არც ერთ კომპანიას სურს, რომ მისი თანამშრომლები ე.წ burnout ით „დაავადნენ“, მაგრამ ახალი კვლევების მიხედვით, კომპანიების ძალისხმევა თანამშრომელთა სტრესის შესამცირებლად არც თუ ისე დიდია.
ცოტა ხნის წინ, Deloitte-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს სხვადასხვა კომპანიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებული 1000 თანამშრომელი გამოკითხა. გამოკითხულთა 77%-ის თქმით ისინი სამსახურში გადატვირთულები არიან, ხოლო ნახევრზე მეტი ამბობს, რომ ეს შეგრძნება 1-ხელ მაინც გამოუცდია. მიუხედავად ამისა, კვლევაში მონაწილეთა 87%-ს თავისი საქმე და სამსახური უყვარს. იმ თანამშრომელთა 67%, რომლებიც სამსახურში მაღალი ჩართულობით გამოირჩევიან, ამბობენ, რომ გადატვირთულობის გამო ხშირად განიცდიან სტრესს. ამას გარდა, რომ 10 გამოკითხულიდან 7 (69%) ფიქრობს, რომ დამსამებლები მათი სტრესის შესამცირებლად უმნიშვნელო ზომებს იღებენ, ხოლო 10-დან 3 (21%) გამოკითხული თვლის, რომ მათი დამსაქმებელი არაფერს აკეთებს თანამშრომლების სტრესის შესამცირებლად.
რისი გაკეთება შეულიათ კომპანიებს თანამშრომლების სტრესის შესამცირებლად? Deloitte-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რამდენიმე აქტივობა გამოავლინა, რომლებსაც შეუძლია თანამშრომლების გადაღლისა და მისგან გამოწვეული სტრესის შემცირება
შაბათ-კვირა და შვებულების დღეები - ადამიანები დასვენებას ვერ ასწრებენ და გადაღლილები არიან, როცა ვერ ახერხებენ დასვენებას და პირადი ცხოვრებისთვისაც არ რჩებათ დრო. იგივე დელოიტის კვლევის მონაწილეთა 30% ამბობს, რომ უქმეებზე რამდენიმე საათს მუშაობენ, 43% ამბობს, რომ ისინი სრულფასოვნად იყენებენ დასვენების დღეებს, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც ამოწმებს სამსახურის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ზარებს. ამის მიზეზი კი ადამიანების შიშია, უქმეებზე გაჩნდება რამე ისეთი საქმე, სადაც შეიძლება ვიყოთ საჭირო და არ გვინდა, მენეჯერების იმედები გავაცრუოთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მენეჯერებმა შექმნან ისეთი კულტურა, რომ დასვენების საშუალება ყველას თანაბრად ჰქონდეს. საინტერესოა გერმანული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Daimler-ის მაგალითი. მან თავისი თანამშრომლებისთვის „Mail on Holiday“ პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც თანამშრომლების ელექტრონული ფოსტის აპლიკაცია, უქმეებზე და შვებულებების პერიოდში, თანამშრომელს მიღებულ მეილებს არ უჩვენებს, თანამშრომლების ახალი მეილის ნახვა მხოლოდ სამუშაო დღეებში შეუძლიათ. ასე, დასაქმებულებს საშუალება ეძლევათ უქმეებსა და შვებულებებზე სრულიად მოწყდნენ სამუშაო პროცესს და დრო დასვენებასა და საკუთარ თავს დაუთმონ.
