გიფიქრიათ, რომ თქვენი გუნდი ნაკლებად იღებს რისკიან გადაწყვეტილებებს? თქვენი გუნდის წევრები იმდენად დარდობენ შეცდომებზე, რომ საერთოდ აღარ ცდილობენ სიახლეების დანერგვას?
უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება პირდაპირ არის დაკავშირებული წარუმატებლობის შიშთან. მეტიც, თუ კომპანიაში მიუღებელია ნებისმიერი სახის მარცხი, დასაქმებულები თავდაცვის პოზიციაში დგებიან და ცდილობენ დაფარონსაკუთარი შეცდომების კვალის. შეცდომების დაშვების შიში ხელს უშლის კომპანიის ზრდას, დასაქმებულებს არ აძლევს საკუთარი თავისგამოვლენის შესაძლებლობას.
Forbes გვიზიარებს 4 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიიღოთ წარუმატებლობა და დაუშვათ შეცდომები:
ყველა მარცხი შეიძლება ფასდაუდებელ გამოცდილებად იქცეს. გაიხსენეთ რა ისწავლეთ დაშვებული შეცდომების შედეგად? რამდენად მძფრად არის ეს მოგონებები თქვენს მეხსიერებაში აღბეჭდილი?
შეცდომებისგან სწავლის კულტურა, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მის გარეშე შეუძლებელია ინოვაციებზე ფიქრი, ახალი გადაწყვეტილებების დანერგვა და პროფესიული განვითარება.
მარცხის შიში დასაქმებულებში ბევრ თანმდევ პრობლემას იწვევს - ზედმეტი ფიქრი, უმნიშვნელო დეტალებზე ჩაკირკიტება, ნაკლები ქმედება. რაცსაბოლოოდ იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად გაქვთ გამოცდილების პრაქტიკულად დაგროვების შესაძლებლობა.
მარცხის შიშით უმოქმედობა ადამიანებს ართმევს ძვირფას და განუმეორებელ შესაძლებლობას მათი ფიქრები და გეგმები პრაქტიკაში განახორციელონ.
ტოქსიკური კორპორატიული კულტურისთვის დამახასიათებელია შეცდომების მიუღებლობა. შეცდომა ასოცირდება სირცხვილთან და დასაქმებულები ცდილობენ დამალონ მარცხი, ამგვარი დამოკიდებულება არ ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას.
თუ კომპანიაში არ არის დაშვებული შეცდომები, შეუძლებელია დასაქმებულებს ჰქონდეთ წარმოდგენა მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ რეალურ პრობლემებზე, შესაბამისად, არ იციან როგორ გამოასწორონ ეს პრობლემები.
შეცდომების დაშვების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მენეჯერებს აკისრიათ. გუნდის ლიდერებმა საკუთარი მაგალითით უნდა აჩვენონ დასაქმებულებს, რომ შეცდომა ახალი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობაა.
თუ ადამიანი აძლევს საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას და მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა მის გამოსწორებაზე, ის ზრუნავს საკუთარი ხასიათის სიმტკიცეზეც. ამგვარი დამოკიდებულება დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და მიაღწიოთ სასურველ მიზნებს.