2021 წლის 15 იანვარს Wikipedia-ს 20 წელი შეუსრულდა. ონლაინ ენციკლოპედია დაარსების დღიდანვე ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ფაქტობრივი ცოდნის მიღებისა და გაზიარების საყვარელ ადგილად იქცა. Wikipedia სხვა ონლაინ ენციკლოპედიებისგან ერთი თვისებით გამოირჩევა: ვებ-გვერდზე სტატიის ავტორობა და რედაქტორობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სწორედ ეს თვისება გახდა მისი წარმატების საწინდარიც.
Wikipedia-ს დაარსებას საფუძველი 1994 წელს ჩაეყარა, როდესაც ინფორმაციული ტექნოლოგიების დეველოპერმა, ვარდ კანინგჰემმა ტექნოლოგია Wiki შექმნა, რომელიც მომხმარებელს ვებ-გვერდის რედაქტირებისა და თანაავტორობის შესაძლებლობას აძლევდა. ტექნოლოგიის დასახელება ჰავაურ ენაზე „სწრაფს“ ნიშნავს. კანინგჰემმა პირველ Wiki პროგრამას WikiWikiWeb უწოდა და ინტერნეტ სივრცეში c2.com ელექტრონულ მისამართით გამოჩნდა. სწორედ Wiki ტექნოლოგია დაედო საფუძვლად Wikipedia-ს დაარსებას.
თუმცა, Wikipedia-ს კიდევ ერთი წინამორბედი, Numedia.com ჰყავდა, რომელიც 2000 წელს დაარსდა. ინგლისურენოვანი ონლაინ ენციკლოპედიის სტატიების ავტორები სხვდასხვა დარგის მოხალისე ექსპერტები იყვნენ, თითო სტატიის რედაქტირება კი გამოქვეყნებამდე, დაახლოებით 7 საფეხურს გადიოდა. ვებ-გვერდი კომპანია Bomis-ის მფლობელობაში იყო, ხოლო მისი დამაარსებლები კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი ვეილსი და Numedia.com-ის (შემდგომში Wikipedia-ს) მთავარი რედაქტორი ლარი სენგერი იყვნენ. სამწუხაროდ, Numedia წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა: დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, ვებ-გვერდზე მხოლოდ 20 სტატია იყო განთავსებული. მთავარი პრობლემა ავტორების ნაკლებობა და რედაქციის ხანგრძლივი პროცესი იყო. ამიტომ, ჯიმი ვეილსმა და ლარი სენგერმა გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი ვებ-გვერი, სადაც სტატიის ავტორობა ნებისმიერ მსურველს შეეძლებოდა.
სწორედ სიტყვების Wiki-სა და encyclopedia-ს (ქართ: ენციკლოპედია) სინთეზით და Wiki ტექნოლოგიის გამოყენებით, 2001 წლის 15 იანვარს ონლაინ სივრცეში ინგლისურენოვანი ენციკლოპედია Wikipedia.com გამოჩნდა. ვებ-გვერდი მალევე წარმატებული გახდა და მომხმარებელმა სტატიების წერა სხვადასხვა ენაზე კონკრეტულად ამ ენისთვის მინიჭებული ელექტრონული მისამართით დაიწყო. საწყის ეტაპზე, Wikipedia Nupedia-გან დამოუკიდებლად ოპერირებდა. თუმცა 2003 წელს სერვერების გადატვირთვის შედეგად, ვებ-გვერდი Numedia გაუქმდა. Wikipedia-ს ინვესტორიც კომპანია Bomis იყო, რომელსაც ვებ-გვერდისგან კომერციული სარგებლის მიღება სურდა. თუმცა, Wikipedia დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა ოპერირებისთვის საჭირო ფინანსების გამომუშავებას. ამასთან, ვებ-გვერდზე დაწერილი და შესწორებული სტატიების შინაარსის შემოწმების სუსტი ოპერაციული სისტემის გამო, რთული გახდა კომერციული რეკლამების კონტროლიც. ამიტომ, 2003 წელს, ჯიმი ვეილსმა დაარსა ფონდი Wikimedia და Wikipediaმის მფლობელობაში გადავიდა. ვებ-გვერდმა ელექტორნული მისამართიც შეიცვალა და Wikipedia.com-ის მაგივრად Wikipedia.org-ზე გადავიდა. შედეგად, ვებ-გვერდზე კომერციული რეკლამები გაქრა, ვებ-გვერდი კი მას შემდეგ მხოლოდ მომხმარებლის შემოწირულობებით არსებობს.
დღეს Wikipedia-ზე განთავსებული ინფორმაციის სისწორედა სანდოობა ხშირად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ენციკლოპედიას არ ჰაყვს ცენტრალიზებული სარედაქციო ჯგუფი და განთავსებული სტატიების ავტორები თუ რედაქტორები ასობით ადამიანია. რა თქმა უნდა, Wikipedia-ზე სტატიის განთავსებას თავისი წესები აქვს: აუცილებელია სტატია იყოს მიუკერძოებელი, აუცილებელია სტატიაში გამოყენებული იყოს ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გადამოწმებადია. ამასთან, დაუშვებელია კვლევითი სტატიების გამოქვეყნება. თუმცა, ეს წესები ეფექტიანად ვერ ებრძვის ცრუ ინფორმაციას. ამ მიზნით, 2018 წელს Youtube და Facebook-მა განაცხადეს რომ Wikipedia-ს ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლაში დაეხმარებოდნენ.
Wikipedia დღეს ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 2020 წლის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, Wikipedia-ს ყოველთვიურად 1,7 მილიარდი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. ვებ-გვერდზე კი განთავსებულია 55 მილიონზე მეტი სტატია 300-ზე მეტ ენაზე (ქართული სტატიების რაოდენობა 147000-ზე მეტია). Wikipedia-ს დღეს 129,000-ზე მეტი აქტიური მოხალისე რედაქტორი და სტატიის ავტორი ჰყავს, მკითხველი უამრავი, საიტზე დღეში უამრავი ადამიანი შედის და 2020 წლის დეკემბერის მონაცემებით, Wikipedia ს 5.890.000.000. ვიზიტორი ჰყავდა 1თვის განმავლობაში, განათლებულ ადამაინის კი მოფერებით ხშირად Wiki ს უწოდებენ, უსაზღრვო ცოდნის გამო.