომ მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოთ თანამშრომლებისთვის, ყურადღებას აქცევთ ელ ფოსტას და ტელეფონს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი გადაღლა.
სამწუხაროდ, ეს უფრო მეტად ქალებს ახასიათებთ. ხშირად, ქალებს აქვთ მუდმივი შეგრძნება რომ საკუთარი თავი და ღირებულება უნდა დაამტკიცონ. ამ მიზნით კი არღვევენ პირადი სივრცის ხელშეუხებლობას. სხვა ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება სამსახურში და სახლში, განუწყვეტლივ მათზე ზრუნვა, ყველაზე სწრაფად შეიწოვს ენერგიას.
გადაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყებად პირველი ნაბიჯია განსაზღვროთ რისი ცვლილება შეგიძლიათ. მაგალითად, თუ გადაღლას და სტრესს სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობა იწვევს. სცადეთ მათთან პრობლემებზე საუბარი.
თუ არ შეგიძლიათ სტრესის გამომწვევი მიზეზების ცვლილება, ბრძოლის ნაცვლად, რეალობის მიღებამ შეიძლება შეამციროს სტრესი. იპოვეთ ენერგიის აღდგენის ახალი გზები. თითოეული ადამიანისთვის ეს პროცესი განსხვავებული გამოცდილება შეიძლება იყოს, მაგალითად წერა, ხატვა, სიმღერა, ძერწვა, ფიზიკური აქტივობები, ცეკვა, ვარჯიში. ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან.
სამუშაო დღის განმავლობაში გამოყავით დრო პატარა შესვენებებისთვის. პირადი სივრცისთვის დროის გამოყოფასთან ერთად, პირველ რიგში თავად დაიცავით ეს საზღვრები. დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
წყარო - Tired all the time? Here is what is draining your energy (fastcompany.com)