გამაჯანსაღებელი პროგრამები და ბენეფიტები - გამოკითხულების 28-დან 32%-მდე ამბობეს, რომ ორგანიზაციები მათი სტრესის შესამსუბუქებლად ოჯახური დასვენების დღეებს, მოქნილ სამუშაოსა და თანამშრომელთა დახმარების პროგრამებს სთავაზობს. ეს კარგი დასაწყისია, თუმცა კვლევების მიხედვით ორგანიზაციებს მეტის გაკეთება შეუძლიათ გამაჯანსაღებელი პროგრამების, ანაზღაურებადი მენტალური დასვენების დღეებისა და ძალების აღსადგენი პროგრამების სახით. Employee Assistance Professions Association-ის დირექტორი ტონია სლავინსკი ამბობს, რომ ზოგი კომპანია თავის თანამშრომლებს „სტრესის მართვის“ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. მისი აზრით, მსგავსი პროგრამები თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მანამ, სანამ იგი სტრესსა და გადატვირთვას განიცდის. როდესაც დასაქმებული ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება უნდა ჰქონდეს ის ინსტრუმენტები, რომლებითაც მასთან გამკლავებას შეძლებს.
კომპანია Aetna,თავის 50 000 თანამშრომელს იოგასა და მედიტაციის უფასო გაკვეთილებს, ფიტნეს ვარჯიშებს, ჯანსაღ კვებასა და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის ფინანსურ წახალისებებს სთავაზობს. ინიციატორი კომპანიის CEO მარკ ბარტოლინია, რომელმაც 2001 წელს დიდი სტრესი განიცადა თავისი შვილის კიბოს დიაგნოზის გამო, ხოლო 2004 წელს თხილამურებზე სირიალის დროს მიღებული ტრამვის გამო ძლივს გადაურჩა სიკვდილს. სწორედ ამან მისცა მას მოტივაცია მსგავსი პროგრამების ორგანიზაციაში დანერგვის და რაც მთავარია, ბარტოლინი თავადაა ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი მიმდევარი. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მენეჯერი თავად არ იყენებს კომპანიის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებს, არც თანამშრომლები გამოიყენებენ. Deloitte-ს სხვა კვლევის მიხედვით, თანამშრომელთა 40% ამბობს, თუ დაინახავენ, რომ მენეჯერები პირად ცხოვრებას ხანდახან სამსახურზე წინ აყენებენ, იმავეს გაკეთება მათთვის უფრო კომფორტული გახდება.
აღიარების კულტურა - კვლევაში 10-დან 3-მა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ მენეჯმენტის მხრიდან ნაკლები მხარდაჭერა და აღიარების არარსებობა სტრესსა და გადატვირთულობას უფრო ამძიმებს. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის მადლობის გადახდა ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. კვლევების მიხედვით ის კომპანიები, რომლებსაც აღიარების მაღალი კულტურა აქვთ, გამოირჩევიან თანამშრომელთა ნაკლები გადინებით და სამუშაოს შესრულების უფრო მაღალი ხარისხით. ამის მიზეზი ისაა, რომ მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა გარემოს ნაკლებად სტრესულს ხდის, თანამშრომლებს კი გამოწვევების გასამკლავებლად ძალასა და მოტივაციას აძლევს.
Deloitte-ის აშშ-ს ოფისმა წლის ბოლოს თანამშრომლები ერთიანად დაასვენა შობიდან ახალ წლამდე. ეს კოლექტიური „გათიშვა“ თანამშრომლებმა მათი საქმის დაფასებად აღიქვეს. მეორე მხრივ კი მათ გაუქრათ პოტენციური დანაშაულის შეგრძნება, რომ სამსახურში მათი არყოფნით საქმე ფუჭდება. Deloitte-მა იგივე თებერვალში გაიმეორა - უილიამ უელშ დელოიტის 200-ე დაბადების დღესზე, კომპანიამ 1 კვირიანი კოლექტიური „გათიშვა“ მოაწყო.
სამუშაო გარემოსა და ზოგადად ცხოვრებაში სტრესი გარდაუვალი მოვლენაა. თუმცა მისი თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია. კომპანიებს შეუძლიათ და აუცილებელია ითამაშონ უფრო აქტიური როლი თანამშრომლების გადატვირთვისა და სტრესის თავიდან ასაცილებლად.